Tag Archives: ქიმია

კვერცხისა და კვერცხის ნაჭუჭის ქიმია

the-chemistry-of-eggs-eggshells

ვიზუალი მაღალი ხარისხით

კვერცხის ქერქი

კვერცხის ნაჭუჭი პირველ რიგში წარმოადგენს კალციუმის კარბონატს, რომელიც არის ძირითადი ქიმიური კომპონენტი ზღვის ნიჟარებისა, აგრეთვე ცარცისა და კირქვისა. კალციუმის კარბონატის ნანონაწილაკები კრისტალურ წერსირგშია მოყვანილი ცილების მიერ, მინერალი კალციტის ფორმირების დროს. კვერცხის გარსი არ არის აბსოლუტურად ერთგვაროვანი – ის შეიცავს ათასობით პატარა ფორებს, საშუალოდ 9000, რომლებიც საშუალებას აძლევს აირთა მიმოცვლას გარემოდან კვერცხში და პირიქით. როგორც მოგვიანებით ვნახავთ, მას აქვს გარკვეული მნიშვნელობა საკვებად მომზადების დროს.

კვერცხის ნაჭუჭი შეიძლება იყოს სხვადასხვა ფერის; ქათმის კვერცხები ვარირებს თეთრისა და ყავისფერის სპექტრს შორის, მაგრამ სხვა ფრინველთა სახეობის კვერცხი შეიძლება შეიცავდეს ლურჯ ან მწვანე ფერებს. ეს ფერადოვნება განპირობებულია საშვილოსნოს მილში კვერცხის ნაჭუჭის ფორმირების დროს პიგმენტის მოლეკულების ჩართვისას. ზოგი პიგმენტი, როგორიცაა პროტოპორფირინი ანიჭებს კვერცხის ნაჭუჭს ყავისფერ შეფერილობას და წარმოადგენს ჰემოგლობინის, ჟანგბადის გადამტანის შემადგენელ პროდუქტს, რომელიც ნაპოვნია სისხლში. სხვა პიგმენტები, როგორიცაა ოოციანინი (oocyanin) რომელიც აძლევს ლურჯ და მწვანე ფერს, წარმოადგენენ ნაღველის ფორმირების გვერდით პროდუქტებს. კვერცხის ნაჭუჭის სითეთრე კი პიგმენტების ნაკლებობის შედეგია. Continue reading

2 Comments

Filed under ბიოფიზიკა