Tag Archives: პროპაგანდა

ესთეტიკა, როგორც ფაშიზმი

წინამდებარე ტექსტი წარმოადგენს საჯარო სკოლაში ჩატარებული გაკვეთილის, “ძველი ბერძნული ხელოვნება და ბულინგი”-ს გადამუშავებულ ვარიანტს, რომელსაც საფუძვლად უდევს ვალტერ ბენიამინის ფრაზა “…პოლიტიკის ესთეტიზაციას ფაშიზმი მიმართავს. კომუნიზმი მას ხელოვნების პოლიტიზაციით პასუხობს”.

უძველესი ცივილიზაციები განლაგებულნი იყვნენ ეკვატორთან საკმაოდ ახლოს. ეს ძველი მონათმფლობელური სახელმწიფოები მიჯაჭვულნი იყვნენ დიდ მდინარეთა ნაყოფიერ ველებს, იყენებდნენ ბრინჯაოს იარაღებს და განუწყვეტელი ომებისა და ადამიანების დამონებით შეეძლოთ სამუშაო ძალის შევსება. საკმარისი სითბო იყო მიწათმოქმედებისათვის და დესპოტური წესრიგი აჯანყებებისა და პერიოდულად ქონების ხელახალი გადანაწილების მიუხედავად სტაბილურად ნარჩუნდებოდა. ეკვატორიდან ჩრდილოეთისკენ ხმელთაშუა ზღვის კუნძულებზე მცხოვრებ ხალხებს კი სულ სხვა პირობებში უწევდათ არსებობა. უფრო ცივი კლიმატის გამო ისინი მალემწიფებადი მცნეარეების სელექციას, მესაქონლეობას და საბოლოოდ სასოფლო-სამეურნეო ფართობებისათვის დამატებითი ტერიტორიების გამონახვისთვის კოლონიზაციამდე მივიდნენ. კოლონიზაცია კი სულ სხვა პოლიტიკურ იდეოლოგიას მოითხოვდა, უცნობი მიწების ათვისებისთვის საჭირო იყო სიმამაცე, ინიციატივიანობა, ამიტომ წინა პლანზე შეჯიბრებითობა გამოვიდა. შემთხვევითი არაა დემოკრატიისა და სპორტული თამაშების წარმოშობა, რომელიც აიდეალებდა სრულყოფილსა და ავანტიურისტ ადამიანს. ვიზუალიზაცია, როგორც პროპაგანდის მძლავრი საშუალება სწორედ ამ იდეოლოგიას ემსახურებოდა. Continue reading

Leave a comment

Filed under ხელოვნება