სანამ ავღწერდე თუ როგორ მოვახერხეთ ანარქისტული წიგნების გამოფენა, მინდა ერთი ფაქტი ავღნიშნო, რომ ქართველი ანარქისტების არსებობის შესახებ უკრაინელი ამხანაგებისაგან შევიტყვეთ, ასევე ინფორმაციაც გურიის ანარქისტული კომუნისა და სხვა, როგორიცაა ანარქისტული გაზეთების, რომლებიც გამოიცემოდა ქუთაისში და თბილისში. შემდეგ, კვლევის დროს მეგობრებმა აღმოვაჩინეთ, რომ საჯარო ბიბლიოთეკაში, მიუხედავად დიდი ცენზურისა და აკრძალვისა შემორჩენილია ქართულად ანარქისტული ლიტერატურა და გადავწყვიტეთ რომ ის გაგვეცნო ფართო საზოგადოებისათვის, რადგან არ არსებობს ინფორმაცია არა მარტო იმაზე, რომ საქართველოში მსოფლიო მნიშვნელობის ანარქისტები მოღვაწეობდნენ, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ანარქიზმის განვითარებაში, არამედ ისიც კი, თუ რა არის ანარქია და უმეტეს შემთხვევაში ანარქია ესმით როგორც უწესრიგობისა და არეულობის სინონიმი.
ამისთვის, ჩვენ გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა XX საუკუნის დასაწყისში ქართველი ანარქისტების დაწერილი წიგნების და მათ მიერ თარგმნილი უცხოელი ანარქისტების შრომების ელექტრონული ვერსია.
გადავიღეთ ბიბლიოთეკაში დაცული წიგნების ქსეროასლები, ხელუხლებელ ფონდში კი ფოტოები. შემდეგ, როცა უკვე მზად გვქონდა რამოდენიმე ელ. ვერსია * გადავწყვიტეთ წიგნებად გამოგვეცა, ასევე წიგნებს დაემატა ჩვენი ამხანაგის, სიდის თარგმნილი სხვა წიგნები. ამხანაგებმა ჩვენივე ხარჯებით დავბეჭდეთ წიგნები და მოვაწყვეთ ანარქისტული ლიტერატურის გამოფენა–გაყიდვა, გაყიდვა, რადგან შემოსული თანხით შეგვძლებოდა ხელახლა დაგვებეჭდა წიგნები.
ჩვენს მიერ წარმოდგენილი ლიტერატურა:
პეტრე კროპოტკინი – “რევოლუციური უმცირესობა”, “კომუნიზმი და ანარქია”
შალვა გოგელია – “ჩვენი მტრები და მეგობრები”
ა. ბურშე – “საყოველთაო გაფიცვის მეორე დღეს – მომავალი საზოგადოება”
მიხაკო წერეთელი – “პასუხი პროტესტანტებს”
ემა გოლდმანი “პატრიოტიზმი – საფრთხე თავისუფლებისთვის”
ელიზე რეკლიუ – “ჩემ ძმა გლეხს”
მიხეილ ბაკუნინი “სოციალიზმი სახელმწიფოს გარეშე – ანარქია”
ამჟამად ეს წიგნები და ასევე სხვა ანარქისტული ლიტერატურა შეგიძლიათ იხილოთ ანარქისტულ ბიბლიოთეკაში, რომელიც წარმოადგენს ელექტრონულ ბიბლიოთეკას.
____________
* წიგნების ელექტრონული ვერსიები ასევე დევს ამ ბლოგის კატეგორიაში –Electronic Versions
2010–2011 წწ.