Tag Archives: ჩარლზ დარვინი

პეტრე კროპოტკინი – გამოღვიძება 1856-1862 წლებში

V

peter-kropotkinთუ ოგიუსტ კონტს არ გამოუვიდა გამოკვლევა ადამიანთა დაწესებულებებისა და განაკუთრებით ზნეობრივი წარმოდგენებისა, არ უნდა დავივიწყოთ, რომ ის წერდა თავის “პოზიტივისტურ ფილოსოფიას” და “პოზიტივისტურ პოლიტიკას” ჯერ კიდევ კაი ხნით ადრე იმ წლებისა (1856-1862), რომლებმაც, როგორც ზემოთ იყო ნათქვამი, სწრაფად გააფართოვეს მეცნიერების ჰორიზონტი და აამაღლეს დონე ყოველი განათლებული ადამიანის მსოფლმხედველობისა.

ამ ხუთი-ექვსი წლის განმავლობაში გამოსულმა თხზულებებმა ისეთი ღრმა ცვლილება მოახდინეს სამყაროს შეხედულებაზე, ადამიანთა საზოგადოებრივ ურთიერთობებზე და ცხოვრებაზე ზოგადად, რომლის მსგავსი არ ყოფილა მეცნიერებათა მთელ ისტორიაში.

აგერ ორი ათასი და ცოტა მეტი წელია, რასაც ბუნდოვნად გებულობდნენ, ხან კი გრძნობდნენ წინდაწინვე ენციკლოპედისტები; ის რასაც ნელ-ნელა ატარებდნენ რამოდენიმე „რჩეული“ პირები მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში და ეხლა ისე მოევლინა კაცობრიობას ცოდნის საჭურველით აღჭურვილი და მოევლინა ის ისეთის სისრულით, რომ ინდუქციურ-დედუქციური მეთოდის გარდა, კვლევა-ძიების ყოველი სხვა მეთოდი აღმოჩნდა არასრული, ყალბი და უსარგებლო. Continue reading

Advertisements

1 Comment

Filed under Translations From Russian