Tag Archives: ჰერბერტ სპენსერი

პეტრე კროპოტკინი – სპენსერის სინთეზური ფილოსოფია

VI

peter-kropotkinმას შემდეგ, რაც ანთროპოლოგიის, ე.ი. ადამიანის ფიზიოლოგიური განვითარების ისტორიის, მის რელიგიათა და დაწესებულებათა განვითარების ისტორიის შესწავლა დაიწყეს სწორედ ისე, როგორც სწავლობდნენ ყველა სხვა საბუნებისმეტყველო მეცნიერებას, ბოლოს და ბოლოს შესაძლებელი გახდა არა მარტო ამ ისტორიის არსის გაგება, არამედ მეტაფიზიკის სამუდამოდ თავიდან მოშორებაც, რომელიც სწორედ ისე უშლიდა ხელს კაცობრიობის ისტორიის შესწავლას, როგორც ბიბლიური თქმულებები ხელს უშლიდნენ ოდესღაც პლანეტა დედამიწის ისტორიის, ანუ გეოლოგიის შესწავლას.

ვინმეს შეიძლება ეგონოს რომ, როცა ჰერბერტ სპენსერი, მეცნიერების ახალი აღმოჩენებით აღჭურვილი, თავის მხრივ შეუდგა „სინთეზური ფილოსოფიის“ შენებას მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში, მას შეეძლო აეშენებინა თავისი ფილოსოფია და არ ჩავარდნილიყო იმ შეცდომებში, რომლებსაც შეხვდებით კონტის ”პოზიტიურ პოლიტიკაში“. და, თუმცა სპენსერის „სინთეზური ფილოსოფია“ წარმოადგენს წინ გადადგმულ დიდ ნაბიჯს (მასში უკვე აღარ არის ადგილი რელიგიური წეს-ჩვეულებებისთვის), ის მაინც სავსეა მსხვილი შეცდომებით თავის სოციოლოგიურ ნაწილში, ისე როგორც კონტის ნაშრომი. Continue reading

3 Comments

Filed under Translations From Russian