Tag Archives: ანარქია

პეტრე კროპოტკინი – ანარქიზმის რამოდენიმე დასკვნა

XIV

აქ ადგილი არ არის შევუდგეთ ანარქიზმის წარმოშობისა და მისი პრინციპების თანმიმდევრულ განხილვას. ამ ნარკვევს თავისი, გარკვეული მიზანი აქვს. ანარქიზმის ძირითად აღნუსხვას მკითხველი სხვა შრომებში ნახავს, მაგრამ ორი-სამი მაგალითი დაგვეხმარება უკეთ განვმარტოთ ჩვენი შეხედულებათა ადგილი თანამედროვე მეცნიერებაში და თანამედროვე საზოგადოებრივ მოძრაობაში.

მაგალითად, როდესაც ჩვენ გველაპარაკებიან უფლებაზე და გვიმტკიცებენ, რომ თითქოს ”უფლება სიმართლის გაობიექტებაა”, ან ”უფლების განვითარების კანონები ადამიანის სულის განვითარების კანონებია”, ან კიდევ, რომ ”უფლებისა და ზნეობის არსი ერთიდაიგივეა და მხოლოდ ფორმალურად განირჩევიან”. ჩვენ ასეთ მტკიცებას ისეთივე უპატივცემლოდ ვეპყრობით, როგორც მეფისტოფელი გოეთეს ”ფაუსტში”. ჩვენ გვესმის, რომ ამ ფრაზათა ავტორებს ბევრი აზროვნება დაუხარჯავთ ამ საკითხებზედ, მაგრამ ჩვენ ვიცით აგრეთვე ისიც, რომ ისინი მცდარ გზაზე იდგნენ და მათ ასეთ აზრებში ჩვენ მხოლოდ შეუგნებელ განზოგადოებათა უბრალო ცდებს ვხედავთ, რომლებიც არ არიან მტკიცე საფუძველზე აშენებულნი და ამასთანავე ”საიდუმლო სიტყვებით” არიან ბურუსში გახვეულნი ადამიანთა ჰიპნოზირებისათვის. Continue reading

1 Comment

Filed under Translations From Russian

პეტრე კროპოტკინი – კანონის როლი საზოგადოებაში

VII

სპენსერი არ ყოფილა ერთადერთი ვინც ამგვარი შეცდომები დაუშვა. ჰობსიდან მოყოლებული მეცხრამეტე საუკუნის მთელი ფილოსოფია პირველყოფილ ადამიანებს განიხილავდა, როგორც განცალკევებულად მცხოვრები ველური მხეცების ჯგუფებს, რომელთა შორის გაჩაღებული იყო დაუცხრომელი ბრძოლა საჭმლისა და ცოლებისათვის მანადე, სანამ მათ არ მოევლინა კეთილისმყოფელი მთავრობა. ისეთი ბუნებისმეტყველიც კი, როგორიც იყო ჰექსლი, ანვითარებდა ჰობსის ფანტასტიკურ მტკიცებას და 1885 წელს განაცხადა, რომ თავდაპირველად ადმიანების ცხოვრება წარმოადგენდა ”ყველას ბრძოლას ყველას წინააღმდეგ”, სანამ იმ დროის ზოგიერთი მოწინავე ადამიანების წყალობით არ დამყარდა ”პირველი საზოგადოება” (იხ. მისი სტატია ”ბრძოლა არსებობისათვის – ბუნების კანონი”). ამგვარად სწავლული დარვინისტი ჰექსლიც კი ვერ ამჩნევდა, რომ ადამიანს არ შეუქმნია საზოგადოება და რომ საზოგადოებრივი ცხოვრება ჰქონდათ ცხოველებს ბევრად უფრო ადრე, სანამ ადამიანი გაჩნდებოდა ქვეყანაზე. სამწუხაროა, მაგრამ ასეთია ფესვგადგმული ცრურწმენების ძალა. Continue reading

1 Comment

Filed under Translations From Russian

პეტრე კროპოტკინი – გონებრივი მოძრაობა XVIII საუკუნეში

II

მაშ თუ ანარქიზმი, როგორც ყოველი სხვა რევოლუციური მიმართულება დაიბადა ხალხში, ბრძოლაში და არა მეცნიერთა კაბინეტში, საჭიროა ვიცოდეთ, თუ როგორი ადგილი უკავია მას ეხლანდელ სხვადასხვა მეცნიერულ და ფილოსოფიურ მიმდინარეობათა შორის; რა დამოკიდებულება აქვს ანარქიზმს ამ სხვადასხვა მიმდინარეობებთან? კვლევის რომელი მეთოდით სარგებლობს ის, რომ დააფუძნოს და დაასაბუთოს თავისი დასკვნები? სხვანაირად რომ ვთქვათ – უფლების ფილოსოფიის რომელ სკოლას ეკუთვნის ის და რომელ მიმართულებასთან აქვს უფრო მეტი ნათესაობა თანამედროვე მეცნიერებაში?

ბოლოდროინდელი ეკონომიკური მეტაფიზიკით გატაცების გათვალისწინებით, რომელსაც ჩვენ ვხედავთ სოციალისტურ წრეებში, ასეთ კითხვას, ალბათ ექნება რაიმე ინტერესი. ამიტომ მე ვეცდები პასუხი გავცე ამ კითხვებს რაც შეიძლება მოკლედ და ნათლად, მეცნიერული ტერმნილოგიის თავის არიდებით იქ, სადაც მათი თავიდან აცილება შესაძლებელია.

ჩვენი საუკუნის გონებრივი მოძრაობა მომდინარეობს მეთვრამეტე საუკუნის შუა და უკანასკნელ ხანებში მოღვაწე შოტლანდიელი და ფრანგი ფილოსოფოსების შრომებისაგან.

მაშინ დაწყებულმა აზრის საყოველთაო აღფრთოვანებამ ჩაუნერგა ამ მოაზროვნეთ სურვილი, რომ კაცობრიობის ყოველი ცოდნა ჩამოესხათ ერთ საზოგადო სისტემაში. რაკი უკუაგდეს მანამდე გამეფებული შუა საუკუნეების სქოლასტიკა და მეტაფიზიკა, მათ გადაწყვიტეს ისე შეეხედათ ბუნებისათვის, სამყაროსათვის, ვარსკვლავებისათვის, ჩვენი მზის სისტემისა და ჩვენი პლანეტისათვის, დედამიწის ზურგზე მცენარეთა, ცხოველთა და ადამიანთა განვითარებისათვის, – როგორც მოვლენებისათვის, რომლებიც შესაძლებელია შესწავლილი და გამოკვლეული  იქნას იმავე ბუნებრივ-მეცნიერული მეთოდით.

ვინაიდან ფართოდ სარგებლობდნენ ჭეშმარიტ მეცნიერული, ინდუქციურ-დედუქციური მეთოდით, მათ ხელი მიჰყვეს მოვლენათა ყოველგვარ ჯგუფთა შესწავლას, დაწყებული ვარსკვლავთა სამყაროდან, ფლორა და ფაუნით, თუ ადამიანის რწმენებითა და დაწესებულებებით დამთავრებული, ისე, როგორც სწავლობს ნატურალისტი რაიმე ფიზიკურ საკითხს.

თავიდან ისინი გულმოდგინედ აგროვებდნენ და სწავლობდნენ ფაქტებს,შემდეგ ისინი აგებდნენ თავიანთ განზოგადოებებს ინდუქციის მეოხებით. ისინი მიდიოდნენ ზოგიერთ მოსაზრებამდე (ჰიპოთეზა), მაგრამ ამ ჰიპოთეზებს ისინი უყურებდნენ, როგორც უყურებდა მაგალითად დარვინი თავის მოსაზრებას ახალი ჯიშების წარმოშობაზე არსებობისათვის ბრძოლის გზით ან როგორც მენდელეევი თავის ”პერიოდულ სისტემას”. ისინი მათში ხედავდნენ მხოლოდ მოსაზრებებს, რომლებიც  ვარგოდნენ  ფაქტების ასახსნელად, კლასიფიკაციისათვის და მათი შემდგომი შესწავლისათვის, მაგრამ მათ არ ავიწყდებოდათ, რომ ისინი შემოწმებული უნდა ყოფილიყვნენ მრავალი ფაქტით (დედუქციური მეთოდით) და კანონებად ე.ი. დამტკიცებულ განზოგადოებად შეიქმნებოდნენ მხოლოდ მაშინ, როცა ისინი გაუძლებდნენ ამ შემოწმებას და მას შემდეგ, როცა გამორკვეული იქნებოდნენ კანონის მწყობრი მსვლელობის მიზეზები.

როცა ფილოსოფიური მოძრაობის ცენტრი გადავიდა შოტლანდიიდან და ინგლისიდან საფრანგეთში, ფრანგი ფილოსოფოსები, მათთვის ჩვეული წესრიგის გრძნობით შეუდგნენ შენებას, რომ აეგოთ განზოგადოებული ცოდნა – ფილოსოფია მსოფლიოსი და მთელი მისი ცხოვრებისა მწყობრი მეცნიერული ფორმით, ყოველგვარი მეტაფიზიკური მინაშენის მოშორებით და აეხსნათ ყველა მოვლენა იმავე ფიზიკური ე.ი. მექანიკურ ძალთა მოქმედებით, რომელიც საკმარისი აღმოჩნდა დედამიწის წარმოშობისა და განვითარების ასახსნელად.

ამბობენ, როცა ნაპოლეონ I შენიშნა ლაპლასს, რატომ მის ”სამყაროს სისტემაში” არსად არ არის ღმერთი ნახსენებიო, ლაპლასმა უპასუხა: ”მე არ მესაჭიროებოდა ასეთი ჰიპოთეზაო”. ლაპლასს არ სჭირდებოდა არა მარტო ეს მოსაზრება, მას არ უგრძვნია საჭიროება აგრეთვე იმისა, რომ სადმე ეხმარა ბრძნული მეტაფიზიკური სიტყვები, რომლებს უკან იმალება მოვლენათა ბუნდოვანი გაუგებრობა და უუნარობა წარმოადგინონ ისინი კონკრეტულ, გაზომვად სიდიდეთა სახით. მას არ დასჭირვებია მეტაფიზიკა და არც ჰიპოთეზა სამყაროს შემოქმედზე, თუმცა მისი ”სამყაროს სისტემა” არ შეიცავს მათემატიკურ ენას და დაწერილია ის ისე მარტივად, რომ ხელმისაწვდომია ყოველი განათლებული მკითხველისათვის, მათემატიკოსებმა შემდეგში შეძლეს ამ წიგნის თითოეული აზრის ზუსტი მათემატიკური ფორმულირება. ასე ზუსტად და  ნათლად აზროვნებდა და გამოთქვამდა თავის აზრებს ლაპლასი.

სწორედ ასე მოეპყრნენ მეთვრამეტე საუკუნის ფრანგი ფილოსოფოსები, იმდროინდელი მეცნიერული ცოდნის ფარგლებში, სიცოცხლის შესწავლას (ფიზიოლოგია), ასევე ადამიანისეულ შემეცნებასა და გრძნობებს (ფსიქოლოგია). მათ ნაწერებში ვერსად ვერ შეხვდებით ისეთ მეტაფიზიკურ მტკიცებას, რომელსაც ჩვენ ვხვდებით მოგვიანებით გერმანელი ფილოსოფოსის კანტის თხზულებებში. კანტი, როგორც ვიცით, ხსნიდა ადამიანის ზნეობრივ გრძნობას ”კატეგორიული იმპერატივით” და რომ ცნობილი ქცევის წესი აუცილებელია ”თუ ჩვენ მივიღებთ მას, როგორც საყოველთაო კანონად”. მაგრამ ამ წინადადებაში ყოველი სიტყვა შეიცავს რაღაც ბუნდოვან, გაუგებარ წარმოდგენას (“იმპერატივი”, “კატეგორიული”, “კანონი”, “საყოველთაო”) იმ ნივთიერი, ყველა ჩვენთაგანისათვის ნაცნობი ფაქტის მაგივრად, რომლის ახსნაც იყო საჭირო.

ფრანგ ენციკლოპედისტებს არ შეეძლოთ დაკმაყოფილებულიყვნენ მსგავსი ”ახსნებით” ”მაღალფარდოვანი სიტყვების” დახმარებით. ინგლისელი და შოტლანდიელი წინამორბედების მსგავსად, მათ არ შეეძლოთ ახსნისთვის, თუ საიდან გაჩნდა ადამიანში წარმოდგენა კეთილისა და ბოროტის შესახებ, გამოეყენებინათ, როგორც გოეთემ თქვა ”სიტყვები იქ, სადაც ფაქტები დუმან”. ისინი იკვლევდნენ ადამიანს, ცოცხალს, როგორც არის ის და ნახულობდნენ იმას, როგორც ეს ქნა ჰეტჩესონმა 1725 წელს და შემდეგ ადამ სმიტმა თავის საუკეთესო თხზულებაში ”ზნეობის წარმოშობაზე”, რომ ზნეობრივი წარმოდგენები ადამიანში განვითარდა  სიბრალულისა და სიმპათიის გრძნობისაგან, რომელსაც ჩვენ ვგრძნობთ იმის მიმართ ვინც იტანჯება. იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს უნარი წარმოვიდგინოთ თავი სხვის მდგომარეობაში ისე მძაფრადაც, რომ ჩვენ თითქმის ფიზიკურ ტკივილებს ვგრძნობთ, როცა ჩვენს თვალწინ სცემენ ბავშვს და აღგვაშფოთებს ეს.

ამგვარი დაკვირვებადი და ყველასათვის ცნობილი ფაქტებისაგან გამომდინარე, ენციკლოპედისტები თანდათან უახლოვდებოდნენ თვით უფართოეს ზოგად აზრებს. ამნაირად მათ მართლა ახსნეს რთული გამოვლინების ზნეობრივი წარმოდგენები უფრო მარტივი ფაქტებით ისე, რომ ამ გასაგები და ცნობილი ფაქტების ნაცვლად არ უხმარიათ გაუგებარი, ბუნდოვანი და არაფრის არ ამხსნელი სიტყვები, როგორიცაა მაგალითად “კატეგორიული იმპერატივი” ან “საყოველთაო კანონი”.

ენციკლოპედისტების მიერ გამოყენებული ამ მეთოდის უპირატესობა ცხადია. ნაცვლად “ზეშთაგონებით” ზნეობრივი გრძნობის ახსნისა, ისინი ეუბნებოდნენ ხალხს, რომ ადამიანს, წარმოშობის დროიდან აქვს სიბრალულის, სიმპათიის გრძნობა, რომელსაც ის მემკვიდრეობით ღებულობდა და თანდათან ანვითარებდა საზოგადოებრივი ცხოვრების გამოცდილებისა და დაკვირვების წყალობით. ამ გრძნობისგან წარმოდგება ჩვენი დღევანდელი ზნეობრივი წარმოდგენები.

როგორც დავინახეთ, XVIII საუკუნის მოაზროვნეები არ იცვლიდნენ კვლევა-ძიების მეთოდს, როცა გადადიოდნენ ვარსკვლავთა სამყაროდან ქიმიურ რეაქციებზე ან თუნდაც ფიზიკური მოვლენებიდან მცენარეთა და ცხოველთა განვითარებაზე ან კიდევ საზოგადოების ეკონომიკური და პოლიტიკური ფორმების განვითარებიდან რელიგიის ევოლუციამდე და ა.შ. მეთოდი რჩებოდა ყოველთვის იგივე. და ასე, არც რელიგიის, არც ზნეობრივი წარმოდგენების  შესწავლაში და საერთოდ არც აზროვნების ანალიზში ისინი არ შეხვედრილან არც ერთ პუნქტს, სადაც ეს მეთოდი არასაკმარისი და საჭირო ყოფილიყო მისი სხვა მეთოდით შეცლა. ისინი არსად არ ყოფილან იძულებულნი მიემართათ არც მეტაფიზიკური წარმოდგენებისათვის (ღმერთი, უკვდავი სული, სასიცოცხლო ძალა, კატეგორიული იმპერატივი და ა.შ.), არც დიალექტიკური მეთოდისათვის ან სხვა რომელიმე სქოლასტიკური მეთოდისათვის. ისინი მიისწრაფოდნენ აეხსნათ სამყარო მთელი თავისი მოვლენებით ამავე ბუნებრივ-მეცნიერული მეთოდით.

ამ ღირშესანიშნავი გონებრივი განვითარების წლების განმავლობაში ენციკლოპედისტებმა შეადგინეს თავიანთი მონუმენტალური ენციკლოპედია, ლაპლასმა გამოაქვეყნა თავისი ”სამყაროს სისტემა” და ჰოლბახმა კი ”ბუნების სისტემა”, ლავუაზიე ამტკიცებდა მატერიისა და ენერგიის მოუსპობლობას. ლომონოსოვი რუსეთში სითბოს მექანიკურ თეორიას არკვევდა; ლამარკი (მან პირველმა წამოაყენა იდეა ცოცხალი ბუნების ევოლუციის შესახებ) ხსნიდა გარემო პირობების ზეგავლენით შეგუებლობის წარმოშობის მიზეზებს; დიდრო იძლეოდა ზნეობის, ჩვეულებების, პირველყოფილ ადამიანთა დაწესებულებებისა  და რელიგიების ახსნას ზებუნებრივი ძალების ჩარევის გარეშე; რუსო ცდილობდა აეხსნა პოლიტიკურ დაწესებულებათა ჩასახვა ხელშეკრულების საშუალებით ე.ი. ადამიანის ნების აქტით… ერთი სიტყვით, არ ყოფილა ისეთი დარგი, რომელთა შესწვლა არ დაეწყოთ მათ ფაქტთა ნიადაგზე, იმავე ინდუქცია და დედუქციის ბუნებრივ-მეცნიერული მეთოდის საშუალებით, რომელიც შემოწმებულია დაკვირვებადი ფაქტებითა და გამოცდილებით.

რასაკვირველია, ამ გაბედულ ცდაში შეცდომებიც იქნა დაშვებული. იქ, სადაც იმ დროს არ ყოფნიდათ ცოდნა, გამოსთქვამდნენ ხანდახან ძალიან ნაჩქარევ, ხან კი სრულიად მცდარ მოსაზრებებს. მაგრამ მათ გამოიყენეს ახალი მეთოდი ცოდნის ყველა დარგში და მისი წყალობით შემდგომ ადვილად აღმოაჩინეს და გამოასწორეს ეს შეცდომები. ამით კი მეცხრამეტე საუკუნეს ეანდერძა კვლევა-ძიების იარაღი, რომელმაც მოგვცა ჩვენ შესაძლებლობა აგვეშენებინა მთელი ჩვენი მსოფლმხედველობა მეცნიერულ საფუძვლებზე და ბოლოსდაბოლოს გავანთავისუფლოთ იგი ცრურწმენებისაგან, ბუნდოვანებისაგან, არაფრისმთქმელი სიტყვებისაგან, იმ სულელური ჩვეულებებისაგან, რომლითაც თავიდან ვიშორებთ რთულ კითხვებს ბნელი სიტყვებით.

1 Comment

Filed under Translations From Russian

პეტრე კროპოტკინი – მოქმედების საშუალებები

XV

აშკარაა, რომ თუ ანარქიზმი ასე განსხვავდება კვლევის მეთოდშიაც და თავის ძირეულ პრინციპებშიც, როგორც აკადემიური მეცნიერებებისაგან, ისე თავის სოციალ-დემოკრატი მოძმეთაგან, იგი აუცილებლად უნდა გამოირჩეოდეს მათგან ასევე მოქმედების საშუალებებითაც.

ჩვენ ვერ ვხედავთ კანონს და სახელმწიფოს, როგორც პროგრესის მამოძრავებელს და მით უმეტეს სოციალური რევოლუციასთან მიახლოებას სახელმწიფოს მიერ პიროვნების დამორჩილებით. ჩვენ არ შეგვიძლია იმის გამეორება, როგორც ამას საზოგადოებრივ მოვლენათა ზერელე კრიტიკოსები ამბობენ, თითქოს თანამედროვე კაპიტალიზმი ”წარმოების ანარქიისაგან” იღებდეს სათავეს ან ”სახელმწიფოს ჩაურევლობის თეორიისაგან” გამოიჩეკა, რადგან იგი ვითომ შემდეგ ფორმულას ატარებდა: ”რაც სურთ, ის ქნან” (laisser faire, laisser passer), რადგან ვიცით, რომ ეს სიცრუეა. ჩვენ მშვენივრად ვიცით, რომ ხელისუფლება აძლევდა სრულ უფლებას კაპიტალისტს გასუქებულიყო გაღარიბებული მუშის შრომით, მაგრამ მას არასოდეს და არსად არ მიუცია თავისუფლებას მუშისთვის, რომ ”მოქცეულიყვნენ ისე, როგორც მათ სურდათ”. ფორმულა ”laisser faire, laisser passer” არასდროს და არსად არ გამოყენებულა პრაქტიკაში. მაშ რატომ უნდა ამბობდნენ პირიქით?

საფრანგეთში მკაცრი ”რევოლუციური”, ანუ იაკობინური კონვენტი სიკვდილით სჯიდა გაფიცვისათვის, პროფკავშირისათვის – ”სახელმწიფოში სახელმწიფოს დაარსებისათვის”! ლაპარაკიც ზედმეტია მას შემდეგ იმპერიაზე, აღდგენილ სამეფო ხელისუფლებაზე და ბურჟუაზიულ რესპუბლიკაზე.

ინგლისში 1813 წელს გაფიცვისათვის ახრჩობდნენ, ხოლო 1831 წელს ავსტრალიაში ასახლებდნენ მუშებს იმისთვის, რომ მათ გაბედეს რობერტ ოუენისებური პროფესიონალთა კავშირის შექმნა. 60-იან წლებში კიდევ აგზავნიდნენ მშრომელებს კატორღაში “თავისუფალი შრომის დაცვის” სახელით. და დღესაც კი, 1903 წელს, ინგლისში ერთმა კომპანიამ მიაღწია სასამართლო შეთქმულებით დადგენილებას, რომლის ძალით პროფკავშირს უნდა გადაეხადა გარკვეული თანხა გაფიცვების დროს განცდილი ზარალის ასანაზღაურებლად. რა უნდა ვთქვათ საფრანგეთზე, სადაც პროფკავშირის დაარსების უფლება მხოლოდ 1884 წელს იქნა გაცემული მუშების ანარქისტული მოძრაობების ბრძოლის შედეგად ლიონში და მონსოში (Monceau le Mines). რა უნდა ვთქვათ ბელგიაზე, შვეიცარიაზე (გაიხსენეთ ჟლეტვა აიროლოში!) და განსაკუთრებით გერმანიზე და რუსეთზე?

