Tag Archives: სიბერე

სიბერის ევოლუციური თეორიები 

სიმბოლისტური მოზაიკა პომპეიდან (გამოსახულია ზემოდან: მართი კუთხე და შვეული, როგორც წესრიგის სიმბოლო, თავის ქალა – სიკვდილის სიმბოლო, ფორტუნას ბორბალი და პეპელა)


შესავალი

ბიოგერონტოლოგია  ინტერდისციპლინური სწავლება სიბერის ბიოლოგიური მექანიზმების შესახებ, სწრაფად ვითარდება, ნაწილობრივ საზოგადოების გაზრდილი ინტერესის გამო, რომელიც დაკავშირებულია ხანში შესული ადამიანების შედარებით მაღალ რიცხვთან განვითარებულ ქვეყნებში და უკვე განვითარებად ქვეყნებში, როგორიც ჩინეთია. სიბერის მექანიზმების უჯრედულ და მოლეკულურ დონეზე შესწავლასთან ერთად საჭიროა გაგება, თუ რატომ არსებობს სიბერე. თავსატეხია, რომ საათის მექანიზმივით აწყობილი გენეტიკური აპარატის წყალობით, მილიონობით წლიანმა ევოლუციამ  შეძლო წარმოეშვა რთული მრავალსახეობა და ამავე დროს, ორგანიზმი აღწევს რა ზრდასრულ ასაკს, შედის დაუძულურების ხანაში და განწირულია სიკვდილისთვის. მართლაც, როგორ უნდა ავხსნათ, რომ ცხოველები უკვდავები არ არიან? ზოგიერთს შეუძლია ამტკიცო, რომ უკვდავი ორგანიზმები არსებობენ, მას შემდეგ, რაც ცნობები იქნა მოწოდებული ჰიდრაზე (Hydra vulgaris), სადაც არ იყო აღწერილი სიკვდილისა და დაბერების ფაქტი 4 წლის განმავლობაში [1]. 4 წელი ჯერ კიდევ შორსაა უკვდავებიდან და როგორც შემდგომი კვლევებიდან იქნა ნაჩვენები, ჰიდრაც ბერდება [2]. ეს გამანადგურებელი ასაკდამოკიდებული ცვლილებები, რომლებიც კულმინაციას სიკვდილში აღწევს, დაუძლეველი ჩანს ყველა სახეობისათვის თუ არა, იმ ორსარქველიანი მოლუსკებისთვის მაინც, რომლებიც საუკუნეები ცოცხლობენ [3]. 1769 წელს ფრანგი ფილოსოფოსი დენი დიდრო დ’ალამბერტის სიზმარში წერდა [4], რომ “ვარდების მეხსიერებაში არაა გამოცდილება, ენახოთ მებაღის სიკვდილი”, ამგავრად შეცდომაა ფიქრი მოლუსკების უკვდავებაზე, იმიტომ რომ ადამიანთა სიცოცხლეა გაცილებით ხანმოკლე.

