Tag Archives: ბიოფიზიკა

რა არის ბიოფიზიკა

ბიოფიზიკა არის ხიდი ბიოლოგიასა და ფიზიკას შორის.

ბიოლოგია შეისწავლის სიცოცხლეს მთელი მისი მრავალფეროვნებითა და სირთულით. ის აღწერს ცოცხალ ორგანიზმებს, თუ როგორ მოიპოვებენ ისინი საკვებს, კომუნიკაციას მათ შორის, გარემოდან ინფორმაციის აღქმას და რეპროდუქციას. მეორეს მხრივ ფიზიკა ეძებს ბუნების მათემატიკურ კანონებს და ქმნის დეტალურ ვარაუდებს ძალებზე, რომლებიც ამოძრავებენ იდეალიზებულ სისტემებს. კომპლექსური სიცოცხლისა და ფიზიკური კანონების სიმარტივეს შორის არსებული დისტანციის წვდომა წარმოადგენს ბიოფიზიკის გამოწვევას. მოდელების ძიება და მათი ანალიზი მათემატიკითა და ფიზიკით არის მძლავრი საშუალება სიცოცხლის სრული გაგებისათვის. viralshells

ბიოფიზიკოსები ეძებენ პრინციპებს, რომლებიც აღწერს მოდელებს. თუ პრინციპები სწორია, მაშინ ის იძლევა წინასწარმეტყველების საშუალებას, რომელიც შემდგომ შეიძლება შემოწმდეს.

რას იკვლევენ ბიოფიზიკოსები?

ბიოფიზიკოსები სწავლობენ სიცოცხლეს ყველა დონეზე, დაწყებული ატომებიდან და მოლეკულებიდან, უჯრედებით, ორგანიზმებითა და გარემოცვით დამთავრებული. ინოვაციები მოდის ფიზიკისა და ბიოლოგიის ლაბორატორიებიდან. ბიოფიზიკოსები აფართოებენ კვლევების არეალს, იგონებენ ახალ ხელსაწყოებს. სამუშაოებს ყოველთვის აქვს მიზანი და ის გულისხმობს მოიძებნოს თუ როგორ მუშაობს ბიოლოგიური სისტემები. ბიოფიზიკოსები სვამენ კითხვებს, როგორებიცაა: Continue reading

1 Comment

Filed under ბიოფიზიკა