საჭირო არაა შეხსენება იმისა, თუ როგორ აღარიბებს სახელმწიფო თავისი გადასახადების საშუალებით სოფლებასა და ქალაქებს! თუ როგორ დაანგრიეს და ანგრევენ ინგლისში მიწების საერთო ფლობას (თემებს), რომ შემოღობოს ადგილობრივმა ლორდმა (ოდესღაც ის იყო მხოლოდ მოსამართლე, მაგრამ არასდროს არ ყოფილა მიწათმფლობელი) და მიისაკუთროს თავის სასარგებლოდ. თუ როგორ ართმევდნენ გლეხებს მიწას რუსეთში ნიკოლოზ II მართველობის დროს. საჭიროა კი, ბოლოსდაბოლოს, საუბარი, რომ დღესაც, ყველა სახელმწიფო, გამონაკლისის გარეშე, ქმნის მონოპოლიებს ყველა დარგზე, რომ არაფერი ვთქვათ დაპყრობილ ქვეყნებში შექმნილ მონოპოლიებზე, როგორიცაა ეგვიპტე, ალჟირი ან ინდოეთი? ლაპარაკიც კი ზედმეტია “პირვანდელ დაგროვებაზე”, რომელზეც მარქსი გველაპარაკებოდა, როგორც წარსულის ფაქტზე, როცა ყოველწლიურად პარლამენტის მიერ იქმნება ახალი მონოპოლიები ყველა სფეროში, როგორებიცაა რკინიგზის, ტრანსპორტის, კომუნიკაციის, გაზის, წყალგაყვანილობის, ელექტროენერიგიის, სკოლის და ა.შ.

ერთი სიტყვით, არასოდეს, არც ერთ სახელმწიფოში არ არსებობდა “laisser faire” სისტემა. სახელმწიფო ყოველთვის იყო და არის კაპიტალის საყრდენი და პირდაპირ თუ ირიბად მისი შემქნელი. თუ ბურჟუაზიულ ეკონომისტებს შეუძლიათ იმის მტკიცება, რომ ”ჩაურევლობის” სისტემა არსებობს, რომ სიღარიბე ბუნების კანონია, ამით როგორ უნდა ცდილობდნენ სოციალისტები მშრომელების დარწმუნებას? წინააღმდეგობის თავისუფლება ექსპლოატაციის წინააღმდეგ ჯერ არასოდეს და არსად არ არსებულა. მას მხოლოდ ბრძოლით, ნაბიჯ-ნაბიჯ, უთვალავი მსხვერპლის შემწეობით იძენდნენ. “ჩაურევლობა” ყოველთვის არსებობდა, როგორც ექსპლოატატორთა სასარგებლო დახმარება და მფარველობა.

სხვაგვარად არც შეიძლება რომ ყოფილიყო. ჩვენ უკვე ვთქვით, რომ როგორიც არ უნდა იყოს ფორმა, რომლითაც სოციალიზმი გამოჩნდება ისტორიაში, რომ მიუახლოვდეს კომუნიზმს, მან უნდა მოძებნოს თავისი ფორა პოლიტიკურ ურთიერთობებში. მაშინ ის ვერ ისარგებლებს ძველი პოლიტიკური ფორმებით, ისევე როგორც რელიგიური იერარქიითა და მისი სწავლებით ან მართვის იმპერიული და დიქტატორული თეორიით. ასე თუ ისე სოციალიზმი უნდა იქცეს უფრო ხალხურად, უფრო უნდა მიუახლოვდეს ფორუმს, ვიდრე წარმომადგენლობით მართველობას. არჩეულთა მართვა-გამგეობა უნდა ჩაანაცვლდეს თვითმართველობით. სწორედ ამის განხორციელებას ცდილობდა პარიზის პროლეტარიატი 1871 წელში; ამისთვის მიისწრაფვოდნენ 1793-1794 წლებში პარიზის კომუნის სექციები და მრავალი სხვა.

როცა ჩვენ ვაკვირდებით საფრანგეთის, ინგლისის, შეერთებული შტატების თანამედროვე პოლიტიკურ ცხოვრებას, ჩვენ ვხედავთ ძალიან ცხად ტენდენციას კომუნიზმისკენ, დასახლებულ პუნქტთა დამოუკიდებლობა, მაგრამ შეკავშირებულთ ათასი განსხვავებული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, ფედერაციული მოლაპარაკებით, კავშირით, გარიგებით გარკვეული ეკონომიკური მიზნებისათვის. და ამ კომუნებს გააჩნიათ მისწრაფება გაზარდონ აუცილებელი პროდუქტების წარმოება თავისი მოსახლეობის ყველა მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისათვის. კომუნალურ ტრამვაის და სხვა საზოგადოებრივ ტრანსპორტს დაემატა კომუნალური წყალი, ხშირად გაყვანილი შორიდან ამისთვის შეკავშირებულ რამოდენიმე ქალაქს შორის, გაზი, ფერმები ნატურალური რძისათვის, კომუნალური ბოსტნები და ა.შ.

რათქმაუნდა ამ მიზნამდე ვერ მიგვიყვანს, ვერც იაკობინელები და ვერც დემოკრატები. ისინი პირიქით, ცდილობენ რა ყველაფრის კონცენტრაციას სახელმწიფოს ხელში ანადგურებენ ტერიტორიულ და ინდივიდუალურ დამოუკიდებლობას და მის მონაწილეობას ქვეყნის საზოგადო ცხოვრებაში.

ჩვენ უნდა მივუბრუნდეთ დასავლეთ ევროპისა და ამერიკის საზოგადოების იმ პროგრესულ ნაწილს, სადაც ჩვენ ვპოულობთ ნათელ გამოხატულებას ორგანიზების არასახელმწიფოებრივი ფორმების მიმართულებით.

ეკლესიას თავის მიზნად აქვს დასახული ხალხის გონებრივ მონობაში დატყვევება, ხოლო სახელმწიფოს მისიაა ხალხი ნახევრად მშიერ მდგომარეობაში ამყოფოს – ეკონომიკურ მონობაში. ეხლა ჩვენ მივისწრაფვით მოვიშოროთ ეს ორი მავნე ელემენტი.

ვიცით რა ეს, ჩვენ არ შეგვიძლია ჩავთვალოთ სახელმწიფოში ზრდადი მორჩილება პროგრესის გარანტად. ამიტომაც ჩვენ ვხედავთ პროგრესს სახელმწიფოსაგან პიროვნების სრულ განთავისუფლებაში, საზოგადოებაში პირადი ინიციატივის უმაღლეს განვითარებაში და ამავე დროს სახელმწიფოს ფუნქციათა შეზღუდვაში და არა ამ უკანასკნელის გაფართოებაში.

შემდგომი განვითარება ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს უპირველეს ყოვლისა, როგორც სახელმწიფოს მოსპობა, რომელიც დააწვა საზოგადოებას, განსაკუთრებით XVI საუკუნიდან და მას შემდეგ არ შეუწყვეტია თავისი ფუნქციების ტოტალური გაფართოება. მეორედ, რაც შეიძლება ღრმა განვითარება ურთიერთშეთანხმებითი ელემენტების, დროებითი ხელშეკრულებების და ამავე დროს ყველა ჯგუფთა დამოუკიდებლობის, რომლებიც წარმოიშობიან გარკვეული მიზნებითა და თავიანთი კავშირებით მოედებიან მთელ საზოგადოებას. ამასთანავე, საზოგადოების წყობა ჩვენ წარმოგვიდგენია არა როგორც დასრულებული ფორმა, არამედ ცოცხალი და ამით თავისი ფორმებით მუდამ ცვალებადი დროის მოთხოვნილებების დაგვარად.

პროგრესის ამგავრი გაგება, აგრეთვე ჩვენი შეხედულება იმაზე, თუ რა არის მომავალში სასურველი (ყველაფერი, რაც საშუალებას იძლევა საზოგადო ბედნიერების გაზრდას), აუცილებლად მივყავართ ბრძოლის თავისებური ტაქტიკის შემუშავებამდე, რომელიც მდგომარეობს ყოველი ჯგუფისა და პირადი ინიციატივის განვითარებაში, რითაც მოქმედებათა ერთიანობა მიიღწევა მიზანთა ერთიანობით და იმ სიბეჯითით, რომელიც გააჩნია ყოველ თავისუფლად გამოხატულ, სერიოზულად განხილულ და სამართლიან იდეას.

ასეთი მისწრაფება აღბეჭდილია ყოველი ანარქისტული ჯგუფის ტაქტიკაში და მათ მთელს შინაგან ცხოვრებაში.

ჩვენ ვამტკიცებთ, რომ სახელმწიფოებრივი და ცენტრალიზებული კაპიტალიზმის დამყარებისათვის მუშაობა ნიშნავს უკვე ჩასახული თანამედროვე პროგრესის მიმართულების, რომელიც ეძებს ახალ არასახელმწიფოებრივ ფორმებს საზოგადოების ორგანიზაციისათვის, წინააღმდეგ მუშაობას. ჩვენ ამაში სოციალიზმის ისტორიული ამოცანის გაუგებრობას და უხეშ შეცდომას ვხედავთ და ვიბრძვით მის წინააღმდეგ. მუშათა რწმუნება, რომ ისინი შეძლებენ, არ ვლაპარაკობ სოციალიზმის დამყარებას, არამედ პირველი ნაბიჯის გადადგმას სოციალიზმისაკენ მთელი სახელმწიფო მანქანის შენარჩუნებით და მხოლოდ ხელისუფლებაში სახეების გამოცვლით, არა თუ დახმარება, არამედ ხელის შეშლაა მშრომელთა აზროვნებაში, რომ მათვის შესაფერისი ცხოვრების ახალი ფორმები გამონახონ, ჩვენი აზრით არის ისტორიული შეცდომა, დანაშაულს გათანაბრებული.

და ბოლოს, წარმოვადგენთ რა რევოლუციურ ორგანიზაციას, ჩვენ განსაკუთრებული ყურადრებით ვსწავლობთ ისტორიაში რევოლუციის წარმოშობასა და განვითარებას, ასევე ჩვენ ვცდილობთ  დღემდე დაწერილი რევოლუციების ისტორიები გავწმინდოთ ცრუ სახელმწიფოებრივი ელფერისაგან, რომელშიც  ჩვენ ვერ ვხედავთ ხალხს და ვერ ვიგებთ რევოლუციის წარმოშობის შესახებ. ფრაზებს, რომლებსაც ჩვეულებრივ იმეორებენ რევოლუციის წინაპირობად ხალხის აუტანელ მდგომარეობაზე, კიდევ ვერ გვიხსნიან იმას, თუ საიდან დაიბადა ამ სასოწარკვეთილებაში იმედი რაღაც უკეთესის შესაძლებლობაზე, საიდან გაჩნდა რევოლუციური სული.

ამიტომ, ამ ისტორიათა გადაკითხვით, ჩვენ გვრედზე ვდებთ მათ და ვიწყებთ პირველწყაროთა შესწავლას ხალხის გამოღვიძებისა და რევოლუციაში მათი როლის შესახებ.

ასე გვესმის, მაგალითად საფრანგეთის დიდი რევოლუცია, განსხვავებით ლუი ბლანისაგან, რომელსაც იგი წარმოედგინა როგორც დიდი პოლიტიკური მოძრაობა იაკობინელთა კლუბის წინამძღოლობით. ჩვენ კი მასში უპირველეს ყოვლისა ვხედავთ დიდ ხალხურ მოძრაობას და განსაკუთრებით გლეხთა აჯანყებებს (“ყოველ სოფელს ყავდა საკუთარი რობესპიერი”, როგორც შენიშნა შლოსერს გლეხთა აჯანყების მცოდნე აბატმა გრეგუარმა), რომელსაც თავის მთავარ მიზნად ჰქონდა დასახული ფეოდალური ნაშთების მოსპობა და მებატონეთათვის გლეხთა მიწების ჩამორთმევა, რასაც მიაღწიეს კიდევაც, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საფრანგეთში.

გლეხთა აჯანყებებით შექმნილი რევოლუციური სიტუაციის წყალობით, რომელიც გრძელდებოდა ოთხი წლის განმავლობაში, ერთის მხრივ ქალაქებში, მუშათა შორის განვითარდა მისწრაფება ბუნდოვნად წარმოდგენილი სოციალური თანასწორობისაკენ, მეორე მხრივ გაიზარდა ბურჟუაზიული ძალები, რომლებიც ცდილობდნენ თვიანთი ძალაუფლების დამყარებას სამეფო ხელისუფლების ადგილას. ამისათვის ბურჟუაზია შეუპოვრად იბრძოდა, რომ შეექმნა ძლიერი, ყოვლისმშთანთქავი, ცენტრალისტური სახელმწიფო, რომელიც უვნებელს ხდიდა მათ კერძო საკუთრებას (რომელიც ძირითადად რევოლუციის დროს იყო ნაყაჩაღები) და აძლევდა მათ ადამიანთა ექსპლოატაციის სრულ თავისუფლებას.

ეს ძალაუფლება, ეს უფლება ექსპლოატაციაზე, ეს ცალსახა “laisser faire” ნამდვილად მიიღო ბურჟუაზიამ და მის შენარჩუნებისათვის შექმნა მან თავისი პოლიტიკური ფორმა – წარმომადგენლობითი მართველობა ცენტრალიზებულ სახელმწიფოში.

იაკობინელების მიერ შექმნილ ამ სახელმწიფოებრივ ცენტრალიზაციაში ჰპოვა უკვე ნაპოლეონ I გაფხვიერებული ნიადაგი იმპერიისათვის.

სწორედ ასე, ორმოცდაათი წლის შემდეგ ნაპოლეონ III ნახა თავისი რიგი 1848 წელს, სრულიად გამზადებული ელემენტები მეორე იმპერიისათვის. ამ ცენტრალიზებული ძალების, რომლებიც ანადგურებდნენ სამოცდაათი წლის განმავლობაში ყველა ადგილობრივ წესჩვეულებას, ყველა ინიციატივას სოფლებში თუ ქალაქებში, რომელიც არ იყო სახელმწიფოებრივ ჩარჩოებში (პროფესიონალთა კავშირები, თემები და ა.შ.), ნეგატიურ შედეგებს იმკის საფრანგეთი დღესაც. პირველი მცდელობა სახელმწიფოებრივი ზღუდეების გარღვევისა განხორციელებული იქნა პარიზელი პროლეტარების მიერ მხოლოდ 1871 წელს, რომელიც იყო გამოჩენა ახალი ისტორიული ეპოქის ჰორიზონტისა.

ჩვენ უფრო შორს მივდივართ და ვამტკიცებთ, რომ სანამ სახელმწიფო სოციალისტები არ უკუაგდებენ თავის იდეალს ყველა სამუშაო იარაღის ცენტრალიზაციას სახელმწიფო ხელში, გარდაუვალი შედეგი მათი ცდისა სახელმწიფოებრივი კაპიტალიზმისა და სოცილისტური სახელმწიფოს მიმართულებით იქნება სრული ჩავარდნა მათი ოცნებებისა.

რომ არ შევუდგეთ ჩვენ სხვადასხვა რევოლუციურ მოძრაობების განხილვას, საკმარისია ვთქვათ, რომ ჩვენ მომავალი სოციალური რევოლუცია გვესმის არა როგორც იაკობინური დიქტატურა, არა როგორც კონვენტის, პარლამენტის ან დიქტატორის მიერ საზოგადოებრივი დაწესებულებების შეცვლა. ასე არასოდეს არ გაკეთებულა რევოლუცია და თუ მშრომელთა აჯანყება მიიღებს ამ ფორმას, მაშინ ის იქნება განწირული დაღუპვისათვის, არავითარი დადებითი შედეგის გარეშე.

ჩვენ პირიქით, რევოლუცია გვესმის როგორც ყოვლისმომცველი ხალხური მოძრაობა, რომელიც მიიღებს დიდ მასშტაბებს და რომლის დროს, აჯანყებებით მოცულ ყოველ ქალაქში და სოფელში, ხალხთა მასები თვითონ შეუდგება საზოგადოების გარდაქმნის საქმეს, აშენებას კომუნისტურ საფუძვლებზედ, ისე რომ არ დაელოდებიან ბრძანებებსა და მითითებებს ზემოდან. უპირველეს ყოვლისა ისე უნდა მოეწყოს წარმოება, რომ უზრუნველყოფილ იქნას ყველას გამოკვება, დაბინავება და შემდგომ აწარმოოს სწორედ ის, რაც იქნება აუცილებელი კვებისათვის, ბინისათვის და ტანსაცმლის მიწოდება ყველასათვის.

რაც შეეხება მთავრობას, შექმნილს ძალით ან არჩევით, იქნება ეს ”პროლეტარიატის დიქტატურა”, რომელზეც 40-იან წლების საფრანგეთში და ახლა უკვე გერმანიაში ლაპარაკობენ, თუ ”დროებითი მთავრობა”, ან კონვენტი – ჩვენ მათზე არავითარ იმედს არ ვამყარებთ და ვამბობთ, რომ ის ვერ შეძლებს შექმნას რაიმე ღირებული.

არა იმიტომ, რომ ასეთია ჩვენი სიმპათია, არამედ იმიტომ, რომ მთელი ისტორია გვეუბნება ჩვენ, რომ არასოდეს, მართველობის სათავეში მყოფ ადამიანებს არ შეუნარჩუნებიათ პატიოსნება, როგორი ჭკვიანიც არ უნდა იყოს ცალკეული ადამიანი ახალ საფუძვლებზედ საზოგადოების გარდაქმნის  საქმეში  უძლური არის, რადგან ამისთვის საჭიროა კონკრეტულ საკითხებზე (მიწათმოქმედებით, მშენებლობით, მრეწველობით, სატრანსპორტო და ა.შ.)  მომუშავე ხალხის კოლექტიური ცნობიერება.

ცალკეულ ადამიანებს შეუძლიათ მხოლოდ მოძებნონ კანონიერი გამოხატულება ან ფორმულა ძველი ცხოვრების ფორმების ნგრევაზე, როცა ეს ნგრევა უკვე დასასრულს უახლოვდება. ყველაზე დიდი, რაც მათ შეუძლიათ არის მეტნაკლებად გააფართოვონ ეს ნგრევითი სამუშაოები  და გაავრცელონ მთელს ტერიტორიაზე ის, რაც მიმდინარეობს ქვეყნის მხოლოდ  ერთ ნაწილში. მისი ხალხზე კანონით თავსმოხვევა შეუძლებელია, რომელიც სხვათა შორის დაამტკიცა 1789-1794 წლების რევოლუციებმა.

რაც შეეხება ცხოვრების ახალი ფორმებს, რომლებიც რევოლუციის შემდეგ დაიწყებენ დამკვიდრებას  ძველი ფორმების ნანგრევებზედ: არც ერთ ხელისუფლებას არ შეუძლია მოძებნოს მათი გამოხატულება, სანამ ეს ფორმები თვითონ არ განისზღვრებიან ხალხის აღმშენებლობით სამუშაოებში, მის შემოქმედებით პროცესში, ერთბაშად ათას პუნქტში. ვინ იწინასწარმეტყველებდა რა როლს ითამაშებდა 1794 წელს მუნიციპალიტეტი, პარიზის კომუნა და მისი სექციები 1789-1793 წლების რევოლუციურ მოვლენებში? მომავლის ადგილი არ არის კანონმდებლობაში. ის რაც შეიძლება დაინახო ხალხის მისწრაფებაში არის  მთავარი ტენდენციები და გაუწმინდო მათ გზა. სწორედ ამის გაკეთებას ვცდილობთ ჩვენ.

სოციალური რევოლუციის ამოცანათა ამგვარი გაგების გამო აშკარაა, რომ ანარქიზმს არ შეუძლია თანაგრძნობით მოეკიდოს პროგრამას, რომლის მიზანია “თანამედროვე საზოგადოებაში სახელმწიფო ძალის ხელში ჩაგდება”.

ჩვენ ვიცით, რო მშვიდობიანი გზით ამის გაკეთება შეუძლებელია. ბურჟუაზია არ დათმობს თავის ძალაუფლებას უბრძოლველად. მაგრამ, როგორც კი სოციალიტები გახდებიან ხელისუფლების ნაწილი და გაიყოფენ ძალაუფლებას ბურჟუაზიასთან, მაშინ მათი სოციალიზმი სულ უფრო გაუფერულდება. ამის გარეშეც, ბურჟუაზიას, რომელიც გაცილებით უფრო ძლიერია რიცხობრივად და ინტელექტუალურად, ვიდრე ამას სოციალისტურ პრესაში ამბობენ, არ დაუშვებს მათთან ძალაუფლების გაყოფას.

მეორე მხრივ, ჩვენ ასევე ვიცით, რომ თუ რევოლუციურმა ტალღამ საფრანგეთს, ინგლისს ან გერმანიას დროებითი სოციალისტური მართველობა მისცა, ესეც თვით ხალხის აღმშენებლობითი მოქმედებით, რომლის გარეშეც ის იქნებოდა სრულიად უძლური და მალევე გადაიქცეოდა რევოლუციის მუხრუჭად. ის იქნებოდა საფეხური რეაქციის წარმომადგენელი დიქტატორისთვის.

