Tag Archives: ულტრაიისფერი

თავისუფალი რადიკალები და ანტიოქსიდანტები

health2b_pic3

ირონიულია, ის რომ ჟანგბადი, ასე აუცილებელი სიცოცხლისათვის, შეიძლება გარკვეულ ვითარებაში გამანადგურებლად იმოქმედოს ადამიანზე. ყველაზე მეტად ჟანგბადის პოტენციურად დამაზიანებელი ეფექტი შეიძლება იყოს ისეთი ქიმიური ნაერთების ფორმირება, რომლებიც ცნობილია თავისუფალი რადიკალების ყველაზე გავრცელებული სახის, რეაქტიული ჟანგბადის ფორმების სახელით (ROS – Reactive oxygen species ), როგორებიცაა სუპეროქსიდანიონის რადიკალი, ჰიდროქსილის რადიკალი, წყალბადის ზეჟანგი და სინგლეტური ჟანგბადი, რომლებზე ქვემოთ გვექნება საუბარი, მაგრამ საჭიროა თანმიმდევრულად ვუპასუხოთ კითხვებს. რა არის თავისუფალი რადიკალები? როგორ აზიანებენ ისინი უჯრედებს? როგორ იცავს ვიტამინ E, C და სხვა ანტიოქსიდანტები სხეულს თავისუფალი რადიკალებისაგან?

ადამიანის სხეული აგებულია სხვადასხვა ტიპის უჯრედებისაგან. თავის მხრივ უჯრედები კონსტრუირებულია მრავალი სახის მოლეკულით [1], ხოლო მოლეკულები აგებულია ერთმანეთთან ქიმიური ბმებით დაკავშირებული ატომებისაგან [2]. მოლეკულა შეიძლება იყოს ერთი ქიმიური ელემენტის [3] ან სხვადასხვა ატომის კავშირი.  რატომ ერთიანდებიან ატომები მოლეკულებად? ამისთვის კიდევ უფრო ღრმად უნდა ჩავიხედოთ.

როგორც სკოლის მასალიდან შეიძლება გახსოვდეთ, ატომი შედგება ბირთვისაგან (თავის მხრივ ბირთვში შეკავშირებულია პროტონები, დადებითად დამუხტული ნაწილაკები, და ნეიტრონები, მუხტის არ მქონე ნაწილაკები [4] და მის გარშემო სხვადასხვა ორბიტალზე [5] მყოფი უარყოფითი მუხტის მქონე ელექტრონებისაგან. ატომი ჩვეულებრივ მდგომარეობაში ელექტრულად ნეიტრალურია, რადგან პროტონების (+) და ელექტრონების (-) რაოდენობა ტოლია – ისინი ერთმანეთს აკომპენსირებენ.

ატომში, სადაც ელექტრონთა რიცხვი შედარებით დიდია, რამდენიმე ელექტრონული შრეა. ყოველ ელექტრონულ შრეს თავისი ნომერი აქვს, რომელიც n-ით აღინიშნება. გადათვლა იწყება იმ ელექტრონული შრიდან, რომელიც ყველაზე ახლოსაა ბირთვთან: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7.  ენერგეტიკულ დონეზე ელექტრონთა დასახლების მაქსიმალური რიცხვი გამოითვლება ფორმულით N=2n2 , სადაც N – ელექტრონთა მაქსიმალური რიცხვია, n კი – შრის ნომერია. ე.ი. არ შეიძლება პირველ შრეზე ორზე მეტი ელექტრონი იყოს. რაც უფრო ახლოსაა ელექტრონი ატომბირთვთან, მით უფრო მცირეა მისი ენერგია, ატომბირთვიდან დაშორებისას ელექტრონის ენერგია იზრდება, შესაბამისად გარე შრის ელექტრონები ყველაზე სუსტადაა დაკავშირებული ბირთვთან. სწორედ ელექტრონები არიან ჩართულები ქიმიურ რეაქციებში და ქმნიან ქიმიურ ბმებს მოლეკულებში. ატომის ყველაზე მთავარი სტრუქტურული განსაკუთრებულობა, რაც განაპირობებს მის ქიმიური ქცევას არის ელექტრონების რიცხვი  მის გარე შრეზე. ყოველი ელემენტი მიისწრაფვის ენერგეტიკულად მომგებიანი და მდგრადი რვაელექტრონიანი ელექტრონული შრის ფორმირებისაკენ. ატომებს, რომელთაც აქვთ სავსე გარე ელექტრონული შრე, აქვთ ტენდენცია არ შევიდნენ ქიმიურ რეაქციებში და მათ ინერტული ელემენტები ეწოდებათ, მაგალითად ნეონი (Ne), არგონი (Ar), კრიპტონი (Kr), ქსენონი (Xe). ვინაიდან ატომები მიისწრაფვიან მაქსიმალური სტაბილურობისაკენ, ისინი ცდილობენ შეივსონ თავიანთი გარე შრე: Continue reading

Advertisements

2 Comments

Filed under ბიოფიზიკა