Tag Archives: პოზიტივიზმი

პეტრე კროპოტკინი – პოზიტივიზმი, კონტის ფილოსოფია

IV

peter-kropotkinცხადია, როცა მეცნიერება მივიდა ასეთ ზოგად აზრებამდე, მასში ბუნებრივად უნდა დაბადებულიყო აზრი სინთეზურ ფილოსოფიაზე, ე.ი. ისეთ ფილოსოფიაზე, რომელსაც უნდა უკუეგდო მსჯელობა „არსზე“, „მსოფლიო იდეაზე“, „ცხოვრების დანიშნულებაზე“  და სხვა ამგვარ სიმბოლოებზე, ასევე ანთროპომორფიზმი, ე.ი. ბუნებისათვის და ფიზიკური ძალებისათვის ადამიანური თვისებებისა და მიზნების მიწერა. ისეთი ფილოსოფია უნდა წარმოადგენდეს მთელი ჩვენი ცოდნის სისტემურ კრებულს; ერთი სიტყვით, ისეთ ფილოსოფიას, რომელიც მარტივიდან რთულისაკენ სვლით მოგვცემს გასაღებს ბუნების მთელი ცხოვრების გაგებისათვის და ამით კი მოგვცემდა კვლევის მძლავრ იარაღს, რომელიც დაგვეხმარებოდა სხვადასხვა მოვლენებს შორის ახალი დამოკიდებულებების ე.ი. ბუნების კანონების აღმოჩენაში, რაც აგრეთვე საშუალებას მოგვცემდა ჩვენი დასკვნების ჭეშმარიტებაში დარწმუნებისათვის, როგორც არ უნდა ეწინააღმდეგებოდნენ ისინი მოარულ შეხედულებებს.

მეცხრამეტე საუკუნეში რამოდენიმეჯერ სცადეს აეგოთ ასეთი სინთეზური ფილოსოფია. მათგან ჩვენს განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ოგიუსტ კონტის და ჰერბერტ სპენსერის შრომები.

სინთეზური ფილოსოფიის საჭიროება იგრძნეს ჯერ კიდევ მეთვრამეტე საუკუნეში ენციკლოპედისტებმა, ვოლტერის შესანიშნავი „ფილოსოფიური ლექსიკონი“ დღემდე რჩება მონუმენტურ ნაშრომად, აგრეთვე ეკონომისტმა ტიურგომ, და შემდეგში კიდევ უფრო ცხადად სენ-სიმონმა. მაგრამ მეცხრმეტე საუკუნის პირველ ნახევარში მას მოჰკიდა ხელი ოგიუსტ კონტმა, უფრო მკაცრი მეცნიერული ფორმით, რომელიც პასუხობდა იმდროინდელი მეცნიერების უკანასკნელ მიღწევებს. Continue reading

Advertisements

1 Comment

Filed under Translations From Russian