რევოლუციების მომზადებითი პერიოდების შესწავლით ჩვენ მივდივართ დასკვნამდე, რომ არც ერთი რევოლუცია არ დაბადებულა პარლამენტისაგან ან სხვა წარმომადგენლობითი კრებისაგან. ყველა რევოლუცია იწყებოდა ხალხში. არასოდეს, არც ერთი რევოლუცია არ გაჩენილა სრული შეიარაღებით, როგორც მინერვა იუპიტერის თავიდან. ყველას მათ, მოსამზადებელი პერიოდის გარდა, ევოლუციის თავისი პერიოდი ჰქონდა, რომლის განმავლობაში ხალხი ახდენდა თავის, დასაწყისისათვის მოკრძალებული მოთხოვნების ფორმულირებას, რომლებიც ნელ-ნელა იჟღინთებოდა რევოლუციური სულით. თავს ანებებდნენ სასოწარკვეთას და იწყებდნენ იმედოვნებას, იკრებდნენ გამბედაობას, ისინი რწმუდებოდნენ საკუთარ ძალების სიძლიერეში, გამოსულნი ლეთარგიული ძილიდან, უფრო და უფრო აფართოებდნენ თავიანთ პროგრამას. ამ რევოლუციური სულის გაღვიძება კი ყოველთვის იწყებოდა თავიდან ცალკეული პიროვნებებისაგან, რომლებიც არსებულით ღრმად აღშფოთებულნი ჯანყდებოდნენ ცალ-ცალკე. მრავალი მათგანი იღუპებოდნენ “უსარგებლოდ”, როგორც ამას ამბობენ სმოკინგში გამოწყობილი კაბინეტის თეორიტიკოსები, მაგრამ საზოგადოების გულგრილობა უკვე ირღვეოდა ამ ცალკეული გმირების წყალობით.

ყველაზე თვითკმაყოფილი და გონებაშეზღუდული ბატონებიც კი იძულებუნი იყვნენ საკუთარი თავისთვის ეკითხათ, რის გულისათვის წირავდნენ თავიანთ სიცოცხლეს ეს ახალგაზრდა, პატიოსანი, ძალ-ღონით სავსე ადამიანები? უკვე გულგრილი ვერავინ რჩებოდა – საჭირო იყო აზრის გამოთქმა მის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ. იდეები მუშაობდნენ.

შემდეგ, თანდათან, მცირერიცხოვანი ჯგუფები იჟღინთებოდნენ რევოლუციური სულით. ისინი ჯანყდებოდნენ ზოგჯერ ადგილობრივი გამარჯვების იმედით, მაგალითად გაფიცვით, რომ მიეღოთ პური თავიანთი შვილებისათვის, ან რომ განთავისუფლებულიყვნენ დესპოტი ჩინოვნიკისაგან, – მაგრამ ასევე ხშირდ წარმატების იმედიც კი არ არსებობდა, მხოლოდ აღშფოთება, იმიტომ რომ შეუძლებელი იყო მეტის მოთმენა. არა ერთი, ორი და არც ათი ასეთი ამბოხება, არამედ ასეულობით ასეთი აჯანყება უძღოდა წინ ყოველ რევოლუციას.

ხშირად მიუთითებენ რუსეთში ბატონყმობის მშვიდობიანი გზით მოსპობაზე. მაგრამ მათ ავიწყდებათ ან არც იცინ, რომ გლეხების განთავისუფლებას წინ უსწრებდა გრძელი რიგი გლეხთა აჯანყებისა, რომელთაც აიძულეს ბატონყმობის გაუქმება. რუსეთში ღელვა დაიწყო ჯერ კიდევ 50-იან წლებში, რომელიც შეიძლება ითქვას იყო როგორც გამოძახილი 1848 წლის რევოლუციის ან გალიციაში 1846 წლის გლეხთა აჯანყების, და ყოველ წელს ის უფრო და უფრო ფართოვდებოდა და იღებდა სერიუზულ მკაცრ სახეს1857 წლამდე, როცა ალექსანდრე II ბოლოს და ბოლოს გამოსცა თავისი წერილი გლეხთა განთავისუფლების დაპირების შესახებ. გერცენის ფრაზა “უმჯობესია განთავისუფლება ზემოდან მოვახდინოთ, ვიდრე ველოდოთ, სანამ იგი ქვემოდან ამოვა” გამეორებული ალექსანდრე II მიერ მოსკოვის თავადების წინაშე იყო არა უბრალო ცარიელი სიტყვები, არამედ რეალობიდან გამომდინარე მიღებული გადაწყვეტილება.

ასე ხდებოდა ყოველი რევოლუციის მიმდინარეობისას. შეიძლება მიღებულ იქნას როგორც საერთო წესად, რომ ყოველი რევოლუციის ხასიათი განისაზღვრება მის წინამორბედ აჯანყებათა ხასიათითა და მიზნით. უფრო მეტიც, შეიძლება დადგენა როგორც ისტორიული ფაქტის, რომ არასოდეს, არც ერთი სერიოზული პოლიტიკური რევოლუცია ვერ განხორციელდებოდა, თუ – რევოლუციის დასაწყისის შემდეგ – ის არ გაგრძელებულიყო მეთელი ადგილობრივი აჯანყებების მწკრივით და თუ ღელვა არ მიიღებდა სწორედ აჯანყების სახეს, ნაცვლად ინდივიდუალური შურისძიების ხასიათისა, როგორც ეს მოხდა რუსეთში 1906-07 წლებში.

ლოდინი იმისთვის, რომ სოციალური რევოლუცია ლანგრით მოგვერთმევა ინდივიდუალური საპროტესტო აქტების, წინმსწრები აჯანყებების გარეშე, რომლებითაც განისაზღვრება თვით რევოლუციის ხასიათი, ბევრი რომ არ ვთქვათ – გულუბრყვილობაა.  ამ აჯანყებების ხელისშეშლის მცდელობა იმის თქმით, რომ მომზადებულ იქნას საყოველთაო აჯანყება – დანაშაულია. მუშათა რწმუნება კი იმაში, რომ ისინი მიიღებენ სოციალური რევოლუციის ყველა სიკეთეს არჩევნების აგიტაციით, ერთეული აჯანყებების პირზე ქაფით ლანძღვით ნიშნავს რევოლუციის და ყოველი პროგრესის დამაბრკოლებლად გადაქცევას, როგორიც იყო და არის ქრისტიანული ეკლესია.

1 Comment

Filed under Translations From Russian

პეტრე კროპოტკინი – ანარქიის წარმოშობა

I

ანარქიზმი, როგორც სოციალიზმი ზოგადად და როგორც  ყველა სხვა  საზოგადოებრივი მოძრაობა, განვითარდა რასაკვირველია არა  მეცნიერებისა და ფილოსოფიისაგან. საზოგადოებრივი მეცნიერებები ჯერ კიდევ შორს არიან იმ მომენტისაგან, როცა ისინი იქნებიან სიზუსტის ისეთ საფეხურზე, როგორზეც ფიზიკა ან ქიმიაა. და თუ ჩვენ კლიმატისა და ამინდის შესწავლაშიც (მეტეოროლოგია) კი ვერ მიგვიღწევია იქამდე, რომ ვიწინასწარმეტყველოთ ამინდი ერთი თვით ან თუნდაც ერთი კვირით ადრე, მაშინ უადგილოა გვქონდეს პრეტენზია ახალგაზრდა საზოგადოებრივ მეცნიერებებთან, რომელთაც გაცილებით რთულ მოვლენებთან აქვთ საქმე, ვიდრე ქარი და წვიმაა, რომ მათ ზუსტად იწინასწარმეტყველონ მომავალი საზოგადოებრივი მოვლენები. ამასთანავე არ უნდა დავივიწყოთ, რომ მეცნიერები ისეთივე ადამიანებია, როგორიც სხვა დანარჩენი და რომ მათი უმრავლესობა ეკუთვნის მდიდარ კლასებს და გაჟღენთილნი არიან თავისი კლასის ცრურწმნებით. უფრო მეტიც, ბევრი მათგანი პირდაპირ იმყოფება სახელმწიფოს სამსახურში. აქედან გამომდინარე ცხადია, რომ ანარქიზმი უნივერსიტეტებიდან არ მოდის.

როგორც სოციალიზმი ზოგადად, ანარქიზმი დაიბადა ხალხში, და ის შეინარჩუნებს თავის სიცოცხლისუნარიან და შემოქმედებით ძალას მანამ, სანამ ის დარჩება ხალხური.

საზოგადოებრივი ურთიერთობის ყოველ დროში ერთმანეთს ებრძოდა ორი მიმდინარეობა. ერთი მხრივ, ხალხის მასები ჩვეულებათა სახით შეიმუშავებდნენ დაწესებულებებს, რომლებიც საჭირო იყო იმისთვის, რომ შესაძლო ყოფილიყო საზოგადოებრივი ცხოვრება, რომ უზრუნველყოთ მშვიდობა, დაეწყნარებინათ ამტყდარი აყალმაყალი და დახმარება აღმოეჩინათ ერთი მეორისათვის ყველაფერში, რაც კი შეერთებულ ძალღონეს მოითხოვს. ველურების ტომობრივი ყოფაცხოვრება, მოგვიანებით სასოფლო თემი, უფრო მოგვიანებით შუასაუკუნეების თავისუფალი ქალაქები, დაფუძნებული საკრებულო წყობაზე, აღმოცენებული საერთაშორისო უფლების ჩანასახები და მრავალი სხვა დაწესებულებანი შემუშავდენ არა კანონმდებლების მიერ, არამედ თვით ხალხური შემოქმედებითი სულით.

მეორე მხრივ კი ყოველთვის არსებობდნენ ჯადოქრები, წვიმის გამომწვევები, შამანები, ქურუმები. ისინი იყვნენ პირველი ბუნებისმეტყველები და სხვადასხვა რელიგიური კულტების დამფუძნებლები (მზის კულტის, ბუნების ძალების, წინაპრების და ა.შ.) და აგრეთვე წესჩვეულებების, რომლებიც მათ სხვადასხვა ტომთა კავშირის ერთობაში ეხმარებოდა.

იმ დროში ბუნების შესწავლის პირველი ჩანასახები ( ასტრონომია, ამინდის წინასწარმეტყველება, ავადმყოფობების შესწავლა) მჭიდროდ იყო დაკავშირებული სხვადასხვა ცრურწმენებთან, რომლებიც გამოხატული იყო სხვადასხვა წესჩვეულებებში და კულტებში. ყველა ხელობას და საქმიანობას ჰქონდა ასეთივე წარმოშობა და გამომდინარეობდნენ შესწავლისაგან და ცრურწმენებისაგან. თითოეულ მათგანს ჰქონდა თავისი მისტიკური ფორმულა, რომლებიც დაფარული რჩებოდა ხალხისაგან და მხოლოდ „რჩეულებს“ გადაეცემოდათ.

მეცნიერების და რელიგიის ამ პირველ წარმომადგენლებთან ერთად ჩვენ აგრეთვე გვხვდებიან ადამიანები, რომლებიც როგორც მგოსნები, სკანდინავიურ ხალხთა კანონთა მთქმელები და ა.შ. განიხილებოდნენ როგორც ძველი წესჩვეულებების და თქმულებების მცოდნეები და მცველები, რომელთათვისაც უნდა მიემართათ უთანხმოებებისა და ჩხუბის დროს. ისინი იცავდნენ კანონებს თავიანთ მეხსიერებაში (ზოგჯერ ნიშნების მეშვეობით, რაც დამწერლობის ჩანასახს წარმოადგენდა) და უთანხმოების შემთხვევაში მათ მიმართავდნენ როგორც შუამავლებს.

და ბოლოს, იყვნენ აგრეთვე საბრძოლო რაზმების დროებითი მეთაურები, რომლებიც ფლობდნენ, როგორც მიჩნეული იყო, გრძნეულ ჯადოს, რომლის მეშვეობითაც მათ შეეძლოთ უზრუნველყოთ გამარჯვება; ისინი აგრეთვე ფლობდნენ იარაღების მოწამვლის საიდუმლოს და სხვა საომარ საიდუმლოებებს.

ადამიანთა ეს სამი კატეგორია უხსოვარი დროიდან ქმნიდნენ საიდუმლო კავშირებს, რომ დაეცვათ და გადაეცათ მომავალი თაობებისათვის (ზიარების, გამოცდების ხანგრძლივი და რთული პერიოდის შემდეგ) თავიანთი სპეციალობების საიდუმლოებები; და თუ დრო და დრო ისინი ერთმანეთს ებრძოდნენ, ყოველთვის იმით ასრულებდნენ, რომ აღწევდნენ ურთიერთშეთანხმებას. მაშინ ისინი ერთიანდნებოდნენ, ქმნიდნენ კავშირს და მხარს უჭერდნენ ერთმანეთს, რათა ებატონათ ხალხზე, ყოლოდათ ისინი მორჩილებაში, ემართათ და ემუშავებინათ თავის სასარგებლოდ.

ცხადია, რომ ანარქიზმი წარმოადგენს პირველს ამ ორი მიმდინარეობისაგან –  ე.ი. თვით ხალხის შემოქმედებითი, აღმშენებელი ძალისა, ხალხისა, რომელიც შეიმუშავებდა ჩვეულებრივი უფლების დაწესებულებებს, რომლებსაც უნდა დაეცვა ის ბატონობის მოსურნე უმცირესობისაგან. სწორედ ხალხის შემოქმედებითი ძალითა და აღმშენებლობითი მოქმედებით, რომელიც დამყარებულია თანამედროვე ცოდნაზე და ტექნიკაზე, ანარქიზმი ახლაც მიისწრაფვის შეიმუშავოს ისეთი დაწესებულებები, რომლებიც უზრუნველჰყოფენ საზოგადოების თავისუფალ განვითარებას იმათ საპირწონედ, ვინც ამყარებს ყველა თავის იმედს  კანონმდებლობაზე, შემუშავებულს უმცირესობის მიერ და მკაცრი დისციპლინით ხალხის  დამორჩილებაზე.

ამ აზრით ანარქისტები და სახელმწიფოს მომხრეები არსებობდნენ ისტორიის ყოველ დროში.

აგრეთვე ყოველ დროს ხდებოდა ის, რომ ყველა დაწესებულება, საუკეთესოებიც კი, რომლებიც შეუმუშავებიათ ადამიანებს თანასწორობის, მშვიდობისა და ურთიერთდახმარების უზრუნველსაყოფად, დროთა განმავლობაში ქვავდებოდნენ, როგორც კი ჰკარგავდნენ თავის პირვანდელ აზრს, ვარდებოდნენ ბატონობის მოყვარული უმცირესობის უღელს ქვეშ, და ბოლოს, გარდაიქმნებოდნენ საზოგადოების განვითარების ხელისშემშლელ და პიროვნების შემავიწროებელ ფაქტორად. მაშინ ცალკეული პირები აჯანყდებოდნენ ხოლმე ამ დაწესებულებათა წინააღმდეგ. მაგრამ ზოგი უკმაყოფილოთაგანი ცდილობდნენ ამ უკვე მოძველებული, გაუცხოებული დაწესებულებების დამხობას და განსაკუთრებით მის მოდიფიკაციას ყველას სასარგებლოდ, რომელიც საბოლოო ჯამში თვით დაეუფლებოდა ამ დაწესებულებებს. სხვები კი ცდილობდნენ განთავისუფლებულიყვნენ არსებული ხელისუფლებისაგან ან საზოგადოებრივი დადგენილებისაგან (გვარი, ტომი, თემი და ა.შ.) იმისთვის, რომ თვით გაბატონებულიყვნენ საზოგადოების დანარჩენ წევრებზე  და გამდიდრებულიყვნენ მათ ხარჯზე.

ყველა რეფორმატორი, პოლიტიკური, სარწმუნოებრივი თუ ეკონომიკური, ეკუთვნოდნენ პირველს ამ ორი კატეგორიიდან. და მათ შორის ყოველთვის მოიპოვებოდნენ ისეთი პირები, რომლებიც არ ელოდებოდნენ იმას, რომ ყველა მათი თანამემამულე ან უმრავლესობა, გაიჟღნთებოდა მათი შეხედულებებით, მიდიოდნენ  წინ, ჩაგვრის წინააღმდეგ საბრძოლველად, სადაც კი შესაძლებელი იყო, ჯგუფ-ჯგუფად თუ თითო-თითოდ. ასეთი პირები ხდებოდნენ რევოლუციონერები და მათ ვხვდებით ჩვენ ისტორიის ყველა ეპოქაში.

მაგრამ თვით რევოლუციონერები იყვნენ აგრეთვე ორი, სრულიად სხვადასხვაგვარის. ზოგი მათგანი, აღსდგებოდნენ თუ არა მთავრობის წინააღმდეგ, საერთოდ არ ცდილობდნენ მის მოსპობას, არამედ მხოლოდ იმას, რომ თვით  ჩაეგდოთ ხელში მართვა-გამგეობის სადავეები. ძველი მთავრობის ადგილას ისინი ცდილობდნენ შეექმნათ ახალი და პირდებოდნენ ხალხს, რომ ახალი მთავრობა გულთან ახლოს მიიტანდა ხალხის ინტერესებს და გახდებოდა თვით ხალხის წარმომადგენელი, მაგრამ ეს დაპირებები მოგვიანებით ყოველთვის დავიწყებას მიეცემოდა და ირღვეოდა. სხვათა შორის ამგვარად შენდებოდა კეისრის იმპერიული ძალაუფლება რომში, საეკლესიო ძალაუფლება ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში რომის იმპერიის დამხობის შემდეგ, დიქტატურები შუა საუკუნის ქალაქ-რესპუბლიკების დაცემის ეპოქაში და ა.შ. რწმენა სახალხო იმპერატორისა, ცეზარისა (მესიანიზმი) არ გამქრალა დღემდეც.

მაგრამ ამ სახელმწიფოებრივი მიმდინარეობების გვერდით აგრეთვე ყოველთვის თავს იჩენდა სხვა მიმდინარეობაც. ყველა დროში, ძველი საბერძნეთიდან დაწყებული დღემდე, ჩნდებოდნენ ისეთი პირები და ისეთი მიმართულებები, რომელთაც სურდათ ერთი ხელისუფლების მეორეთი ჩანაცვლება კი არა, არამედ საერთოდ მოსპობა ყოველგვარი ბატონობისა და ძალაუფლებისა, რომელიც დაუფლებულიყო საზოგადოებრივ დაწესებულებებს. ისინი აღიარებდენ პიროვნების და ხალხის უმაღლეს უფლებებს და ცდილობდენ გაენთავისუფლებინათ ხალხური დაწესებულებები სახელმწიფოებრივი ძალებისაგან, რომ ხალხის შემოქმედებას თავისუფლად შესძლებოდა განეახლებინა ეს დაწესებულებები ურთიერთდახმარებისა და დაცვის, ახალი მოთხოვნილებებისა და არსებობის ახალი პირობების შესაბამისად. ძველი საბერძნეთის ქალაქების და განსაკუთრებით შუა საუკუნეების ქალაქების (ფლორენცია, პსკოვი და ა.შ.) ისტორიაში  ჩვენ  ვხედავთ ამ ბრძოლის შესანიშნავ მაგალითებს.

ამ მხრივ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყოველთვის არსებობდნენ იაკობინელები და ანარქისტები რეფორმატორთა და რევოლუციონერთა შორის.

წარსულ საუკუნეებში ხდებოდა კიდევაც უზარმაზარი ანარქისტული ხასიათის ხალხური მოძრაობები. აღიარებდნენ რა ადამიანის უმაღლეს უფლებებს, როგორც დაწერილი კანონის უარმყოფნი, მრავალათასობით ადამიანი სოფლად თუ ქალაქად ჯანყდებოდა მაშინ სახელმწიფოებრივი პრინციპებისა და მისი იარაღების –  სასამართლოსა და კანონის წინააღმდეგ. ამგვარად ისინი ცდილობდნენ შეექმნათ ახალი საზოგადოება დამყარებული თანასწორობის, სრული თავისუფლების და შრომის, თითეულისაგან თავისი სინდისის საფუძველზე. ქრისტიანულ მოძრაობას, რომელიც დაიწყო იუდეაში ავგუსტუსის მართველობის დროს და რომელიც მიმართული იყო რომის კანონის, რომის სახელმწიფოსა და რომის ზნეობის (უკეთ რომ ვთქვათ, რომის უზნეობის) წინააღმდეგ, ეჭვსგარეშეა  რომ საფუძვლად ედო ბევრი რამ სერიოზული ანარქისტული ელემენტი. მაგრამ ნელ-ნელა გადაიქცა ის საეკლესიო მოძრაობად, ძველებრაული ეკლესიისა და თვით რომის იმპერიის მიხედვით, რომელმაც ჩაჰკლა და ჩაახრჩო ანარქისტული სული, მიიღო რომაული სახელმწიფო ფორმები და დროთა განმავლობაში შეიქმნა ძალაუფლების, სახელმწიფოს, მონობისა და ჩაგვრის მთავარ ბურჯად. ოპორტუნიზმის პირველი ჩანასახები, რომლებიც შეტანილ იქნა ქრისტიანობაში შესამჩნევი ხდება სახარებებში და მოციქულების გამოცხადებებში ან შემდგომში უკვე ამ ნაწერების რედაქციებში, რომლებიც შეადგენენ ახალ აღთქმას.

ანაბაპტისტების მოძრაობაში, რომელმაც არსებითად საფუძველი ჩაუყარა რეფორმაციას, სწორედ ამგვარად ბევრი რამ იყო ანარქისტული. მაგრამ გაჭყლეტილი თვით რეფორმატორების მიერ, რომლებიც შეუერთდნენ მარტინ ლუთერის ხელმძღვანელობით თავადებს აჯანყებულ გლეხთა წინააღმდეგ, ეს მოძრაობა ჩახშობილ იქნა გლეხთა სისხლის მორევში. მაშინ რეფორმატორთა მარჯვენა ფრთა ჩამოისხა სახელმწიფოსთან იმ კომპრომისით, რომელიც არსებობს ახლა პროტესტანტიზმის სახელით.

მაშასადამე, მოკლედ რომ გავიმეოროთ ნათქვამი, ანარქიზმი დაიბადა იმავე კრიტიკული და რევოლუციური პროტესტისაგან, რომლისგანაც დაიბადა საერთოდ მთელი სოციალიზმი.  მხოლოდ ზოგიერთი სოციალისტი, მისული კაპიტალისა და კაპიტალისტის მიერ მუშის ექსპლოატაციაზე დამყარებული საზოგადოებრივი წყობის უარყოფამდე, შეჩერდა ამაზედ. ისინი არ ამხედრდნენ, ჩვენი აზრით, კაპიტალის მთავარი საყრდენის წინააღმდეგ – სახელმწიფოს და მის მთავარი ბოძების: ცენტრალიზებული მართველობის, კანონის (უმცირესობის მიერ დაწერილი უმცირესობისათვის სასარგებლოდ) და სასამართლოს, რომელიც დაწესებულია უმთავრესად ხელისუფლებისა და კაპიტალის დასაცავად.

