Tag Archives: ნანოტექნოლოგია

ნანოტექნოლოგია: ლიპოსომები

liposome-600x272

სხვადასხვა დაავადებების მკურნლობის დროს, მიუხედავად იმისა რომ დაავადების კერები კონკრეტულ ორგანოებზე და ქსოვილებზეა განლაგებული (მაგალითაც ციროზის დროს ღვიძლში), წამალი მთელს სხეულში მეტ-ნაკლებად თანაბრად ნაწილდება სისხლძარღვთა ცირკულაციური სისტემის გამო, ამის გამო საჭიროა დოზის გაზრდა, რაც თავის მხრივ გვერდით ეფექტებსა და უკუჩვენებებს იწვევს. მეორეს მხრივ სისხლის იმუნური სისტემის შემადგენელ კომპონენტებს ახასიათებს გარკვეულ ნაერთა დაშლის თვისება. ამიტომ ზოგიერთი პრეპარატის სისხლში შეყვანა არ არის პერსპექტიული, ვინაიდან პრეპარატი დაიშლება მანამ, სანამ ის მიაღწევს დანიშნულების ადგილას. ამიტომ მკურნალობის ეფექტურად წარმართვისთვის, განსაკუთრებით ისეთი ტოქსიკური წამლების გამოყენებისას, რომლებიც კურნავენ თვით დაავადებას, მაგრამ აზიანებენ სხვა ქსოვილებს, საჭირო გახდა მეცნიერებს შეექმნათ წამლის გადამტანი საშუალებები, რომლებიც დანიშნულების ადგილზე მიტანდა წამალს საჭირო კონცენტრაციით ისე, რომ არ შეეხობოდა სხვა ორგანოებს და დაიცავდა გადასატან ნივთიერებას (წამალს) ფერმენტული ცილების დამანგრეველი მოქმედებისაგან.

ერთ-ერთი ამგვარ გადამტანს წარმოადგენს ლიპოსომები, სფეროსებური ვეზიკულები, რომელიც შედგება ფოსფოლიპიდური ბიშრესაგან, პირველად აღწერილ იქნა 60-იან წლებში. მათი წარმოება არის ადვილი და დღეისათვის ის გამოიყენება მეცნიერების სხვადასხვა სფეროებში მათემატიკისა და თეორული ფიზიკის ჩათვლით, ბიოფიზიკაში, ქიმიაში, ბიოქიმიაში და ბიოლოგიაში. ლიპოსომები გამოჩნდა უკვე ფარმაციულ ინდუსტრიაში, როგორც წამლის გადამტანი სისტემები. კვლევები ლიპოსომების ტექნოლოგიაზე პროგრესირდა ჩვეულებრივი ვეზიკულებიდან “მეორე თაობის” ლიპოსომებით, რაც გულისხმობს ლიპიდური შემადგენლობის მოდულირებას სისხლში ხანგრძლივი ცირკულაციისთვის, ასევე ზომის, ზედაპირული მუხტის ცვლილების, აგრეთვე ისეთი აქტიური მოლეკულების (მაგ, გლიკოლიპიდები, ცილები) ინტეგრაციით, რომელიც საშუალებას მისცემს ლიპოსომას დაუკავშირდეს უჯრედს რეცეპტორული გზით, რაც უკვე ლიპოსომას მიზანმიმართულს ხდის. Continue reading

Advertisements

Leave a comment

Filed under ბიოფიზიკა