აგრეთვე, შეუსაბამოა იმგვარი ჰიპოთეზის წარმოდგენა, რომ დაბერება დეტერმინირებულია გენებით, რადგან განვითარებისგან განსხვავებით, დაბერებას არ ჭირდება მსგავსი გენების არსებობა. თუკი მაინც დავუშვებთ ამგვარი გენების არსებობას, რომლებიც სტიმულირებენ დაბერებას, მაშინ, როგორც სხვა გენების შემთხვევაში,  უნდა ვიგულისხმოთ გენების მუტაცია და მუტანტების არსებობა, რომლებიც თავს დააღწევდნენ “დაბერების პროგრამას”. პოტენციურად უკვდავი არსებები მხოლოდ გარეგანი მიზეზით მოკვდებოდნენ, როგორიცაა უბედური შემთხვევა და შეძლებდნენ რეპროდუცირებას, მაშინ, როცა სხვა ორგანიზმები უკვე მკვდარი იქნებოდნენ. ბუნებრივი გადარჩევით, სულ რაღაც რამდენიმე თაობაში უპირატესობას მოიპოვებდნენ და ცხოველთა უმრავლესობა უკვდავი იქნებოდა, თუმცა მსგავსი მუტანტები არასოდეს აღმოუჩენიათ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ გენებს საერთოდ არ აქვს გავლენა დაბერების პროცესზე. მაგალითად, ადამიანებში, რომლებიც ატარებენ აპოლიპოპროტეინ E-ს ორი ε4 ალელით,  91 % -ია ალბათობა, რომ დიაგნოზირებული იქნებიან ალცჰეიმერის დაავადებით, 47 % თუ  ატარებენ ერთ ალელს და 20 % თუ საერთოდ არ ატარებენ  ε4 ალელს. მიუხედავად ამისა, ეს ალელი მხოლოდ ზრდის ამ დაავადების ალბათობას, რადგან ამ ალელის არ მქონეებიც შეიძლება დაავადნენ [5]. თუ დაბერება არაა გენებით პროგრამირებული, მაშინ მუტანტი ნემატოდების შესწავლიდან გამომდინარე, რომელთაც გამოავლინეს გახანგრძლივებული სიცოცხლე, შეიძლება ვინმემ დაასკვნას, რომ სიბერე ეს ავადმყოფობაა, რომელიც შეიძლება განიკურნოს ან ყოველშემთხვევაში გადავადებულ იქნას [6]. სინამდვილეში, ეს მუტანტები უფრო მეტს რომ ცხოვრობენ, არის გამოხატულება ამ სახეობისთვის ხელსაყრელი სასიცოცხლო სტრატეგიებისა, როცა საკვების დეფიციტია, მაგრამ ილუზიაა ფიქრი იმაზე, რომ აღმოჩენილია გენები, რომლებიც დაბერებას აკონტროლებენ [7].  Continue reading

Leave a comment

Filed under ბიოფიზიკა

თანამედროვე ბიოლოგიური თეორიები სიბერეზე

ჩვენ არ ვხედავთ სამყაროს როგორიც ის არის,
არამედ ვხედავთ ისეთად, როგორიც ვართ ჩვენ.

თალმუდი

რატომ ბერდებიან ადამიანები? როდის იწყება დაბერება? რა არის დაბერების განსაზღვრის მარკერი? არსებობს კი ზღვარი იმ ასაკამდე, სანამდე შეგვიძლია ზრდა? ესაა ის შეკითხვები, რომლებიც ხშირად აფიქრებდა კაცობრიობას საუკუნეების განმავლობაში. მიუხედავად მოლეკულური ბიოლოგიისა და გენეტიკის განვითარებისა, ფენომენი, რომელიც აკონტროლებს სიცოცხლის ხანგრძლივობას არაა ამოხსნილი.

მრავალი თეორია იქნა შემოთავაზებული დაბერების პროცესის ახსნისათვის, მაგრამ მათგან არც ერთი არაა სრულიად დამაკმაყოფილებელი (1). ტრადიციული თეორიები დაბერებაზე თვლიან, რომ სიბერე არ არის ადაპტაციური ან გენეტიკურად პროგრამირებული. ადამიანების სიბერის თანამედროვე ბიოლოგიური თეორიები ემთხვევა ორ ძირითად კატეგორიაში: პროგრამირებულ და დაზიანებით ან ცთომილებით თეორებში. პროგრამირებული თეორია გულისხმობს იმას, რომ სიბერე შესაძლოა ემორჩილება და წარმოადგენს იმ ბიოლოგიური განრიგის გაგრძელებას, რომელიც არეგულირებს ბავშვობიდან ზრდასა და განვითარებას. ეს რეგულირება დამოკიდებული უნდა იყოს ცვლილებებზე გენების ექსპრესიაში, რომლებიც გავლენას ახდენს სისტემის სიცოცხლის უნარიანობაზე, აღდგენაზე და საპასუხო დაცვაზე. დაბერების დაზიანებითი ან ცთომილების თეორია ყურადღებას ამახვილებს გარემო ფაქტორებზე, რომლებიც ნეგატიურად მოქმედებენ ცოცხალ ორგანიზმებზე და იწვევენ დაზიანებას სხვადასხვა დონეზე, რაც ხდება დაბერების მიზეზი. Continue reading

1 Comment

Filed under ბიოფიზიკა