რაც შეეხება ანარქიზმს, ის არ შეჩერებულა მხოლოდ კაპიტალის კრიტიკაში. მან აღმართა წმინდის შეურაცმყოფელი თავისი ხელი არა მარტო კაპიტალის წინააღმდეგ, არამედ კაპიტალიზმის ბურჯების: სახელმწიფოს, მისი კანონებისა და სასამართლოს წინააღმდეგაც.

1 Comment

Filed under Translations From Russian

ელიზე რეკლიუ – ანარქია

გაზ. „მუშის“ ჯგუფის გამოცემა

______________________________

ა ნ ა რ ქ ი ა

ელიზე რეკლიუსი.

ელექტრომბეჭდავი ”გუტენბერგი”, სახლ. თავ. აზნაურობის

თ ბ ი ლ ი ს ი

1906

 

ა ნ ა რ ქ ი ა *

_____________
* ეს ბროშურა წარმოადგენს შინაარს იმ მოხსენებისას, რომელიც უნდა წაკითხულიყო ერთ მასონურ ლოჟაში 1894 წელს.

ანარქია არ არის ახალი თეორია. თვით სიტყვა „მთავრობის უარყოფის“ „უუფროსოდ არსებული საზოგადოების“ აზრით ძველია და პრუდონზე ადრე იყო ხმარებაში.

სიტყვის მომდინარეობის კითხვა არც ისე საყურადღებოა. არსებობდა „აკრატები“ (მმართველობის უარის მყოფელნი) ანარქისტებამდეც, და თვით აკრატებმა თავიანთი მეცნიერული სახელი გამოიგონეს მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც მრავალი მათი მოდგმა ერთი მეორეს მოჰყვნენ. ყოველთვის იყვნენ თავისუფალი კაცები, რომელთაც კანონები ეზიზღებოდათ, რომელთაც არავითარი უფლობა არ სწამდათ და რომლებიც სცხოვრობენ მხოლოდ თავისი არსებობის უფლებით, თავის გონების ბრძანებით. ის კი არა პირველ-ყოფილ ხანებშიც კი ყველგან ვხედავთ გვარებს, რომლებიც შესდგებიან თვითმართველ კაცებისაგან, რომლებსაც არ ჰქონდათ არავითარი დაძალებული კანონები, არავითარი სამართი ყოფაქცევისა, გარდა „თავისი სურვილისა და კეთილი ნებისა“, რაბლესი არ იყოს.

მაგრამ თუმცაღა ანარქია ისეთი ძველია, როგორც თვით კაცობრიობა, მიუხედავად ამისა მის თანამედროვე წარმომადგენლებს შემოაქვთ სამყაროში რაღაც ახალი. ამათ კარგად აქვთ შეგნებული მიზანი, რომელსაც უნდა მიაღწიონ, და სადაც კი არიან, ისინი ყველა ერთსულოვნად მიისწრაფვიან თავისი იდეალისაკენ, რომელიც შესდგება მთავრობის უარის ყოფაში, რაგვარი ფორმისაც უნდა იყოს ის. ოცნება მსოფლიო თავისუფლებაზე აღარ არის უკვე წმინდად ფილოსოფიური და ლიტერატურული უტოპია, როგორც ის იყო მზის ქალაქის და იერუსალიმის ძველი დამაარსებლებისათვის; ის გახდა მოქმედი ძიება ცოცხალი სინამდვილისა მრავალ კაცებისათვის, რომლებიც ერთგულად, მწყობრად და მედგრად მუშაობენ ასეთი საზოგადოებრივი წყობილების წარმოსაშობად, რომელშიაც აღარ იქმნება მეტი არავითარი უფროსები, არ იქმნება ოფიციალური დამცველები ზნეობისა, არ იქმნება საპყრობილეების ზედამხედველები, არც ჯალათები, არც მდიდრები, არც ღარიბები, არამედ მხოლოდ ადამიანები, სწორი თავიანთი უფლებებით, ძმები, რომლებსაც თითოეულად ექნება თავისი ყოველდღიური წილი საარსებო პურისა და რომლებიც იცხოვრებენ მშვიდობაში და თანხმობაში არა კანონების ეგრედ წოდებულ მორჩილებაში, რომელსაც საშინელი სასჯელი მოჰყვება ურჩთათვის, არამედ სხვისი ინტერესების საყოველთაო პატივისცემაში ბუნების კანონების მეცნიერული საფუძველით.

ბევრ თქვენგანს ეს იდეალი უეჭველად მიუწვდომლად ეჩვენება, მაგრამ ეჭვი არა მაქვს იმაში, რომ ბევრ თქვენგანს ის სასურველად მიანია და რომ თქვენ გათვალისწინებული გაქვთ მომავალში მშვიდობიანი საზოგადოება, რომელშიაც შერიგებული კაცები დაუტევებენ ჟანგის წილად თავიანთ ხმლებს, გადაადუღებენ თავიანთ ზარბაზნებს და იარაღს აყრიან თავიანთ კრეისერებს.

ნუ თუ თქვენ არა ხართ იმათთაგანი, რომლებიც უკვე კარგა ხანია, რამოდენიმე ათასი წლების განმავლობაში, თქვენი სიტყვით, მუშაობენ თანასწორობის ტაძრის ასაგებად? თქვენ ხომ კალატოზები (მასონები), ხართ, ე.ი. ისწრაფვით ააგოთ სრული შენობა, სადაც შედიან მხოლოდ თავისუფალნი და თანასწორი ადამიანები, ძმები, დაუღალავად მეცადინენი თავის თავის გაუმჯობესობისათვის და აღორძინებულნი, თქვენი სიყვარულის ძალით ახალი ცხოვრებისათვის, რომელიც სავსე იქმნება სამართლიანობით და სიყვარულით. ეს ხომ ასეა, ხომ მართალია? და თქვენ მარტონი არა ხართ? თქვენ არა გაქვთ პრეტენზია, რომ ხართ ერთად ერთი დამტარებელი პროგრესიული სულისა და განახლებისა. თქვენ უსამართლობასაც კი არ სჩადიხართ – დავიწყება თავისი სპეციალური მტრების, მათი, ვინც გწყევლით თქვენ, ვისგანაცა ანათემას ეძლევით – ცხარე კათოლიკების, რომლებიც იწვევენ ჯოჯოხეთის ყველა სასჯელს წმიდა ეკლესიის მტრებისთვის, მაგრამ რომლებიც აგრეთვე მიუხედავად ამისა წინასწარმეტყველებენ მომავალი მუდმივი მშვიდობის დროების მოსვლას. ფრანცისკ ასიზელისა, ეკატერინე სიენისსას, ტერეზა ავილიელის და ბევრს სხვებს ჩვენთვის უცხო სარწმუნოების მომხრეთა შორის, უეჭველად უყვარდათ კაცობრიობა ნამდვილი გულწრფელი სიყვარულით, და ჩვენ უნდა ჩავრიცხოთ ისინი იმათ რიცხვში, ვინც თავისი სიცოცხლე შესწირა საყოველთავო ბედნიერების იდეალის სამსახურს. ეხლანდელ დროში კი მილიონისგან მილიონი სოციალისტი, რომელი სკოლისაც უნდა იყვნენ, აგრეთვე იბრძვიან მომავალი წყობილების მოსვლისათვის, იმ წყობილების, რომელშიაც უნდა გატყდეს კაპიტალის ძალა, რომელშიაც ადამიანებს ბოლოს შეეძლებათ უირონიოდ დაუძახონ თავიანთ თავს „თანასწორნი!“

ამ ნაირად ანარქისტებს მიზანი საერთო აქვთ ბევრ კეთილშობილ ადამიანთან, რომლებიც ეკუთვნიან ძლიერ სხვადასხვა სარწმუნოებებს, სექტებს და პარტიებს, მაგრამ ისინი განსხვავდებიან ყველასგან საშუალებით, რასაც თვით მათი სახელწოდება მკაფიოდ გვიჩვენებს.

დაპყრობა სამართველო ძალის ყოველთვის უმთავრესი ზრუნვა იყო რევოლიუციონერებისა, იმათიც კი, რომლებიც საუკეთესო განზრახულებებით ხელმძღვანელობდნენ.

ის აღზრდა, რომელიც მათ მიიღეს, არ აძლევდათ ნებას წარმოედგინათ თავისუფალი საზოგადოების არსებობის შესაძლებლობა. საზოგადოება, რომელმაც უნდა იმოქმედოს ჩვეულებრივ უმთავრობით, ამიტომ დასცემდენ თუ არა საზიზღარ მმართველობას, მზად იყვნენ მათ ადგილას დაესვათ სხვა მმართველობა, რომლებსაც ავალებდნენ იმ საუკუნოების მარტივის განხორციელებას, რომლითაც უნდა „ეზრუნათ თავიანთ ხალხის ბედნიერებაზე“ რევოლიუციონერები ჩვეულებრივად თითქმის ხელს არ ჰკიდებდნენ არსებულ ხელმწიფის ან დინასტიის დამხობას უამისოდ, რომ არ გამოეთქვათ წინ და წინ თავისი მორჩილება რომელიმე მომავალ მფლობელისათვის. „მეფე მოჰკლეს, გაუმარჯოს მეფეს!“ იძახოდნენ ქვეშევრდომნი, რომელნიც აჯანყების დროსა კი ერთგული რჩებოდნენ. ამ გვარი იყო მრავლისაგან მრავალი საუკუნოების განმავლობაში უცვლელი მსვლელობა ისტორიულ შემთხვევათა.

„ნუ თუ შესაძლებელია უბატონოდ ცხოვრება?“ ამბობდნენ მონები. ცოლები, ბავშვები, როგორც ქალაქის ისე სოფლის მუშები და მორჩილად ებმოდნენ უღელში. გაიხსენეთ 1830 წელს აჯანყებულები, რომლებმაც სიამოვნებით მიესალმენ „უკეთესს რესპუბლიკანელებს“, რომლებიც ხედავდნენ 1848 წლის მეფეში, და რესპუბლიკანელებში, რომლებიც მშვიდათ უბრუნდებოდნენ თავიანთ სოროებს, მას შემდეგ რაც შესწირეს მსხვერპლად სამი თვის გაჭირვება დროებით მთავრობას ამავე დროს გერმანიაშიაც აინთო რევოლიუციის ცეხლის ალი და ფრანკფურტში სახალხო პარლამენტი იკრიბებოდა: „ძველი მპყრობელობა ლეშად გადაიქცა!“ გაიძახოდა ერთი წარმომადგენელთაგანი „დიახ“ უპასუხა თავმჯომარემ, „მაგრა, ჩვენ მას აღვადგენთ მკვდრეთით. ჩვენ მივმართავთ ახალი კაცების დახმარებას, რომლები შესძლებენ დაუბრუნონ უფლობას მის მიერ ხალხის დაკარგული ნდობა“.

ამ თვალთახედვის ისრიდან ანარქია მართლა ახალ სულის კვეთებას წარმოადგენს.

ვერ უსაყვედურებენ ანარქისტებს, რომ მათ სურთ არსებული მთავრობის დაცემა იმიტომ, რომ სურთ მათ ადგილას დაჭერა. ისინი ზიზღით აქცევენ ზურგს იმ (ფორმულას) მარტივს, რომელიც ამბობს: „წადი მაინდამ რომ დავდგე შენს ადგილზეო!“ და თუ ვინმე მათგანი მოიწამლა უფლობის, მპყრობელობის საწამლავით და მოითხოვა რაიმე გავლენიანი თანამდებობა, იმ მოსაზრებით, რომ იმ გვარადვე „გააბედნიეროს თავისი თანა მოქალაქეები“, ისინი მაშინ შეხედავენ ზიზღით ან სიბრალულით მაინც, ანარქისტები ემყარებიან სინამდვილის დაკვირვებაზე და ამბობენ, რომ სახელმწიფო და ყველაფერი, რაც მასთან დაკავშირებულია, არ წარმოადგენს თავის თავად რაღაც აბსტრაქციას, რაღაც ფილოსოფიურ (ფორმულას) მარტივს, არამედ ყრილობას ადამიანებისას, რომლებიც განსაკუთრებულ პირობებში იმყოფებიან, და რომლები დამორჩილებული ჰყავთ ამ პირობების გავლენას; სახელმწიფოზე მინდობილთა უმაღლესი თანამდებობანი, უმეტესი უფლება და მეტი შინაარსი. ვინემ დანარჩენ მათ თანა მოქალაქეებზედ და აი სწორედ ეს გარემოება აიძულებთ მათ (სახელმწიფო კაცებს) დააყენონ თავიანთი თავი ჩვეულებრივ ადამიანებზე ზევით, და ამ დროს კი ყოველგვარი მაცდურება, რომელშიაც აგდებს იმათ მათი მდგომარეობა, თითქმის ფატალურად, აქვეითებს მათ და აყენებს საზოგადო დონეზე დაბლა. ჩვენ ვუმეორებთ ამას განუწყვეტლივ ჩვენ ძმებს – ხშირად მტერ ძმებს სახელმწიფოებრივ სოციალისტებს: გაუფრთხილდით თქვენ ბელადებს და წარმომადგენლებს! უეჭველია ისინი ხელმძვანელობენ ისეთივე წმინდა განზრახულებით, როგორც თქვენ; იმათ მხურვალეთ უნდათ კერძო საკუთრების მოსპობა, მტარვალური სახელმწიფოსი; მაგრამ ახალი წრე (გარემო), ახალი კაცები, ახალი პირობები, ცოტა ცოტათ სცვლიან მათ. ისინი იცვლებიან ზნეობრივად იმ ზომით, რა ზომითაც მათი ინტერესები და შეუმჩნევლად თავის თავისა, ისინი უნებლიეთ იწყებენ თავის ამრჩევლების ღალატს. თუ უფლობას ჩაიგდებენ ხელში, იმათაც მოუხდებათ ისარგებლონ უფლობის იარაღით: მხედრობით, ოფიციალური მორალისტებით, მსაჯულებით, ჟანდარმებით, პოლიციით და ჯაშუშებით. უკვე სამი ათასი წელიწადია მას შემდეგ, რაც ინდოეთის პოეტმა მაჰაბჰარატა შემდეგნაირად განმარტა მრავალ საუკუნოების ცდა ამის თაობაზე: „ცხენოსანი ქვეითის ამხანაგი არ არისო“. ანარქისტების შეხედულება ამის თაობაზე ძლიერ განსაზღვრულია! მათი აზრით უფლობის დაპყრობას შეუძლია იქონიოს შემდეგში მხოლოთ გაგრძელება ამავე უფლობის და ამასთანავე მისი შესაფერი მონობის  ამნაირად ჩვენ სამართლიანად გვეძახიან „ანარქისტებს“, რაც არსებითად უარის ყოფას წარმოადგენს აგრეთვე შეიძლება, დაგვიძახონ „მეთავისუფლენი“ (свободники, свободовольцы), როგორც ზოგი ჩვენთაგანი სიამოვნებით ირქმევს ამ სახელს, ან „ჰარმონისტები“ (თანხმობის მომხრეები), რადგან ჩვენ ვარაუდობთ, რომ მომავალი საზოგადოება დამყარებული იქნება მისი წევრების ნების სრულ შეთანხმებაზე; მაგრამ ორი უკანასკნელი სახელწოდება არ გვარჩევს საკმარისად სხვა სოციალისტებისგან, ჩვენი არსებითი განსხვავება შესდგება სახელდობრ ყველა ოფიციალურ უფლობის უარის ყოფაში, ჩვენ ვუყურებთ თვითეულ პიროვნებას როგორც ცალკე ცენტრს მსოფლიოსას და ჩვენი აზრით თვითოეულ მათგანს აქვს უფლება, ყოველ მხრივი, ინტეგრალური (ერთიან) განვითარებისა, მოკლებული მის სამართავ ყოველგვარ უფლობას მმართველობას ან დასჯას.

თქვენ იცნობთ ჩვენ იდეალს. ეხლა იბადება კითხვა: „მართლა დიდია ეს იდეალი, ღირს იმათ, რომ სულგრძელმა ადამიანებმა შესწირონ თავი მის მისაღწევად, ღირს იმათ, რომ განვიცადოთ რევოლიუციის განსაცდელი? თავისუფალ საზოგადოებაში, რომელიც დამყარებული იქნება ანარქისტულ ზნეობაზე, კაი უკეთესი იქნება, ვინემ ისეთ საზოგადოებაში, რომელიც დამყარებული იქნება შიშზე, სამთავრო ძალის და კანონის წინაშე?“ ამ კითხვაზე მე გაბედულათ გიპასუხებთ და იმედი მაქვს, რომ თქვენც მალე ჩემთან ერთად იტყვით; – დიახ ანარქისტული ზნეობა სწორედ ისეთია, რომელიც უმეტესად შეეფერება თანამედროვე წარმოდგენას სამართლიანობაზე და კეთილობაზე.

თქვენ იცით , რომ ძველი ზნეობის საფუძველი იყო მხოლოდ შიში. ღვთის შიში – სიბრძნის სათავე“ – ამგვარი იყო უწინდელ დროში ხელმძღვანელი აზრი განათლებაში. მთელი საზოგადოება მაშინ შიშზე იყო აგებული: ადამიანები ჯერ კიდევ არ იყვნენ მოქალაქეები, არამედ უყვნენ მხოლოდ ქვეშევრდომნი ან სამწყსო, ცოლები – მოახლეებათ, ბაბშვები – პატარა მონობათ, რომლებზედაც მშობლებს კიდევ დარჩენოდათ ძველი უფლება მათი სიკვდილ-სიცოცხლისა. ყოველგან ადამიანებს ყველა ურთიერთობაში ემჩნეოდა საუფროსო და სამორჩილებო ურთიერთობა; უკანასკნელად, ჩვენ დროში თვით სახელმწიფოებრივობის პრინციპის და ყველა კერძო მას შემადგენელ სახელმწიფოების საფუძველად მიღებულია იერარქია ანუ წმინდა არქია, „ნაკურთხი“ უფლობა, – ასეთია სწორედ ამ სიტყვის ნამდვილი აზრი. ეს კურთხეული იერარქია მოითხოვს საზოგადოების გაყოფას კლასების მთელ რიგად, რომლებიც დალექილი არიან ერთი მეორეზე, ამასთანავე ყველა უმაღლესთ აქვთ უფლება ბრძანებლობისა და ყველა უმდაბლესთ მორჩილებისა. ოფიციალური ზნეობა შესდგება უფროსის წინაშე ქედის მოხრაში და უმცროსის წინაშე ამ ქედის ამაყად გამართვაში. ყოველ ადამიანს, ორი პირი უნდა ჰქონდეს ისე, როგორც იანუსს და ორი ღიმილი ერთა პირფეროვანი, მოკრძალებული, ხან-და-ხან შინაყმური, მეორე კი ამაყი, კეთილ-შობილი მოწყალების კილოიანი.

პრინციპი უფლობისა მოითხოვს, რომ მას არასოდეს სიმტყუვნე არ ეტყობოდეს, რომ ყოველთვის და ყოველგან ეკუვნოდეს უკანასკნელი სიტყვა, რომ უმთავრესად, ყოველივე მისი ბრძანება სისწორით სრულდებოდეს. ამით მარტივდება ყველაფერი ისე, რომ საჭირო არ არის არც მსჯელობა, არც ახსნა, არც გაუბედავობა და არც აზროვნება, მაშინ ყველაფერი თავისთავად კეთდება, სულ ერთია კარგად თუ ავად. თუ შემთხვევით, უფროსი არ დარჩა, ვისგანაც ბრძანება უნდა მიიღონ, განა ხელქვეშ არ არის დამზადებული ფორმულები კანონებისა და ბრძანებათა, რომლებიც გამოცემულია იმავე თვითმპყრობელ მეფისაფან და ან სხვა  ჯურის კანონმდებლებისგან? ეს დამზადებული ფორმულები თავის თავად ხელმძღვანელობას და პირად ბრძანების მაგიერობას უწევენ; მას მისდევენ და არ კითხულობენ თანახმა არიან თუ არა თავიანთ, შინაურ სინდისის ხმასთან.

თანასწორებთა შორის საქმე რთულდება, მაგრამ მაგიერად ის უფრო მაღალია; აქ საჭიროა მართლის გამუდმებული ძიება, პირადი მოვალეობის ნახვა, შესწავლა თავის თავის შეგნებისა, თავის განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა, თავის ამხანაგების ინტერესების პატივისცემა. მხოლოდ ამ პირობებში შეიძლება ნამდვილ ზნეობრივ არსებათ, რომელსაც შეუგნია თავისი პასუხის მგებლობა. მაგრამ ამ შემთხვევაში ზნეობა არ არის ზევიდგან ნაბრძანები, ზნეობა, რომელსაც უნდა დაემორჩილოთ; ის აღარ რჩება რაღაც უცხო, გარეგანი, არამედ ადამიანის არსების ნაწილად, ცხოვრების ნაყოფად შეიქმნება.  ჩვენ, ანარქისტებს, სწორედ ამ გვარად გვესმის ზნეობა და ნუ თუ ჩვენ არ გვაქვს უფლება, კმაყოფილებით შევადაროთ ჩვენი ზნეობრიობა იმას, რომელიც ჩვენ სამკვიდროთ დაგვიტოვა ჩვენმა წინაპრებმა?

ხომ არ ხედავთ, რომ მე მართალი ვარ? მაგრამ, შესაძლოა ზოგიერთ ჩვენგანმა სთქვას, რომ ეს ქიმერაა? მე მოხარული ვარ, რომ თქვენ მაინც ხედავთ, რომ ეს კეთილშობილი ქიმერაა! მაგრამ მე კიდევ შორს მივდივარ და ვამტკიცებ, რომ ჩვენი იდეალი, ჩვენი შეგნება ზნეობრივობისა ისტორიულად ლოგიკურია და პირდაპირ გამომდინარეობს კაცობრიობის ევოლუციისაგან.

უცნობის წინაშე შიშმა და გრძნობამ საკუთარი სისუსტისა მიზეზების კვლევაში აიძულა ადამიანები შორეულ წარსულში შეექმნათ ერთი ან რამოდენიმე დამხმარე ღმერთები, რომლებიც ერთ და იმავე დროს წარმოადგენდნენ მეტ ან ნაკლებ განსაზღვრულ იდეალსაც მაშინდელ ადამიანებისას და სიმძიმის ცენტრს მთელი საიდუმლო ხილული და უხილავი ქვეყნის. ფანტაზიის ეს ნაწარმოებნი, რომლებიც მინიჭებული არიან ყოვლად შემძლეობით, შეიქმნენ აგრეთვე ადმიანისთვის სამართლიანობი და მპყრობელობის საფუძვლებად; ამ ზეციერ მეუფებას, რასაკვირველია, ჰყავდა თავიანთი შუამავლები მიწაზე, მაგალითისთვის მოგვები, წარჩინებულნი, მხედართმთავარი, რომლების წინაშე ადამიანები ჩვეულებრივად ქედს იხრიდნენ, როგორც უმაღლესი არა მიწიერი მეუფების. ეს ოგიკურიც იყო: მაგრამ ადამიანი საზოგადოდ მეტს ცხოვრობს ვინემ მისი ქმნილება და ამიტომ ეს ღვთაებანი მუდამ იცვლებოდნენ, როგორც დაუბოლოვებელ სივრცეში გატყორცნილი აჩრდილები: დასაწყისს ისინი რჩებოდნენ ხილული და მინიჭებული ჰქონდათ მძლავრი ადამიანური ვნებები, მაგრამ თანდათან მიიმალნენ სივრცეში; შემდეგ გადაიქცნენ განყენებულ მცნებებად, მაღალ და მშვენიერ იდეებად, რომლებსაც საკუთარი სახელიც კი არ ჰქონდათ და ბოლოს თანდათან შეერთვნენ მსოფლიო კანონებს; ისინი შევიდნენ იმ ქვეყანაში, რომლის შექმნას უწინ მას მიაწერდნენ და ეხლა ადამიანი უმათოდ ერთი იმყოფება მიწაზე, თვით იმ მიწაზე, რომელზედაც კაცმა თითქმის ააგო უზარმაზარი ხატება ღვთაების.

ღვთაების გაქრობასთან ერთად, გამკრთალდა ბრწყინვაც იმათი, ვინც მისგან იღებდა უფლობას და იძულებული გახდნენ თანდათან შერეულიყვნენ დანარჩენ ადამიანების რიგში და ცდილიყვნენ ახლ პირობებთან შეგუებას. ჩვენ დროში აღარ შეიძლება ისეთი თემურლენგის ნახვა, რომელიც უბრძანებდეს თვის ორმოც ჯარისკაცს კოშკიდან ძირს გადავარდნას, იმ იმედით, რომ ის იმ წამსვე დაინახავს ძირს ორმოც სისხლში მოსვრილ გვამს. აზრის თავისუფლებამ ყველა ადამიანი გადააქცია შეუგნებელ ანარქისტებად. ვინ არის ისეთი, რომელიც ეხლანდელ დროში არ ინახავდეს თავის ტვინის პატარა კუთხეს მაინც მსჯელობისათვის?

აი ამაში შესდგება ის უდიდესი დანაშაული, დანაშაული, რომელიც სიმბოლურად ითქმის კეთილისა და ბოროტის ხის შეგნების ნაყოფად. აი რატომ იყო აუტანელი ნაპოლეონისთვის, ამ ახალი დროების თემურლენგისთვის იდეოლოგები.

მაგრამ იდეოლოგები მაინც გამოჩნდნენ.

ამათ შეუბერეს სული და გაფანტეს ძველი ილუზიები, როგორც მტვერი და დაიწყეს ხელახალი გადაკეთება მთელი მეცნიერების ცდის და დაკვირვების საფუძველზე. ერთმა მათგანმა, ნიჰილისტმა არა ჩვენი დროის, ანარქისტმა, – მაინც სიტყვით, დაიწყო იმით, რომ უარყო ყველაფერი რაც უწინ ასწავლეს მას და ეხლანდელ დროში არ არის ისეთი მეცნიერი, ისეთი ლიტერატორი, რომელიც არ აცხადებდეს, რომ ის თვითონ თავის აზრების ორიგინალური შემქმნელია და თავისი მორალის მორალისტი. ”თუ გინდა ადგე – ამბობს გოეთე – ადექი თვითონ”. ის კი არა მხატვრებიც კი ცდილობენ გადმოგვცენ ბუნება ისე, როგორც თვითონ ხედავენ, გრძნობენ და იგნებენ. მართალია, რომ ამ დამოუკიდებლობას ისეთი ხასიათი აქვს, რომ შესაძლებელია მას დავარქვათ ”არისტოკრატიული ანარქიზმი”, რადგან ის თხოულობს თავისუფლებას მხოლოდ რჩეულთათვის, იმათთვის ვინც შედის პარნასში. თვითეულ მათგანს უნდა სრულიად თავისუფლად იაზროვნოს და ეძიოს დაუბოლოვებაში ის იდეალი, რომელიც მას უფრო მოსწონს, მაგრამ ამავე დროს მიაჩნია, რომ ”საჭიროა სარწმუნოება ხალხისათვის”, მას უნდა სავსებით დამოუკიდებლად იცხოვროს, მაგრამ ფიქრობს, რომ ”მორჩილება ქალის ხვედრია”; მას უნდა შექმნას ორიგინალური ნაწარმოებნი, მაგრამ მისი აზრით, ბრბო რომელიც ირევა იქ, ძირს, უნდა იყოს, როგორც მანქანა, დამორჩილებული შრომის განაწილების საზიზღარი ფუნქციისაგან. მაგრამ გემოვნების, აზროვნების ამ არისტოკრატებს არ ჰყოფნით უკვე ძალა ჩაკეტოს დიდი საგუბარი, საიდანაც მომდინარეობს ნაკადული. თუ მეცნიერება, ლიტერატურა და ხელოვნება შეიქმნენ ანარქისტული, თუ ყოველი პროგრესი, ყოველი ახალი ფორმა მშვენიერების დავალებულია თავისი არსებობით აზრის თავისუფალი განვითარების წინაშე, მაშინ ეს თავისუფალი აზროვნება მუშაობს აგრეთვე საზოგადოების დაბალ წრეებშიც და არაფერს აღარ შეუძლია შეაჩეროს ეს მუშაობა. ეხლა უკვე გვიანღაა ნაკადულის შეჩერება.

ნუ თუ მოკრძალების შემცირება არ არის თანამედროვე საზოგადოების უმეტესად დამახასიათებელი მოვლენა? კარგა ხანია მას აქეთ რაც შემთხვევა მქონია დამენახა, როგორ ათასი კაცის ბრბო მიაწყდებოდა რომელიმე დიდ ბატონის ცარიელ კარეტას. ეხლა ამას უკვე აღარ ვხედავ. არ არის ბევრი ხანი მას აქეთ, რაც ინდოეთის პარიები კეთილმსახურად გაჩერდებოდნენ ასთხუთმეტი ფეხის ნაბიჯზე, რომლებიც კანონით შორავდა იმათ ამაყი ბრამანისაგან: მას შემდეგ რაც კაცებმა დაიწყეს თავის მოყრა რკინის გზის სადგურებზე, მათ შორის დგას მხოლოდ თხელი კედელი სადგურის ზალის. რასაკვირველია დაქვეითების და შინაური დამცირების მაგალითები ეხლაც ბევრია, მაგრამ მიუხედავად ამისა, თანასწორობის იდეის პროგრესი აუცილებელია. ეხლა, სანამ თავის პატივისცემას გამოსთქვამდნენ, ადამიანები თავის თავს ხშირად ეკითხებიან: არის თუ არა მართლა ესა და ეს ადამიანი ან ესა და ეს დაწესებულება დამსახურებული პატივისცემას. დიდებულობის რწმენა გაქრა და მას უნდა გაჰყვეს ყველა ის დაწესებულებანი, რომლებიც მასზეა დამყარებული. სახელმწიფოს მოსპობა მჭიდროდ არის დაკავშირებული თაყვანისცემის მოსპობასთან.

შეუბრალებელი კრიტიკა, რომელშიაც ეხლა ატარებენ სახელმწიფოს, არ იბრალებს აგრეთვე ყველა იმ სახელმწიფოებრივ დაწესებულებას. ხალხს უკვე აღარ სწამს ნაკურთხი ჩამომავლობა კერძო საკუთრების, რომელიც, როგორც ეკონომისტები ამბობდნენ (ახლა უკვე ვეღარ ბედავენ ამის თქმას) არის ნაყოფი პატრონის პირადი შრომის, არასოდეს არ დაუგროვებია მილიონები მილიონებზე, და რომ ამგვარი საოცარი გამდიდრება ცუდი საოგადოებრივი წესწყობილების ნაყოფია, წესწყობილების, რომელიც ანიჭებს ერთ ადამიანს ათას სხვა ადამიანების შრომის ნაყოფს; ხალხი მუდამ პატივს სცემს პურს, რომელიც მუშამ თავისინ უფლით მოიპოვა, ქოხს, რომელიც მანთავისი ხელებით აიშენა, ბაღს რომელიც თვითონ გააშენა, მაგრამ ის უეჭველად დაეთხოვა პატივი სცეს ყველა ცრუ შეძლებას, რომლებიც შესდგებიან ყველანაირ ფასიან ქაღალდებისაგან, რომლებიც ბანკებში არიან შენახული, დადგება დღე, მე ამაში ეჭვი არ მეპარება, როდესაც ის გულდამშვიდებულად დაიბრუნებს ყველა ნაწარმოებს საერთო შრომისა: მადნებს, მამულებს, ქარხნებს, სასახლეებს, რკინის გზებს, ხომალდებს თავისი ტვირთით, როდესაც ბრბო, ”ფლიდი ბრბო”, რომელიც გახდა ამგვარი თავისი გაუნათლებლობის და მისი ფატალური ნაყოფის გამო – შინაყმობის, შესწყვეტს დაიმსახუროს შეურაცმყოფელი ზედმეტი სახელი, რომელსაც მას სახეში ესვრიან, როდესაც ის შეიგნებს, რომ პატრონობა ამ უზარმაზარი ქონების დამყარებულია განსაკუთრებულად ნაწერ ფიქციებზე, მწვანე ქაღალდების რწმენაზე, მაშინ თანამედროვე საზოგადოებრივი წესწყობილება აღმოჩნდება დიდ განსაცდელში. როგორ უშვერობად, როგორ უაზრობად ეჩვენებათ ჩვენ შთამომავლობას უგუნური ყვირილი, რომლითაც სდევნიან სიახლის მომხრეებს. რა მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის მთელ ტალახს, რომელსაც ჩვენ გვასხამს პრესა, რომელიც დავალებულია გადაიხადოს იმ პროზით ის ფულადი დახმარება, რომელსაც ის იღებს! რა მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის იმ შეურაცყოფას, რომლითაც სავსებით გულწრფელად გვაჯილდოებენ ჩვენ თვით ის კეთილ-მსახური, წმინდანი, მაგრამ ”სადა” ადამიანები, რომლებსაც მოჰქონდათ შეშა ივანე გუსის კოცონისათვის! ის მოძრაობა, რომელმაც ჩვენ მოგვიცვა დემაგოგების საქმე კი არ არის ან საწყალი ოცნების მოცულების, არამედ მთელი საზოგადოების თავის სისრულეში; ის ეხლა სჭიროებად გადაიქცა, აზროვნების წინსვლის გამო რომელიც შეიქმნა აუცილებელი, დაუმშვიდებელი, როგორც დედამიწის და ციურ მნათობთა ბრუნვა.

კიდევ შეიძლება დარჩეს ერთი ეჭვი, რომლის შემდეგ შეიძლება ვინმეს, ამგვარი კითხვა დაებადოს: მუდამ ხომ არ იყო ანარქია მხოლოდ იდეალი, გონების სავარჯიშებელი, დიალექტიკური ელემენტი? იყო როდესმე იგი განხორციელებული, პრაქტიკაზე მოხმარებული; აღმოცენებულა კი როდესმე ესეთი სავსებით დამოუკიდებელი საზოგადოებრივი ორგანიზმი, რომლის წევრებს ნებაყოფლობით ამხანაგურად შეუერთებიათ თავისი ძალა და ემუშავათ ერთად ყოველ გვარ უფლებს მოკლებულთ? ეს ეჭვი ადვილი გასაქარწყლებელია. დიახ, ანარქიული ორგანიზმები არსებობდნენ მუდამ: დიახ, ისინი განუწყვეტლად თან და თან, უფრო და უფრო ყოველ წლობით მრავლდებიან ინიციატივის განვითარების თანაბრად. მე შემეძლო დამესახელებინა თქვენთვის ველურებად აღიარებული მრავალი ტომი, რომელნიც ჩვენ დროშიც კი სცხოვრობენ სავსებით საზოგადოებრივ ჰარმონიაში და რომლებიც არ საჭიროებენ არ უფროსებს, არც კანონებს, არც ზღუდეებს, არც ჯარს; მაგრამ მე არ დავკმაყოფილდები მარტო ამ მაგალითებით, თუმც კი ესენიც არ არიან მოკლებულნი მნიშვნელობას: მე მეშინია, რომ შელაპარაკების მაგივრად მანიშნებენ სრულის ნაკლებობას ამ პირველ-ყოფილ ორგანიზმებისად შედარებით ჩვენ თანამედროვე საზოგადოებრივ წყობილებასთან, ამ ვეებერთელა ორგანიზმთან, რომელშიაც განუწყვეტლივ ეხლართვიან ერთი მეორეს მრავალი უფრო პატარა ორგანიზმები. ამიტომ გავანებოთ თავი ამ ტომებს და გადავიდეთ მხოლოდ ორგანიზაციაში მოყვანილ ერებზე, რომელნიც აღჭურვილნი არიან რთულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ მექანიზმით.

მართალია, რომ ისტორიაში არ შემიძლია მიგითითოთ ერთ-ართზე იმათზე, რომელიც ყოფილიყოს ორგანიზაციაში მოყვანილი წმინდა ანარქისტულ საფუძველზე, იმიტომ რომ, მაშინ ყველა ისინი იყვნენ იმ ხანაში, რომლის დროს უხდებოდათ ბრძოლა სხვადასხვა, ჯერ შეუერთებელ ელემენტებთან; მიუხედავად ამისა, ძნელი არ არის შენიშვნა, რომ ყველა ამ საზოგადოებათაგან, რომლებიც ჯერ არ არიან შეერთებული ერთ ჰარმონიულ ერთეულად, მაგრამ სარგებლობენ იმ დიდ კეთილ-ყოფით განირჩეოდნენ, იმ დიდ წარმოებით, რამდენადაც ის თავისუფალი იყო, რამდენადაც მასში მოიძებნებოდა პირადი ღირსება კერძო პირისა. დაწყებული ისტორიის უწინდელ დროიდან, იმ დროდან, როდესაც ადამიანურ საზოგადოებებში აღმოცენდებოდნენ, ეს ეს იყო მხოლოდ ხელოვნებანი, მეცნიერებანი და მრეწველობა, ხალხის უდიდეს ისტორიის პერიოდებიიყვნენ ისინი, რომელშიაც ხალხი, აზვირთებული რევოლუციებით, უმცირესად იტანდნენ ხანგრძლივ და მძიმე ჩაგვრას სწორად დამყარებულ მთავრობისაგან. ორი უკეთესი პერიოდი კაცობრიობის ისტორიისა გამოგონებათა და გამოჩენათა მნივნელოვანებით, აზრების განვითარებით, ხელოვნების აყვავებით, იყვნენ ბუნდოვანნი დროები, ”საშიშ თავისუფლებისა”. მიდიელებისა და სპარსელების ვრცელ სამეფოებში, სუფევდა წესიერება, მაგრამ ამათგან კაი არა გამოსულა რა, მაშინ როდესაც მუდამ მღელვარე გამუდმებულად შფოთების გამო რყევაში მყოფმა რესპუბლიკანურმა საბერძნეთმა წარმოშვა მამამთავრები ყველა იმის, რაც არის დიდი და მაღალი თანამედროვე ცივილიზაციაში; ჩვენ არ შეგვიძლია აზროვნება, არ შეგვიძლია რამე გამოჩენილი თაოსნობა უიმისოდ, რომ ჩვენი აზრი არ წარიტაცოს ამ დიდებულმა ელინებმა, რომლებიც ჩვენი წინაპარნი იყვნენ და რომლებიც დღემდე დარჩნენ ჩვენთვის ნიმუშებად. 2000 წლის შემდეგ მრავალი ტირანიის შემდეგ, დაცაგვრათა შავი დროების შემდეგ, რომელსაც თითქოს ბოლო არ უჩანდა, იტალიამ, ფლანდიამ, გერმანიამ და მთელმა ევროპის ქალაქის თემებმა ხელახლა მოინდომა ამოესუნთქა თავისუფლად; მაშინ ქვეყანა აბობოქრებული იყო უთვალავ რევოლუციებით. ფერრარიმ ჩამოთვალა არა ნაკლებ 7000 ადგილობრივ ამბოხებისა მარტო ერთ იტალიაში; მაგრამ ამასტან ერთად იფეტქა თავისუფალი აზროვნების ალმაც და კაცობრიობა ხელახლად დაადგა აყვავების გზას; რაფაელების, ვინჩების და მიქელანჯელოების წყალობით მან ხელმეორედ იგრნო ახალგზრდობა. შემმდეგ დაადგა დიდებუი ენციკოპედიის, მაზედ მოყოლებული მსოფლიო რევოლლუციების და ამის შემდგომ გამოცხადებულის ადამიანის უფლებების საუკუნე. სცადეთ ეხლა თუ შეგიძლიათ დათვლა მთელი პროგრესისა, რომელიც მოხდა ამ დიდებულ კაცობრიობის აბობოქრების შემდეგ! მართლა, შეიძლება შევეკითხოთ ჩვენ თავს, მოხდა თუ არა კონცენტრაცია XIX საუკუნეში დიდი ნაწილი კაცობრიობის ისტორიისა ხალხის რაოდენობა თითქმის ნახევარ მილიარდზე მეტი ხდებოდა, ვაჭრობა გაათკეცდა, მრეწველობა განახლდა, და მისი სახსარი შესანიშნავად გამდიდრდა, აღმოცენდნე ახალი მეცნიერებანი და, რაც უნდა თქვან, ხელოვნების მესამე ეპოქა დადგა; გათვიცნობიერებულმა და საერთაშორისო სოციალიზმა მიაღწია თავის სრულ განვითარებას. ჩვენ მაინც ვგრძნობთ, რომ ვცხოვრობდთ დიდებული ამოცანებისა და დიდებული ბრძოლის საუკუნეში. სცადეთ ეხლა შევუნაცვლოთ იმ ას წელს, რომელნიც გამოვიდნენ XVII საუკუნის ფილოსოფიისაგან იმგვარივე ხანგრძლივ პერიოდი, რომელიც მოკლებულია ისტორიას, რომლის განმავლობაში 300 მილიონი მშვიდი ჩინელები იცხოვრებდნენ რომელიმე ”ხალხის მამის” დიპლომიან მანდარინების და ჩვეულებათა (обрядовъ) კრებულის მზრუნველობის ქვეშ. ჩვენ მივუახლოვდებოდით უმოქმედობას და სიკვდილს, მის მაგიერ, რომ გვეცხოვრა ეს როგორც ვოცხოვრებთ.

თუ რომ გალილეოს, რომელიც იჯდა ინკვიზიციის საპყრობილეში, შეეძლო თავისთვის წაელუღლუღა: ”მაინც ბრუნავს!” ჩვენ ეხლა რევოლუციების მეოხებით, თავისუფალი აზროვნების ძალადობის მეოხებით, ქუჩაზე და მოედნებზე შეგვიძლია ხმამაღლა ვიყვიროთ: ”ქვეყანა მოძრაობს და კიდევაც იმოძრავებს!..”

ამ დიდებული მოძრაობის გარდა, რომელსაც თანდათან საზოგადოება თავისუფალი აზროვნებისაკენ, თავისუფალი ზნეობისაკენ, თავისუფალი ყოფაქცევისაკენ, ე.ი. ანარქიზმისაკენ, აქვს ადგილი კიდევ მეორეგვარ საქმეს: პირდაპირი ცდანი ანარქისტული და კომუნისტური კოლონიების დამყარების ცდანი, რომლებიც შეიძლება შეადარონ ლაბორატორიულ გამოცდილებებს, ქიმიკოსების და ინჟინერებისაგან გაკეთებულს. ყველა ამ ცდათ თემების დამყარებისა აქვთ ფრიად დიდი ნაკლოვანება, ყველა ესენი ხდებიან ცხოვრების ჩვეუებრივ პირობების გარეშე, ე. ი. დაშორებული ქალაქებისაგან, რომლებშიაც გახდებიან ადამიანები, ჩნდებიან იდეები და ახლდება გონება მიუხედავად ამისა ბევრმა ამგავრ დასაწყისებმა მიაღწიეს სრულ წარმატებას. სხვათა შორის ახალგაზრდა იკარია, განახლებული კოლონია კაბე, რომელიც დაარსებული იყო ნახევარი საუკუნის წინად ავტორიტეტულ კომუნიზმის საფუძვლებზედ: რომელიც დიდდებოდა ემიგრაციის მეოხებით და შეიქმნა წმინდა ანარქიული ჯგუფი კომუნისტებისა და რომელიც მშვიდად ცხოვრობს ჩვენ დროში იობის ვაკეზე, ბერების მდინარის მახლობლად…

მიუხედავად ამისა ანარქიზმის პრაქტიკა ყველაზე უფრო ჩვეულებრივ ცხოვრებაში იმარჯვებს. განსაკუთრებით უბრალო ხალხში, რომელიც უეჭველია ვერ გაუძლებდა არსებობისათვის მრისხანე ბრძოლას, რომ არ მიმართვდეს ხოლმე ნებით ურთიერთდახმარებას, და უყურადღებოდ არ ტოვებდეს ინტერესების განსხვავებას და მოცილეობას. როდესაც რომელიე ღატაკი ავად გახდება, მაშინ სხვა ღატაკებს თავისთან მიყავთ მისი ბავშვები: აჭმევენ მას, უყოფენ თავის ისედაც ნაკლულ საშოვარს, ცდილობენ ორკეცი მუშაობით მათი შრომაც შეასრულონ. მეზობლებს შორის მყარდება რაღაც კომუნიზმის მაგვარი, სესხების და სამეურნეო ხელსაწყოების და საგზლების წინ და უკან განუწყვეტელი მოძრაობის მეოხებით სიღარიბე აკავშირებს ყველა უბედურთ ერთ ძმურ კავშირში: ერთად უჭირთ და ერთად ძღებია. ანარქისტული მორალი და პრაქტიკა ხდებიან სახელმძღვანელოდ თვით ბურჟუაზიულ ყრილობებისთვის, მორალი და პრაქტიკა, რომლისგანაც ესენი, როგორც ჰგავს გაძევებული არიან. წარმოიდგინეთ პიკნიკი, რომელზედაც რომელიმე სტუმარმა ან ტვით მასპინძელმა მიიღო უფროსის კილო და მისცა თავის თავს ნება უბრძანოს დანარჩენებს ან უტაქტოდ სცადოს აიძულოს დანარჩენები დაემორჩილნონ მის ჭირვეულობას! ნუთუ ეს არ მოჰკლავდა ყოველ სიამოვნებას, ყოველ მხიარულებას? მხიარულება გამეფებულია მხოლოდ თანასწორ და თავისუფალ ადამიანებს შორის, რომლებსაც შეუძლიათ გაერთო ისე, როგორც ეს მათ მოუვატ ჭკუაში თვითეულებს ან ჯგუფებად, მაგრამ, რომლებსაც ურჩევნიათ იმხიარულონ ერთად, იმიტომ რომ ამგვარად გატაცებული საათები იმათ ეჩვნებათ უფრო ტკბილად.

აქ მივცემ ჩემს თავს ნებას მოგითხროთ თქვენ ერთი შემთხვევა, რომელიც ერთხელ მე შემემთხვა. ჩვენ ვმგზავრობდით ერთი იმ მშვენიერ თანამედროვე ხომალდზე, რომლებიც საათში 25-30 ვერსის სისწრაფით აპობს ზღვის ზვირთებს და მგზავრობენ ერთი კონტინენტიდან მეორემდე, მიუხედავად ქარისა და ავი ამინდისა. ტკბილი საღამო, წყნარი ჰაერი იყო და ჩამობნელებულ ცაზე ვარსკვლავები ენთებოდა, ხომალდის ბანზე მუსაიფი გაიმართა, სხვაზე უნდა ელეპარაკათ თუ არა იმ მუდმივ  სოციალურ კითხვაზე, რომელიც როგორც ედიპის სფინქსი გწურავთ და გახრჩობთ თქვენ.  ერთ ჯგუფში მყოფ რეაქციონერზე ცხარე იერიში მიჰქონდათ დანარჩენ თანამოსაუბრეებს, რომლებიც ყველა მეტად თუ ნაკლებად სოციალისტები იყვნენ. უცებ მან მიმართა კაპიტანს, უფროსს, პატრონს, იმ იმედით, რომ მასში თავისი აზრების მხარდამჭერს ნახავდა: ”თქვენ აქ უფროსი ბრძანდებით”, თქვა მან, ნუთუ თქვენი უფლება ხელუხლებელი არ არის? რაღა მოუვიდოდა ხომალდს, რომ თქვენ უცებ დასთხოვოდით მის მართვას?” ”თქვენ გულუბრყვილო კაცო”, უპასუხა კაპიტანმა, ”ჩვენ შორის მე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვეულებრივ მე სრულიად უსარგებლო ვარ. მედიმონე ხომალდის მიმართულებას იცავს, რამოდენიმე წუთს შემდეგ ას შეენაცვლება მეორე. შემდეგ მესამე და სხვა, და ჩვენ განგავგრძობთ სწორად მოძრაობას წინ ჩვეულებრივი გზით, ჩემი მხრით ყოველი მონაწილეობის მიუღებლად. დაბლა მემანქანეები და კაჩეგარები მუშაობენ ჩემს დაუხმარებლად; მერ არც კი მეკითხებიან რამეს და უკეთესადაც ვინემ მე ვაძლევდე რჩევას. აგრეთვე კარგად იციან ყველა მატროსებმა, რა უნდა ჰქნან, მე მხოლოდ მიწევს შევუთანხმო ჩემი პატარა ნაწილი შრომისა იმათ უფრო მძიმე და მუხედავად ამისა უგლახესად დაფასებულ შრომას. ჩემი მოვალეობაა რასაკვირველია ხომალდის მართვა, მაგრამ ნუთუ არ ხედავთ, რომ ეს მხოლოდ ფიქცი არის? აი რუკები, მე ხომ ისინი არ შემიდგენია; აი მიმართულების მაჩვენებელი კომპასი, არც ის მე არ გამომიგონია; ჩვენთვის გაიყვანეს არხი იმ ნავსადგურის, საიდანაც ჩვენ გამოვედით, და იმის, სადაც მივდივართ; არც ეს მშვენიერი ხომალდი მე არ ამიშენებია, ხომალდი, რომელიც არც კი კრიჭინებს ტალღების ცემით მედიდურად ქანაობს ზვირთებზე და სიმძლავრით მიდის წინ ორთქლის საშუალებით. რას წრმოვადგენ მე აქ შედარებით იმ დიად გარდაცვლილებთან, გამომგონებლებთან და მეცნიერებთან, რომლებმც გვასწავლეს ჩვენ ზღვების გადალახვა? ჩვენ ყველა მხოლოდ მათი მოკავშირეები ვართ, ჩვენ და ჩემი ამხანაგი მატროსები და თქვენ მგზავრები, აგრეთვე, იმიტომ რომ თქვენი გულისათვის ვარღვევთ ტალღებს, იმ შემთხვევაში კი, როდესაც ხიფათი მოგველის, ჩვენ ვიმედოვნებთ თქვენ ძმურ დახმარებას. ჩვენი საქმე საერთოა და ყველა ჩვენ ურთიერთ შორის თანაზიარნი (სოლიდარული) ვართ!” ყველა სდუმდა, მე სიფრთხილით შევინახე ჩემ  მეხსიერებაში ამ არა სავსებით ჩვეულებრივ კაპიტანის სიტყვები.

ამგვარად ამ ხომალდს, ამ მცურავ ქვეყანას, სადაც სასჯელი სრულიად არ არის ცნობილი, მიუხედავად იერარქიული შეუსაბამობისა, მიაქვს ოკეანის გადაღმა სამაგალითო რესპუბლიკა, არც ეს მაგალითია ერთადერთი. თვითეულმა თქვენტაგანმა იცის, გაგონით მაინც, ისეთი სკოლები, რომლებშიაც მასწავლებელი, მიუხედავად მკაცრი სასკოლო წესის, რომელსაც არასოდეს არ ხმარობს; ხედავს თავის მოწაფეებში მეგობრებს და ბედნიერ თანამშრომლებს. შესაფერმა სამასწავლებლო უფროსობამ დაადგინა ყოველგვარი სასჯელები პატარა არამზადების დასათრგუნავად, მაგრამ იმათი უფროსი მეგობარი არ საჭიროებს ამ დამთრგუნველ მექანიზმს: ის მოწაფეებს ისე ეპყრობა, როგორც დიდებს, მიმართავს მუდამ მათ კეთილ ნებას, მათ მიხვედრას, მათ სამართლიანობის გრძნობას, და ყველა ისინი სიხარულით ეგებებიან ამ მოწოდებას. ამგვარად გამოდის პაწაწკინა, ანარქიული, ჭეშმარიტი, კაცობრიული საზოგადოება, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ირგვლივ წრეში თითქოს განგებ მიმართულია იმისათვის, რომ ხელი შეუშალოს მის წარმოშობას; კანონებიც, სამართნიც, გლახა მაგალითებიც და საზოგადოებრივი უზნეობაც.

ამგვარად, მიუხედავად ცრურწმენებისა და ძველი ზნეობის ტვირთისა, განუწყვეტლივ ჩნდებიან ანარქისტული ჯგუფები. ჩვენი ახალი ქვეყანა ამოდის ჩვენ გარშემო თითქოს გაზაფხულის ყვავილი საუკუნეების ნაგავისგან. ის არა თუ ქიმერიული არ არის, როგორც ამას მუდამ გვიმეორებენ, არამედ ის ჩნდება ათასი სხვადასხვა სახით, მხოლოდ ბრმები ვერ ამჩნევენ ამას. სამაგიეროდ თუ არსებობს ქიმერიული შეუძლებელი საზოგადოება, ეს ის ხარახურაა, რომელშიაც ჩვენ ვცხოვრობთ. თქვენ დამეთანხმებით, რომ მე ცუდად არ მიხმარია თანამედროვე საზოგადოების კრიტიკა, მიუხედავად მთელი თავისი სიადვილისა, მაგრამ თუ მართალია, რომ საზოგადოებად უნდა იყოს გულისხმებული ინდივიდების შეერთებულება, ინდივიდების, რომლებიც უხლოვდებიან ურთიერთ საერთო კეთილდღეობის მისაღწევად, მაშინ შეუძლებელია, შეუსაბამობის ჩაუდენლად, მივცეთ ეს სახელწოდება ჩვენს გარშემო მყოფ ქაოსებურ მასას. მისი ადვოკატების აზრით, მისი მიზანია სრული წესრიგის დაცვა, ყველას ინტერესების დაცვის საშუალებით, მაგრამ ნუთუ სასაცილო არ არის ვუწოდოთ მოწესრიგებული საზოგადოება ჩვენ ევროპულ, განათლებულ ქვეყანას მის განუწყვეტელ მორიგეობით შინაგან დრამებისა, მკვლელობათა, ძალადობათა და თოფების დახლისა, გადაგვარებათა და შიმშილობათა, მძარცველობათა და ყოველგვარ ვერაგობათა, გაკოტრებათა, დაქვეითებათა და გატიალებათა? რომელი ჩვენგანი აქედან გასვლისთანავე არ შეხვდება ქუჩაში სიღატაკისა და ბიწიერების აჩრდილს? ჩვენ ევროპაში ხუთი მილლიონი ადამიანი მოიპოვება ისეთები, რომლებიც უცდიან ნიშანს, იმისათვის, რომ დაიწყონ სხვა ადამიანების ჟლეტა, სახლების და მოსავალის დაწვა; სხვა ათი მილიონი ადამიანი სათადარიგოდ, ყაზარმების გარეშე არიან შენახული და მათაც გატიალლების საქმე აქვთ მინდობილი, ხუთი მილიონი უბედური საპყრობილეში ცხოვრობს, 10 მილიონი ყოველწლიურად კვდებიან დროზე ადრე სიკვდილით, და 370 მილიონ ადამიანში 350 მილიონი, თუ ყველას არ ვიტყვით ძიგძიგებენ ხვალინდელი დღის საფუძვლიანი შიშით, იმისთვის რომ მიუხედავად საზოგადოების სიმდიდრეთა უზარმაზარი რიცხვისა ვის შეუძლია თქვას, რომ რამე ხელისშემშლელ მოულოდნელი ვითარება არ დააკარგვინებს ხვალ მთელ თავის ქონებას? არავის არ შეუძლია უარყოს ეს ფაქტები და მე მგონია, რომ ამ ფაქტებმა უნდა ცაგვაგონოს ჩვენ მედგარი გადაწყვეტილება შევცვალოთ ამგვარი წესი, რომელიც მუდამ რევოლუციებით გვექადის.

ერთხელ მე მომიხდა მესაუბრა ერთ მაღალჩინოსანთან, რომელიც ეკუთვნოდა იმ წრეს, საიდანაც გამომდინარეობენ კანონები და სასჯელები: ”დაიცავი თქვენი საზოგადოება!” ვეუბნებოდი მე მას – ”როგორ გინდათ, რომ მე ის დავიცვა?” მიპასუხა მე მან, ”მისი დაცვა შეუძლებელია!” ის თავს იცავს, მაგრამ ისეთი არგუმენტების საშუალებით, რომლებიც არ შეიძლება საბუთებად იქნან ცნობილი.

მეორე მხრივ იმათ, ვისაც მასზე იერიში მიაქვს, შეუძლიათ ეს დამშვიდებული სინდისით ქნან. რასაკვირველია მისი გარდაქმნა გამოიწვევს ძალადობასაც, მაგრამ დღევანდელი საზოგადოება ნუთუ განუწყვეტელი ძალადობა არ არის? და ვინ იქნება დამნაშავე ამისთვის? ნუთუ ისინი, რომლებიც ქადაგებენ ყველასათვის სამართლიანობას და თანასწორობას განურჩევლად პიროვნებათა? თუ ისინი, რომლებიც ცდილობენ დაიცვან საზოგადოების დაყოფა და მაშასადამე საკასტო სიძულვილიც, ისინი, ვინც კითხვების გადაწყვეტა იციან მხოლოდ ქვეითი ჯარის, კავალერიისა და არტილერიის საშუალებით?

ისტორია გვიჩვენებს რომ სიძულვილის პოლიტიკა მხოლოდ სიძულვილს ბადებს და ფატალურად უფრო ხდის საქმეს, ან კიდევ საბოლოო დაღუპვას იწვევს. რამდენი ერი დაიღუპა ასე, და ამასთანავე იღუპებოდნენ ერთად ჩაგრულნიც და მჩაგვრელებიც! იქნება ჩვენც მოგველის თავის დროზე დაღუპვა? მე იმედი მაქვს რომ არა, იმ ანარქისტული იდეების მეოხებით, რომლებიც უფრო და უფრო ვრცელდებიან და რომლებიც ანახლებენ ადამიანების პირად თაოსნობას. თითქმის თქვენ თუ ანარქისტები არ ხართ, ყოველშემთხვევაში მაინც ახლოს დგახართ უკანასკნელებთან. რომელი თქვენგანი იტყვის გულწრფელად, რომ ის თავის მეზობელზე მაღლა დგას? რომელი არ ხედავს მასში თანასწორ ძმას? ზნეობრივი პრინციპები, რომლებიც ამდენჯერ იყვნენ გამოცხადებულნი ამ შენობაში მეტად თუ ნაკლებად სიმბოლური სახით, უეჭველია გაყვანილი იქნებიან ნამდვილ ცხოვრებაში, იმიტომ რომ ჩვენ, ანარქისტებმა ვიცით, რომ ეს საფუძველნი, საფუძველნი სრული სამართლიანობისა, თავისუფლებისა და თანასწორობისა შეადგენენ ჭეშმარიტ ზნეობას და მთელი ჩვენი გულით მოვუხმობთ მას, მაშინ როდესაც მოწინააღმდეგენი ყოყმანობენ; ისინი დარწმუნებული არ არიან თავიანთ სიამრთლეში და ნამდვილად კი ისინი კარგად არიან მიმხვდარნი, რომ მართალი არ არიან და მომავალი კი ჩვენ გვეკუთვნის.

Leave a comment

Filed under Electronic Versions

პეტრე კროპოტკინი – რევოლუციური უმცირესობა

პ. კროპოტკინი.

__________________

რევოლუციონური უმცირესობა
                   

გამოცემა „მფ.  რ–სა“.

თბილისი

1906

რევოლუციონური უმცირესობა

  „ყველაფერი, რასაც თქვენ ამბობთ, სრულიად სამართლიანია“, ხშირად გვიპასუხებენ ხოლმე ჩვენი მოწინააღმდეგენი. “თქვენი იდეალი ანარქიულ კომუნიზმისა მშვენიერია და იმის განხორციელება მართლაც ბედნიერებასა და მშვიდობიანობას დაამყარებდა ქვეყნად. მაგრამ როგორ ცოტაა ამის მსურველთა რიცხვი! როგორ ცოტაა ამის შემგნებთა რიცხვი, როგორ ცოტაა ისეთნი, რომელთაც ჰყოფნიდეთ საქმის ერთგულება, რომ იმუშაონ ამის მისაღწევად! თქვენ, – არც მეტი, არც ნაკლები, უმნიშვნელო რიცხვი, უგრძნობელ მასაში აქა–იქ გაფანტული სუსტი ჯგუფი ხართ, თქვენს წინ–კი ძლიერი მტერი სდგას, კარგად მოწყობილი, არმიის მყოლე, შეიარაღებული კაპიტალით, განათლებით. თქვენ საძნელო საქმეს შეუდექით“. ყოველთვის გვესმის ეს პასუხი ზოგიერთ მოწინააღმდეგეთაგან, და ხშირად მეგობართაგანაც. ვნახოთ რამდენად სამართლიანია ესა.

რომ ანარქისტების ჯგუფი–მხოლოდ უმნიშვნელო უმცირესობაა შედარებით ათ მილიონთან, რომლითაც დასახლებულია საფრანგეთი, ისპანია, იტალია და გერმანია, ეს სრული სიმართლეა. ჯგუფები, რომელნიც რაიმე ახალ იდეას წარმოადგენენ, დასაწყისში ყოველთვის ცოტანი იყვნენ. ადვილად შესაძლებელია, რომ ფუტკრის გროვასავით ჩვენც ცოტა უმცირესობად დავრჩეთ თვით რევოლიუციის წამამდე, მაგრამ განა ეს საბუთია ჩვენს წინააღმდეგ? ამ წამში უმეტესობა ოპორტიუნისტები არიან, თანდათანობის მიმდევარნი და ნუ თუ ჩვენც უნდა ოპორტიუნისტები გავხდეთ? 1790 წლამდე საფრანგეთში უმრავლესობა მეფის მთავრობის მომხრე, ან და კონსტიტუციონალისტები იყვნენ. მერე აქედან ის გამოდის, რომ იმ დროის რესპუბლიკელებს უარი უნდა ეთქვათ თავიანთ რესპუბლიკანურ იდეებისაგან და როიალისტები (მეფის მომხრეები) უნდა გამხდარიყვნენ იმ დროს, როცა საფრანგეთი ჩქარის ნაბიჯით მიდიოდა მეფის მთავრობის გასაუქმებლად.

რომ რიცხვით ჩვენ უმცირესობას შევადგენთ, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. საკითხი ეს არ არის! საკითხი ის არის, ეთანხმება თუ არა ანარქისტულ კომუნიზმის იდეა რომელსაც ჩვენ ვაღიარებთ, იმ ევოლიუციის განვითარებას, რაც ამჟამად ხდება ადამიანთა გონებაში, განსაკუთრებით ლათინთა რასაში? ამაში კი ეჭვი არ შეიძლება იყოს. გონების განვითარება სწარმოებს არა სახელმწიფოს უფლების გაძლიერების მიმართულებაში, არამედ უფრო თავისუფალ პიროვნებასა, მწარმოებელ და მომხმარებელ თავისუფალ თემებსა და ფედერაციებში. განვითარება მიმდინარეობს არა პირად მიმართულების კერძო საკუთრების განკერძოებაში, არამედ საერთო წარმოებისა და გონიერების მიმართულებაში დიდ ქალაქებში კომუნიზმს – სწორედ ანარქიულ კომუნიზმს – უკვე არც ერთი შეგნებული მუშა არ ებრძვის. ესევე იწყება სოფლებშიაც. საფრანგეთის რამდენისამე ადგილის გარდა, რომელნიც განსაკუთრებულს მდგომარეობაში იმყოფებიან, გლეხი ზოგგან იმ გზას დაადგა, რომ შრომის იარაღი საზოგადო საკუთრება იყოს. აი რისთვისაა, რომ ყოველთვის, როცა ჩვენ მდაბიო და გასაგების ენით გამოცდილებაზე დამყარებულის საბუთებით ველაპარაკებით იმათ, რასაც ჩვენ რევოლიუციაში ვგულისხმობთ, თანაგრძნობით გვეგებებიან, როგორც მსხვილ საწარმოო ცენტრებსა, ისე სოფლებში.

სწორედ ესევე შეგვიძლია ვთქვათ ისპანიასა, აგრეთვე იტალიისა, გერმანიისა და ავსტრიის შესახებაც, იქ, სადაც მუშათათვის სრულიად ყალბი წარმოდგენა არ ჩაუგონებიათ ანარქიზმზე.

ესევე იქნება რუსეთშიაც, როდესაც ანარქისტ–კომუნისტის სიტყვა გლეხთა და ქალაქის მუშათა შორის გავრცელდება.

და განა შესაძლებელია, სხვაგვარად? ანარქია და კომუნიზმი რომ ფილოსოფიურ გონების ნაყოფი იყოს, მსწავლულთაგან კაბინეტში შექმნილი, რასაკვირველია, ესენი თანაგრძნობას ვერ მოიპოვებდნენ, მაგრამ ეს იდეები თვით ხალხის გულში ჩაისახა. ესენი იმის გამომხატველნი არიან, რასაც ფიქრობს და ამბობს მუშა და გლეხი, როგორც კი ყოველ დღიურ ცხოვრებიდან მოიცლიან და უკეთეს ცხოვრებაზე დაიწყებენ ხოლმე ფიქრსა. ისინი არიან გამომხატველნი ხანდაზმით განვითარებისა, რაც მეცნიერთა გონებაში ხდებოდა მთელის მეცხრამეტე საუკუნის განმავლობაში. ისინი ჰხატავენ ხალხის აზრს იმ ცვლილების შესახებ, რომელიც ახლო მომავალში მოხდება და რომელიც ჩვენს ქალაქებსა და სოფლებში მართლმსაჯულებასა, თანასწორობასა და ძმობას მოიტანს, ისინი ხალხში ჩაისახნენ და ხალხიც ეგებება მას ყოველთვის, როდესაც კი გასაგებად  უხსნიან ამას.

სწორედ ამაშია ნამდვილი ძალა ანარქიზმისა და არა მოქმედთა, ჯგუფთა და მოკავშირეთა მომხრეობაში, – საკმაოდ  გაბედულებში მოქმედებისთვის, თავგანწირულ და ყოველ იმის მოლოდინში, რაც რევოლიუციას მოსდევს ხოლმე იმის მუშაკთათვის. ამათი რიცხვი, რასაკვირველია, ყოველდღე მატულობს, და კიდევ იმატებს, მაგრამ მხოლოდ ამბოხების წინად შეიქმნებიან უმრავლესობად, რაც ეხლა უმცირესობას წარმოადგენს.

* * *

  ისტორია გვიჩვენებს, რომ ისინი, ვინც რევოლიუციის წინად უმცირესობაში იყვნენ რევოლიუციის დღეს უმთავრეს ძალას წარმოადგენენ, თუ ისინი არიან ნამდვილი გამომხატველნი ხალხის მისწრაფებათა, და თუ – ეს მეორე აუცილებელი პირობაა – რევოლიუცია გრძელდება დიდხანს რომ რევოლიუციონურ იდეას შეეძლოს გავრცელდეს, და თვისი ნაყოფი მოიტანოს, მართლაც არ უნდა დავივიწყოთ, რომ ამბოხებას რომელიც ერთ ან ორ დღეს გრძელდება, არ შეუძლია გარდაქმნას საზოგადოება ანარქიულ კომუნიზმის მიმართულების მომხრედ. ხან–მოკლე ამბოხებას შეუძლია მხოლოდ დაამხოს ერთი მთავრობა და იმის ადგილას სხვა დააყენოს. იმას შეუძლია ბურჟუაზიული იმპერატორი ნაპოლეონი ბურჟუაზიულ რესპუბლიკანელ ჟულფავრით შესცვალოს, მაგრამ არ შეუძლია შეიტანოს რაიმე ცვლილება საზოგადო ძირითად დაწესებულებაში. რომ მოვახდინოთ რევოლიუცია საკუთრებისა და საზოგადოებრივ ცხოვრების ფორმაში, ჩვენ უნდა გავიაროთ მთელი სარევოლიუციო ხანა 3–4 წლის ან მეტის განმავლობაში. თუ საფრანგეთში ფეოდალურ წეს–წყობილებისა და მიწის მოწყობის მოსპობასა და სამეფო მთავრობის ძლიერების დამხობას ხუთს წელს განუწყვეტელი ამბოხება მოუნდა, 1788–დან 1793–მდე, ბურჟუაზიის ფეოდალიზმის და პლუტოკრატიის ძლიერების დამხობას, თუ მეტი არა ამდენი ხანი მაინც უნდა.

და  აი, სწორედ ასეთ საზოგადო მღელვარების დროს როდესაც გონება უფრო მსწრაფლად მუშაობს, როდესაც ყველას ბრწყინვალე ქალაქისა და მიყრუებულ სოფლის გლეხის ქოხში საზოგადო საქმე აინტერესებთ, დაობენ, ლაპარაკობენ, ცდილობენ ერთმანეთი დაარწმუნონ, სწორედ მაშინ ანარქიული  იდეა, უკვე არსებულ ჯგუფთაგან დათესილი, შეიძლება ამოვიდეს, ნაყოფი მოიტანოს და გამოირკვეს უმეტესთათვის, მაშინ ისინი, ვინც ეხლა გულგრილად უყურებენ ამას, ნამდვილი მომხრეები შეიქმნებიან ახალ იდეისა.

ასეთი იყო ყოველთვის განვითარების მსვლელობა და საფრანგეთის დიდი რევოლიუცია გამოდგება ამის მაგალითად.

* * *

რასაკვირველია, ამ რევოლიუციას (საფრანგეთისას) არ მოუხდენია ისეთი ღრმა  ცვლილებანი, რომელზედაც ჩვენ ვოცნებობთ; იგი დაკმაყოფილდა იმით, რომ დაამხო არისტოკრატია და იმის ადგილზე ბურჟუაზია დააყენა. იგი არ შეჰხებია კერძო საკუთრებას, პირიქით, გააძლიერა კიდეც იგი: სწორედ ამ რევოლიუციამ გაუხსნა საბრძანებელი ბურჟუაზიულ ექსპლოატაციას. მაგრამ ამან მოიტანა დიდი შედეგი მით რომ სამუდამოდ გააუქმა ბატონყმობა და იმისი წესი – გააუქმა ძალით, საქმით, რაც უნამდვილესია იმაზე, კანონით რომ გაეუქმებინათ ესა. ამან გაუხსნა მთელი ხანა რევოლიუციას, რომელიც იქიდან დაწყებული ერთი მეორეს მოსდევს და თანდათანობით უახლოვდება სოციალურ რევოლიუციას. ამან მისცა საფრანგეთის ხალხს ის სარევოლიუციო ძალა, ურომლისოდაც ხალხთ შეუძლიათ  მთელის საუკუნეების განმავლობაში ყოვლად საზიზღარ უღლის ქვეშ იხრჩობოდნენ. ამან უანდერძა ქვეყანას მთელი იდეური მსვლელობა, მდიდარ მომავლისათვის შედეგებით; ამან გააღვიძა სული მთავრობის საწინააღმდეგო მოქმედებისა; ამან მისცა საფრანგეთის ხალხს სარევოლიუციო აღზრდა. თუ საფრანგეთში 1871 წ. კომუნა იყო, თუ საფრანგეთის მუშა ეხლა სიამოვნებით ითვისებს ანარქისტულ კომუნიზმის იდეას, მაშინ, როდესაც სხვა ხალხები, როგორც გერმანია, კიდევ სახელმწიფოებრივობისა ანუ კონსტიტუციონალიზმის ხანაში არიან, იმ ხანაში, რაც საფრანგეთმა 1848 წლამდე გამოსცადა (ასეთს მდგომარეობაშია ეხლა გერმანია), ან და უფრო ადრე (ასეთ მდგომარეობაშია რუსთი), ეს იმიტომ, რომ წარსულ საუკუნის ბოლოს საფრანგეთმა გამოსცადა ოთხის წლის დიდი რევოლიუცია.

აბა მოვიგონოთ, როგორ სამწუხარო სურათს წარმოადგენდა საფრანგეთი ამ რევოლიუციამდე რამდენისამე წლის წინად და არა უმნიშვნელო რიცხვს წარმოადგენადა მეფის მთავრობის და ფეოდალური წყობილების გაუქმების მოოცნებენი!

გლეხი ისეთ სიღარიბეში და უვიცობაში იყო მაშინ, რომ ეხლა ძნელია წარმოვიდგინოთ, სოფლებში გაფანტული უგზო–უკვლო, მოწყვეტილი იმას, თუ რა ხდებოდა ასი ვერსის მოშორებით, სახნის-საკვეთზე დახრილნი, ჭირიან ქოხში ჩამწყვდეულნი, ისინი სამუდამოდ მონად შექმნილსა ჰგავდნენ. თანხმობა იმათ შორის შეუძლებელი იყო, ხოლო ყოველ მცირე ცდას აჯანყებისას მოჰყვებოდა ხოლმე ჯარი, სწყვეტდა აჯანყებულთ, ხოლო იმათ მფარველთ ახრჩობდა ჭასთან ორსაჟენ–ნახევრიან სახრჩობელაზე, როგორც ნათქვამი იყო მაშინ მოხსენებებში. ხანდახან აქა–იქ სოფლებში ძვირათ გაივლიდნენ ხოლმე ვიღაც უცნობი კაცები, მჩაგვრელთადმი სიძულვილს უღვიძებდნენ ხალხს, უღვიძებდნენ იმედს იმ იშვიათ ადამიანებს, რომელნიც გაჰბედავდნენ იმათ ყურის დაგდებას, მთავრობას გლეხი ძვლივძლივობით უბედავდა, ეთხოვნა პური და თუნდაც მცირე შემსუბუქება ხარკისა. საკმაოა, გადაათვალიეროთ სასოფლო „ნაკაზები“ იმათგან 1789 წელს წარდგენილი პალატის პირველ არჩევნების დროს, რომ დარწმუნდებით ამაში.

რაც შეეხება ბურჟუას, იმის დამახასიათებელ ნიშნად იმ დროს იყო განსაკუთრებით სიმხდალე, კერძო, ძალიან იშვითი პირები გაჰბედავდნენ ხოლმე მთავრობის გაკიცხვას და რაიმე გაბედული მოქმედებით აღვიძებდნენ საწინააღმდეგო სულს. მაგრამ ბურჟუაზიის უმეტესობამ ქედი მოიხარა მეფისა და იმის სასახლის წინაშე, გუბერნატორისა და ასე გასინჯეთ მეეზოვისა და მეეზოვის მსახურის წინაშეც კი. საკმაოა მხოლოდ წაიკითხოთ აქტი იმდროინდელი ქალაქის საბჭოსი, რომ ნახოთ როგორ საზიზღრად მლიქვნელური იყო ბურჟუაზიის ენა 1789 წლამდე. იმის სიტყვებში გამოსჭვივის თვით უმდაბლესი სიმხდალე, – რაც უნდა სთქვან ლუი ბლანმა და სხვა იმისმა პატივისცემლებმა. იმ დროის რევოლიუციონერთა მცირე რიცხვი – ძალიან ცოტა – უყურებდა გარშემო მყოფთ ღრმა სასოწარკვეთილებით და, მაგალითად, გამბედავი კამილ დემულენი სრულიად მართალი იყო, როდესაც შესანიშნავი ფრაზა წარმოსთქვა: “1789 წლამდე ჩვენ, რევოლიუციონერები, პარიზში სულ დიდი თორმეტამდე თუ ვიქნებოდითო“.

მერე როგორ ცვლილებას ვხედავთ სამისა თუ ოთხის წლის შემდეგ! როგორც კი მეფის მთავრობა ცოტ–ცოტად შესუსტდა სხვა და სხვა მდგომარეობის მეოხებით, ხალხმა მაშინვე დაიწყო მღელვარება. მთელი 1789 წელი სავსეა გლეხთა წვრილი და ხშირი ამბოხებებით. როგორც ჩვენს დროში იფეთქებს ხოლმე წვრილი ადგილობრივი შეტაკებები, აჯანყებაც ასე იფეთქებდა ხან აქ, ხან იქ, საფრანგეთის ზოგიერთ ნაწილებში. მაგრამ აჯანყება ცოტ–ცოტად ვრცელდება, უფრო საზოგადო, უფრო გაბედული ხდება და ამის დამარცხება უფრო და უფრო ძნელდება.

ორის წლის წინად გლეხები ძლივს ჰბედავდნენ მოეთხოვათ ხარკის რამდენადმე შემცირება (როგორც ეხლა ქალაქის მუშები თხოულობენ შრომის ხელფასის მომატებას) ეხლა კი, 1789 წელს გლეხი უკვე შორს მიდის. იბადება ზოგიერთი საერთო იდეა, სახელდობრ ის, რომ სამუდამოდ გადაიგდონ კისრიდან მძიმე ტვირთი აზნაურისა, მღვდლისა და ბურჟუა–მესაკუთრისა… როგორც კი შენიშნა გლეხმა რომ მთავრობა უძლური იყო, წინააღმდეგობა გაეწია ამბოხებისათვის, იგი ამხედრდა თავის მტრების წინააღმდეგ. რამდენიმე გაბედულმა კაცმა უკვე დასწვა პირველი ციხეები. უმეტესობა,  ჯერ კიდევ დაჩაგრული და მშიშარა, უცდიდა, ვიდრე ცეცხლის ალი ფართოდ მოედებოდა, რომ ხარკის ამკრეფი ერთ–ერთ იმ ბოძთაგანზე ჩამოეხრჩო, რომელზედაც ოდესმე ამბოხების წინამორბედნი იღუპებოდნენ.

წინად მხედრობა საჩქაროდ გამოცხადებოდა ხოლმე ამბოხების ადგილზე, ეხლა, (1789 წელს) იგი ისე მოუცლელია ერთსა და იმავე დროს, სხვა და სხვა ადგილებში, რომ აჯანყების ჩასაქრობად არ მოდის. – აჯანყება ერთის სოფლიდან მეორეზე გადადის და ჩქარა მთელის საფრანგეთის ნახევარს იპყრობს.

იმ დროს, როდესაც ბურჟუაზიიდან გამოსული მომავალი რავოლიუციონერები კიდევ თაყვანს სცემდნენ მეფეს; იმ დროს, როდესაც მომავალ რევოლიუციის თვალსაჩინო მოღვაწეები კიდევ სცდილობდნენ, ჩაექროთ ამბოხება ცოტაოდენის დათმობით.  სოფლები და ქალაქები უკვე დიდი ხნის წინად აჯანყდებიან გენერალურ შტატების შეკრებამდე და მირაბოს სიტყვების თქმამდე. ასობით ამბოხებანი (ტენი სამასად იხსენებს ამათ) იფეთქებს სოფლებში მანამდე, ვიდრე პარიზელები, შუბებით და რამდენისამე საცოდავი ზარბაზნებით შეიარაღებულნი, ეცემიან ბასტილიას 14 ივლისს 1789 წელს.

აქედან მოკიდებული რევოლიუციის ჩაქრობა შეუძლებელი ხდება. რომ ამას მარტო პარიზში ეფეთქნა, რომ ეს მარტო საპარლამენტო რევოლიუცია ყოფილიყო, იგი სისხლში ჩამხრჩვალი იქნებოდა, და კონტ–რევოლიუციონური ავაზაკები თეთრის ბაირაღებით ივლიდნენ სოფლითი სოფლად, ქალაქითი ქალაქად და ხოცვას დაუწყებდნენ გლეხებსა და “პატრიოტებს“. (ასე უწოდებდნენ თვის თავს ყველა ისინი ვინც მომხრე იყო კონსტიტუციისა და ხალხის განთავისუფლებისა). მაგრამ, საბედნიეროდ, რევოლიუციამ დასაწყისიდანვე სხვა ხასიათი მიიღო. იგი ჩქარა მოედო ასობით სოფელს, ყოველ სოფელში, ყოველს დაბაში, ყოველს ქალაქში, აჯანყებულ პროვინციისა სარევოლიუციო უმცირესობა, მძლავრი თავის გაბედულებითა და აგრეთვე იმ მდუმარე დახმარებით, რასაც იგი ხალხის მისწრაფებაში ხდებოდა, იერიშით მიდიოდა მემამულეთა კოშკისა,  ქალაქის სამმართველოსა ან და ბასტილიის ასაღებათ, შიშის ზარს სცემდა არისტოკრატიას და უმაღლეს ბურჟუაზიას და სპობდა უპირატესობას. უმცირესობა იწყებდა რევოლიუციას და იმხრობდა დანარჩენ მასსას. ყოველი რევოლიუცია უმცირესობისაგან ხდება.

________________
მადლობა ხატია ჭოხონელიძეს წიგნის ელექტრონული ვერსიის მომზადებისათვის.

Leave a comment

Filed under Electronic Versions

პეტრე კროპოტკინი – მართლმსაჯულება

წიგნის გამომცემლობა ”თანასწორობა”
____________________________

პეტრე კროპოტკინი

მართლმსაჯულება

თარგმანი ა.ფ-ვასი.

თფილისი

სტამბა ”იდეალი” (მ.დ. კიკნაძისა), ნიკოლოზის ქუჩა № 6

1906

 მართლმსაჯულება

ადოლფ ბლანკიმ [1], სენ-სიმონის მიმდევარმა, თავის პოლიტიკური ეკონომიის ისტორიაში, რომელიც გამოსცა 1837 წელს, სრულის სისწორით აღნიშნა  ეკონომიკური ფაქტორის მნიშვნელობა კაცობრიობის ცხოვრებაში. მან აღნიშნა, რომ ეკონომიკური ფაქტორები განსაზღვრავენ საზოგადოების პოლიტიკურ ფორმებს და ძლიერი გავლენა აქვთ, როგორც უფლებისა და ზნეობის ცნებაზე, აგრეთვე ფილოსოფიაზედაც საერთოდ. იმ დროში საზოგადოებრივი ყურადღება მიპყრობილი იყო უმთავრესად ცხოვრების პოლიტიკურ ფორმებზე; სამეურნეო პირობებს კი ჯეროვან ყურადღებას არ აქცევდნენ; ამის გამო შესაფერის ანგარიშს არ უწევდნენ ბურჟუაზიული მეურნეობის შედეგებს, რომელიც საფრანგეთში დამყარდა პირველი რესპუბლიკის ნანგრევებზე.

სრულიად ბუნებრივია, რომ ბლანკიმ, წამოაყენა რა ცხოვრების ეკონომიკურ პირობათა მნიშვნელობა და სურდა რა მოაზრე ხალხის ყურადღება მიექცია ამ საკითხისათვის, რომელსაც მცირე მნიშვნელობას აძლევდნენ, და აგრეთვე სოციალისტური მოძრაობისთვის, რომელიც ის-ის იყო იბადებოდა ამ წლებში, – რამდენადმე გაადიდა ეკონომიკურ პირობათა მნიშვნელობა და ამტკიცებდა, რომ შეიძლება  მთელი ისტორია განხილულ იქნას, როგორც ეკონომიკურ ურთიერთობათა ზედნაშენიო. ეს საჭირო იყო, ყოველ შემთხვევაში კი – აუცილებელი. მეცნიერებათა ისტორიაში ეს მუდმივ გვხვდება. ხოლმე “დაე სხვებმა, ფიქრობდა იგი, წამოაყენონ საზოგადოებრივი ცხოვრების სხვა ფაქტორები: მართველობის პოლიტიკური ფორმები, სამართლიანობისა და სასამართლოს ცნებანი, სარწმუნოებრივი და ზნეობრივი შეხედულებანი. ჩემთვის კი, აუცილებელია ჩემი მსოფლმხედველობის სიდიადე წამოვაყენო,  ცხოვრების სხვა ფაქტორებს უჩემოდაც უკვე დიდი მნიშვნელობა მისცესო”.

ცნობილია, თუ როგორ განადიდეს ბლანკისა და სენ-სიმონისტების საფუძვლები გერმანიის სოციალ-დემოკრატებმა. ანარქისტები, თავის ყურადღებას აქცევენ, მეორე მძლავრ ფაქტორს საზოგადოების ცხოვრებაში – სახელმწიფოებრივი იდეის განვითარებას და მის ფუნქციათა გამრავლებას.

მაგრამ, უნდა გამოვტყდეთ, რომ იერარქიულ, ცენტრალისტურ, იაკობინურ და თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული დაწესებულების – სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში, ჩვენ საკმაოდ ძლიერი კრიტიკის ბრძმედში არ გაგვიტარებია სასამართლოს დაწესებულება. ჩვენ ხშირად გვილაპარაკნია ამ საგანზე; ჩვენი გაზეთები მუდმივ უბრუნდებიან ამ საკითხს, მაგრამ საკმაოდ მაინც ვერ გამოვარკვიეთ ამ დაწესებულების შინაარსი.

ამ წერილს აზრათა აქვს: საყოველთაო ყურადღება მიაქციოს ამ საგანს და რაც შეიძლება სავსებით განიხილოს იგი.

დაწესებულებათა განვითარების შესწავლას აუცილებლათ მივყევართ იმ დასკვნამდი, რომ სახელმწიფო და სასამართლო, – ესე იგი მოსამართლეთა ინსტიტუტი, სპეციალურად იმისთვის დანიშნული, რომ საზოგადოებაში მართლმსაჯულება დაიცვას, – წარმოადგენენ ორს დაწესებულებას, რომელნიც არამც თუ ერთი მეორის გვერდით არსებობენ, არამედ მჭიდროთ არიან შეკავშირებულნი, როგორც მიზეზი და შედეგი.

მოსამართლეთა განაჩენს, რომლის დანიშნულებაც სპეციალურად იმაში მდგომარეობს, რომ სხვადასხვა სასჯელი დასდოს კანონის დარღვევისათვის, აუცლიებლად სახელმწიფო უფლობის შექმნა მოსდევს. ის, ვინც აღიარებს სპეციალური მოსამართლეებისა და სასამართლოს აუცილებლობას, მთელი თანხლებული სისტემით კანონებისა და სასჯელებისა, იმავ დროს, სწორედ ამითი სცნობს იგი სახემწიფოს აუცილებლობას. მას სჭირია მთავრობა, რომელიც კანონებს გამოსცემს; მას სჭირია კანონების გაერთიანება; მას სჭირია სატუსაღოების, ჯალათების, პოლიციის და ჯარის სისტემა, რომელნიც ცენტრალისტურ მთავრობას ექვემდებარებიან.

მოსამართლეთა დაწესებულებას, როგორც საზოგადოებრივი ცხოვრების სპეციალურ ორგანოს, აუცილებლად მოსდევს სახელმწიფოებრივი უფლობის და თვით სახელმწიფოს შექმნა. სახელმწიფოს კი, თავის მხრივ, აუცილებლად მოსდევს სპეციალურად მართლმსაჯულების აღსასრულებლად დანიშნულ სასამართლოს დაწესება.

მართლაც, გვარ-ტომობრივი წყობილების დროს, არ ყოფილა სპეციალური მოსამართლე. პირველყოფილ ტომებში ქურდობა და კაცის კვლა ერთსა და იმავე ტომის წევრთა შორის არ არსებობდა [2]. ამას უმთავრესად ხელს უწყობდნენ ერთხელვე შეთვისებული ზნე-ჩვეულებანი. მაგრამ თუ ვინმე დაარღვევდა გვარ-ტომობრივ წმინდა ადათებს, მაშინ ტომი დამნაშავეს ან ჩაქოლავდა, ან დასწვავდა. განაჩენის აღსრულებაში ტომის ყველა წევრი იღებდა მონაწილეობას, რომელიც გამოიხატებოდა ან ქვის სროლაში, ან კონა ფიჩხის მოტანაში კოცონის შესანთებად, რომ ამგვარად დასასჯელი ადამიანის სიკვდილი კერძოდ არავის დაბრალებოდა, არამედ მთელი გვარეულობა ყოფილიყო პასუხის მგებელი [3].

და თუ გარეშე ვინმე მოკლავდა, ან დასჭრიდა ვისმეს, ვნებულის მთელი გვარ-ტომი ვალდებული იყო მოეკლა ვინმე იმ გვარეულობის წევრი, რომელსაც მკვლელი ეკუთვნოდა; ან არა და დაეჭრა სწორედ იმდენად და იმ სიღრმემდი, როგორც თვითონ დაჭრილი იყო – არც ერთი პურის მარცვლით (მაშინდელი საზომი) არც მეტი და არც ნაკლები. ამგვარად ქონდა გვარ-ტომს წარმოდგენილი სიმართლე. უფრო გვიან კი, ჩვენი ქორონიკონის პირველ საუკუნეთა განმავლობაში, თემებში სიმართლის ცნება შეიცვალა. საგვარეულო შურისძიება თანდათან ქრება, რა თქმა უნდა ძალიან ნელა: ჯერ-ჯერობით მიწათ-მოქმედ ხალხში. სამხედრო წოდებასა და თავად-აზნაურობაში (ყოფილ მეომრებში), იგი კიდევ არსებობს. გვარ–ტომობრივი შურისძიების მაგივრად დამყარდა დაჯილდოება, ჯარიმა, რომელიც დაზარალებულის ოჯახს ეძლეოდა.

გაჩნდნენ თუ არა კერძო ოჯახები, რომელნიც ოჯახის უფროსს ემორჩილებოდნენ და რომელთაც ქონდათ ცალკე ქოენაბა (საქონელი, ან სხვა ტომებისათვის წანართმევი მონები) დაჯილდოება ან ჯარიმა თანდათან შეფასების ხასიათს ღებულობდა – ე.ი. შეაფასებდნენ თუ რამდენათ “ღირდა”  ადამიანი, რომელიც დასჭრეს, ან ავნეს რამე, ან მოკლეს. მონის, მხვნელის, მეომრის, თავადის, ე.ი. რაზმის უფროსის მოკვლისათვის, ან დასახიჩრებისათვის, განსაზღვრული გადასახადი იყო დადებული, რომელიც დამნაშავეს უნდა გადაეხადა. სხვადასხვა ჯურის ხალხთა დაფასება შეადგენს კანონის უმთავრეს შინაარს, ეგრეთ წოდებულ ბარბაროსულ პერიოდში. (“რუსული სიმართლე”, ლანგობარდელი კანონი და სხვა).

მაშინდელ დროში დამნაშავეთ სასოფლო თემი ასამართლებდა. მას შემდეგ, რაც ორივე მხარე შესთახნდმებოდა საზიზღარ შურისძიებისთვის არ მიემართათ, და ამის მაგივრად ჯარიმა გადაეხადათ, თემი იკრიბებოდა დანიშნულ ადგილას და თვით დანაშაულობის ფაქტს ამოწმებდა. ამას თითოეული მხრიდან ექვსი,  ან თორმეტი ნაფიცი კაცი ფიცს ქვეშ ამტკიცებდა. მაშინ მოხუცებულები, ან განსაკუთრებული მგოსნები, რომელნიც თავიანთ ლექსებში ან სიმღერებში იმახსოვრებდნენ კანონებს (ე.ი. თუ რად ფასობს თითო ადამიანი) ან კიდევ თემისმიერ მოწვეული მოსამართლეები, (რომელნიც ჩაუწერელ კანონების ცოდნით განთქმულ გვარეულობიდან იყვნენ) განსაზღვრავდნენ ჯარიმის რაოდენობას: ამდენი პირუტყვი, ადგენდნენ ისინი, უნდა გადაიხადოს ამ და ამ ჭრილობისათვის, ან ამა და ამ კაცის მოკვლისთვისო, რაც შეეხება: უბრალო ქურდობას, ქურდი მოვალე იყო, რომ მოპარული საქონელი უკანვე დაებრუნებინა  და მშვიდობიანობის დარღვევისთვის განსაზღვრული ჯარიმა გადაეხადა. ამ ჯარიმას პირველად ადგილობრივ ღმერთებს სწირავდნენ, ხოლო შემდეგში კი – თემის  წმინდანებს. “ღვთაებრივ სამართალს” ე.ი. ცეცხლით ან წყლით გამოცდას, ან და ორთაშუა ბრძოლას, მხოლოდ იმ შემთხვევაში მიმართავდნენ, თუ ორივე მხრის ნაფიცნი  ვერ შესთანხმდებოდნენ თვით ჩადენილ ფაქტის შესახებ –  როდესაც ერთნი ამტკიცებდნენ, ხოლო მეორენი კი უარყოფდნენ მას.

მაგრამ, თადნათან ხალხთა გადასახლებისა და შემოსევათა დროს, ბევრი თავისუფალი თემი ჩავარდა სხვის უღელს ქვეშ, სხვადასხვა ტომები და ტომთა სხვადასხვა კავშირები, თავიანთი მრავალგვარი ჩვეულებებით, ერთსა და იმავე ადგილზე ესახლებოდნენ. ამგვარად გაჩნდნენ დაპყრობილნი. გარდა ამისა გამოჩნდნენ ქრისტიანების მღვდლები და ეპისკოპოსები, რომელთაც ხალხი ისე უყურებდა, როგორც საშიშ ჯადოქრებს (ციმბირის ერები აქამდისაც ასე უყურებენ მათ). ცოტ-ცოტათი კანონის დამცველ მგოსნის, მოწვეულ მსაჯულებისა და თვითონ ყრილობის მაგივრათ, რომელნიც უწინ განსაზღვრავდნენ ჯარიმის რაოდენობას, ახლა ჯარიმის დადგენა ეპისკოპოსის მიერ დანიშნულმა მსაჯულმა დაიწყო, ან და მეომართა წინამძღოლმა თავადმა ან მისმა მოადგილემ, რომელიც გასაზღვრულ ოლქს ფლობდა.

ეს მოსამართლეები პირველად განსაზღვრავდნენ მხოლოდ იმას, თუ რამდენი ჯარიმა უნდა გადაეხადათ ყოველ ახალ შემთხვევაში, ძველი ჩვეულებისამებრ, მაგრამ შეისწავლეს თუ არა ცოტაოდენი რამ მონასტრებსა და თავადთა რაზმებში, ძველი ჩვეულებისა და ძველი კანონის ცნებებს, თანდათან შეურიეს ცნებანი, რომელნიც ამოიღეს ძველი აღთქმიდან, ბიზანტიის საეკლესიო კანონებიდან, ხოლო შემდეგ, რომის, ესე იგი, ბიზანტიის სისხლის სამართლის კანონებიდან  და ნელ-ნელა გადაიქცნენ მსაჯულებათ, ამ სიტყვის ახლანდელი მნიშვნელობით.

მშვიდობიანობის დარღვევისათვის შეწერილ ჯარიმას, რომელსაც უწინ ადგილობრივ ღმერთებს სწირავნდნენ, ხოლო შემდეგ ყრილობას აძლევდნენ, ახლა ეპისკოპოსი, თავადი ან მისი მოადგილე დიდებული იღებდა. ამგვარად დაჯარიმება უფრო მაღლა დააყენეს, ვიდრე დაზარალებულთა დაჯილდოება. ამ ჯარიმაში უკვე ჩასახულია სახელმწიფო, რომელიც სჯის ადამიანებს თავისი კანონების ყოვლეგვარი დარღვევისათვის.

სასჯელის აზრი მტკიცდება და თანდათან სასამართლოს უმთავრეს მოვალეობათ ხდება. უწინ, მკვლელობის ან დასახიჩრების დროს უმთავრესი საკითხი ის იყო, თუ როგორ დაეჯილდოვებინათ ის ოჯახი, რომლის მარჩენალი და მუშაც მოკლეს ან დაასახიჩრეს. ეხლანდელ სასამართლოს ასეთი წარმოშობა ავიწყდებათ და პირველ საკითხად იმას აყენებენ, –  თუ როგორ დასჯის უმაღლესი მთავრობა მისი კანონების ურჩს. საქრისტიანო ეკლესია, განსაკუთრებით ხელს უწყობდა ამგვარი შეხედულების დამყარებას. ნივთიერ ჯილდოს ის ნაკლებ მნიშვნელობას აძლევდა; მას ყველაზე უწინარეს დასჯა ესაჭიროებოდა. ღმერთი სჯის ადამიანებს; მაშასადამე ეკლესიაც აგრე უნდა მოიქცეს: ტყუილდ კი არ არის იგი ქვეყნად ღვთის მადგილე. ამას გარდა მას ესაჭირებოდა დაემყარებინა თავისი უფლობა, დაეშინებია ხალხი ძველი ებრაული ეკლესიის დაგვარად. მის თვალში ადამიანის დაჭრა – სრულიადაც არ არის უბრალო ჭრილობა, რომელიც დაუშლის დაჭრილს ლუკმა-პურის შოვნას; იგი წარმოადგენს ღვთის კანონის დარღვევას, ღვთაების შეურაცხყოფას, მაშასადამე ჯილდო – მეორე ხარისხოვანი საქმეა. უმთავრესი კი – სასჯელია. თანდათან ეკლესიისგან დაწესებული სასჯელი, განსაკუთრებით აღმოსავლეთის გავლენით, უფრო და უფრო სასტიკი ხდება.

ჩვენი ქორონიკონის მეათე და მეთერთმეტე საუკუნეებში იწყება ქალაქების დიდი რევოლუცია. მთელ ევროპაში ქალაქები იწყებენ ეპისკოპოსთა, მებატონეთა და თავადთა, ან მეფეთაგან დანიშნულ მოსამართლეების განდევნას. ქალაქების მცხოვრებნი ერთმანეთს შორის ფიცსა სდებენ (conjuratio) დაივიწყონ ყოველ გვარი დავა, რომელიც კიდევ არსებობს თემობრივი შურისძიების [4] გამო. და თუ ატყდებოდა ახალი უთანხმოება, ისინი პირობას სდებდნენ არამც და არამც არ მიემართათ ეპისკოპოსის, ბატონის ან თავადის სამართველოსათვის, არამედ თავისივე გილდიის, თავისი ქუჩის, თავისი თემის სამსჯავროს საშუალებით გაეთავებიათ საქმე ან არადა ქალაქის სასამართლოსთვის – ესე იგი ყრილობისათვის მიემართათ. სინდიკები (მსაჯულები) არჩეულნი გილდიისაგან, ქუჩისაგან ან ქალაქისაგან, – უფრო მნიშვნელოვან შემთხვევებში კი თვითონ გილდიები, თვითონ ქუჩა და თვითონ ყრილობა – არჩევდნენ ამ საქმეებს და სწყვეტდნენ, თუ ვის რა ჯილდო ეკუთვნოდა დაზარალების, დაჭრის, დასახიჩრების, ან მკვლელობის დროს.

შემდეგ შემოდის თავისუფალი სამედიატორო სასამართლო ცალკე პირებს, გილდიებს და ქალაქებს შორის; ეს სამედიატორო სასამართლო საოცარის სისწრაფვით ვრცელდება.

ამავე დროს კი საქრისტიანო მოძღვრება და რომის უფლება, თავიანთ საქმეებს აკეთებენ. მღვდელი მუდამ მრისხანე ღვთის შურის ძიებაზე გაიძახის. მის ქადაგებათა საყვარელ შინაარს (დღემდისაც აგრე დარჩენილა) შეადგენდა საუბარი, იმ საუკუნო შურისძიებაზე, რომელიც თავს ატყდება ადამიანს სამღვდელოების ბრძანების დარღვევისათვის. ეკლესია, სახარების სიტყვებზე დამყარებული, თითეულ “დამნაშავეში” “ეშმაკეულს” ხედავს; იგი იგონებს ყოველგვარ წარმოუდგენელ წამებებს, რათა დამნაშავეს სხეულიდან “განდევნოს ეშმაკი”. იგი აწამებს მას, სწვავს კოცონზე. და რადგანაც ჩვენი ქორონიკონის პირველ საუკუნეოებიდან დაწყებული, მღვდელი საერო მებატონეთ და პაპი – მეფედ გადაიქცა, ცხადია, რომ სასულიერო უფლობა ქუხს და სდევნის თავის შურისძიებით აგრეთვე იმათაც, ვინც არღვევს მხედრობის უფროსის, ბატონის, მეფის, ეპისკოპოს-მემამულის, მეფე-პაპის, ან პატრიარქის მიერ გამოცემულ კანონებს. საერო უფლობა ღვთაებრივ ჩამომავლობას ღებულობს. თვითონ პაპი, რომელსაც მუდმივ მიმართავდნენ როგორც საჩივართა უმაღლესს გადამწყვეტს, მალე გარს იხვევს კანონის მცოდნეთ, რომელთაც შესწავლილი აქვთ რომის საიმპერატორო და საბატონო უფლება, ამისთვის სპეციალური უნივერსიტეტებიც კი არსდება.

საღი გონება, ადგილობრივ ჩვეულებათა და სამართლიანობის შესახებ ხალხის ცნებათა ცოდნა, ცნობა ადამიანისა თავისივე მეზობლებისა და საზოგადოების წევრთაგან, – რითაც ძველათ ხალხური სამსჯავროები განირჩეოდნენ, – ახლა უსარგებლოთა და მავნებლათ მიაჩნიათ. მათში “ ცუდ ვნებათა”, ”მშფოთვარე სულის” და ”თვით ეშმაკის ხრიკთა” წაქეზებას ხედავენ, “პრეცედენტი”  – ე.ი. ოდესმე რომელიმე მსაჯულისაგან მიღებული გადაწყვეტილება კანონათ ხდება; ამ პრეცედენტებს რათა მეტი მნიშვნელობა მიეცათ მათთვის, ეძებდნენ ძველს, შორეულ ხანებში – საიმპერატორო რომისა და ებრაელების მეფეთა სამსჯავროების განაჩენებში.

სამედიატორო სასამართლო თან და თან ქრება,  იმისდაგვარად, რამდენადაც ბატონებს, თავადებს, ეპისკოპოსებს, მეფეებს და პაპებს უფლობა და ძალა ემატებათ და რამდენათაც სასულიერო და საერო მთავრობათა შორის კავშირი მტკიცდება. ერთიცა და მეორე მთავრობაც პროტესტს აცხადებენ სამედიატორო სასამართლოსთვის მიმართვის წინააღმდეგ, რადგანაც ეგ შემოსავალს უსპობს მათ. ისინი თხოულობენ, რომ ყველა მოჩივარნი უკლებლივ მათი მოადგილეების წინაშე გამოცხადდენ. დაჯილდოება სისხლის სამართლის საქმეებში თითქმის სრულიად ქრება და იმის ადგილს შურისძიება  იჭერს, საქრისტიანო ღმერთის სახელით, ან და რომის მაგალითისამებრ სახელმწიფოს სახელით. აღმოსავლეთის გავლენით სასჯელი თანდათან სასტიკი ხდება. ეკლესია და მას შემდეგ საერობო მთავრობა ისე, იწვრთნებიან სისასტიკეში, რომ ახლანდელი მკითხველისათვის პირდაპირ აუტანელი ხდება იმდროინდელ სასჯელთა და წამებათა შესახებ რისამე წაკითხვა.

ამგვარად მეთერთმეტესა და მეთექვსმეტე საუკონოებს შორის ძირითადი შეხედულება ამ ყოველ კაცობრიულ საზოგადოებისათვის ძირითად საკითხზედ, სრულებით შეიცვალა და როდესაც იმ მიზეზთა ძალით, რომელნიც მეორე ადგილას გავარჩიე (“სახელმწიფო და მისი როლი ისტორიაში” პ.კ), – სახელმწიფო შეუდგა დამოუკიდებელი ქალაქების დაპყრობას, რომელთაც მეთექვსმეტე საუკუნეში თეორიულადაც დავიწყებას მისცეს, თავისუფალი ყრილობიანი წესწყობილებისა და შეთანხმებითი ფედერატიული ხელშეკრულების ძირითადი პრინციპები.  ამიტომაც მათი დაპყრობა შედარებით ადვილი გამოდგა. ოდესღაც თავისუფალი ქალაქები, ქრისტიანობისა და რომის უფლების გავლენით, მეთხუთმეტე საუკუნის ბოლოში, პატარა სახელმწიფოებად გადაიქცნენ არა თუ დაწესებულებებში, არამედ მოარულ ცნებებშიაც, რომელნიც ამ ქალაქების  მცხოვრებთა შორის განვითარდენ, მაშასადამე დიდ სახელმწიფოსთვის ძნელი არ იყო მათი ჩაყლაპვა.

რასაკვირველია, მეტად საინტერესო იყო, თვალი გადაგვევლო, თუ რა გავლენა იქონიეს ამ ხუთასი წლის განმავლობაში მომხდარმა ეკონომიკურ პირობათა ცვლილებებმა, სამოქალაქო წესწყობილებაზე. მეტად საყურადღებო იქნებოდა გაგვერჩია, თუ როგორი გავლენა იქონიეს შორეულ ქვეყნებთან ვაჭრობამ, საქონლის გატანამ, ბანკების დაარსებამ და საშუალო საუკუნეების ქალაქთა სესხებმა, შემდეგ ომებამა, შორეულ ქვეყნებში კოლონიზაციამ და წარმოების ჩანასახმა კაპიტალისტის გამგეობის ქვეშ, რომელნიც  გაჩნდნენ სათემო- საქალაქო წარმოების, მოხმარებისა და ვაჭრობის მაგივრად, – ყველა ამ სამეურნეო პირობებმა შეხედულებისა და აზრთა გამოცვლაზე. ამისი საუცხოო მაგალითები გაბნეულია საშვალო საუკუნეთა რესპუბლიკების ისტორიკოსთა ნაწერებში. იქვე შეგხვდებათ საყურადღებო შენიშვნები საქრისტიანო და სახელმწიფოებრივ იდეათა ცხოვრების წესწყობილებაზე გავლენის შესახებ. მაგრამ ეკონომიური ფაქტორისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მიწერა ისეთივე შეცდომა იქნება, როგორც ის, რომ ბოტანიკმა მტკიცება დაიწყოს მცენარის ზრდა, მარტო სითბოს რაოდენობაზეა დამოკიდებულიო და რა თქმა უნდა უარესი შეცდომა იქნება დავკმაყოფილდეთ მხოლოდ ამ ერთი ფაქტორით მცენარის განვითარებისა და სხვადასხვა სახეთა მიღების პირობათა გამორკვევის დროს.

ჩვენგან მოყვანილი მოკლე ისტორიული მიმოხილვა გვიჩვენებს, თუ როგორ არიან დაკავშირებულნი საზოგადოებრივი შურისძიების დაწესებულება ეგრეთ წოდებულ სასამართლო  და სახელმწიფო,  თუ როგორ წარმოშვა ერთმა მეორე და როგორ ძნელია ისტორიაში მათი ერთმანეთისგან განცალკევება.

სწორედ აგრეთვე, საღი მსჯელობა გვიჩვენებს, თუ რამდენად განუყოფელნი არიან ლოღიკურად სასამართლო და სახელმწიფო.  ორივე ისინი გამომდინარეობენ მთავრობის საჭიროების შეგნების ერთგვარ ცნებათაგან; ეს მთავრობა ზრუნავს საზოგადოების დაცვისათვის და შურს იძიებს მათზე, ვინც გაბედა და დაარღვია დადგენილი პრეცედენტები – კანონი.

მოიწვიეთ მსაჯულები, სპეციალურად დანიშნულნი თქვენს მართველთ მიერ, ან თვითონ თქვენთაგან არჩეულნი, რომ შური იძიონ თქვენთვის მათზე, ვინც კანონთა კრებულში თავმოყრილ პრეცედენტებს დაარღვევს – ან მარტო იმისთვის, რომ შური იძიონ საზოგადოების და კანონის სახელით საზოგადოებრივ ჩვეულებების დამრღვევთა წინააღმდეგ, – და თქვენ დაინახავთ რომ სახელმწიფო აუცილებელი ლოღიკური შედეგია ამ დაწესებულებისა. მეორე მხრით – დასტოვეთ პირამიდისებური, ცენტრალისტური დაწესებულება, რომელიც ცხოვრების ყოველგვარ მოვლენაში ჩაერევა, თქვენგან სახელმწიფოდ წოდებული – და მალე გაჩნდებიან სახელმწიფოს მიერ დანიშნული მსაჯულები, რომელთაც მხარს დაუჭერენ სახელმწიფოს ყველა აღმასრულებელი ორგანოები და რომელთაც ის დანიშნულება ექნებათ, რომ სახელმწიფოს სახელით შური იძიონ იმათზე, ვინც გაბედავს და სახელმწიფოს ბრძანებას დაარღვევს.

ახლა, ჩვენ ისეთ დროში ვცხოვრობთ, რომ გვიხდება ყველა თანამედროვე საზოგადოებრივ საფუძველთა განხილვა. ჩვენ, მიწის, საზოგადოებრივ კაპიტალის და სხვაგვარ საქონელზე საკუთრების უფლებას, მტაცებლობას და დაკანონებულ ძარცვა-გლეჯას ვუწოდებთ. ჩვენ ვამბობთ, რომ სააქციონერო ამხანაგობათა მონოპოლია წყლისა, გაზისა, რკინის გზებისა ან მადნების დამუშავებისა, –  ნეაპოლიტანელი მაფიის და კამმორის მაგვარი ავაზაკობაა და სხვა არაფერი. ჩვენ ვუწოდებთ მთავრობას უზურპატორს, რომელსაც ხელში ვყევართ დაჭერილი და ავაზაკებს ვეძახით იმ სახელმწიფოებს, რომელნიც დაპყრობის მიზნით ერთმანეთს ეომებიან.

და აი ახლა თვთონ ჩვენგანვეა დამოკიდებული შევჩერდეთ შუა გზაზე ამ გაბედულ კრიტიკის დროს, თუ ბოლომდის მივიყვანოთ იგი. ვაძლევთ რა ხარკს საეკლესიო და რომის შურისძიების იდეათა თანახმად აღზრდაში, ჩვენ შეგვიძლია რასაკვირველია ქედი მოვიხაროთ იმ ბუშის წინაშე, რომელიც ეკლესიისა და საიმპერატორო რომის კავშირისაგან იშვა და რომელსაც – სამართლიანი სამსჯავრო  ეწოდება. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ჩვენს კრიტიკაში გავატაროთ ეგ დაწესებულებაც, რომელიც კაპიტალიზმისა და სახელმწიფოს მეტად  საიმედო ბურჯს შეადგენს.

მრისხანე ღვთის შურისძიების იდეებით გამსჭვალულნი, რომლის მოვალეობათა შემსუბუქებას ჩვენ ვკისრულობთ და შეპყრობილნი სახელმწიფოს იდეებით, რომელსაც ჩვენ ვამღერებთ, იქამდი, რომ ვსთვლით მას სიმართლის განხორციელებად, ჩვენ რა თქმა უნდა შეგვიძლია დავსტოვოთ ეგ დაწესებულება – სამსჯავრო – და წარმოვიდგინოთ იგი, როგორც ღვთაებრივი სამართლიანობის ქვეყნიური  განხორციელება.

ამ შემთხვევაში ჩვენ დავიტოვებთ ჩვენგან ამორჩეულს ან მთავრობისაგან დანიშნულ მსაჯულებს  და დაუწყებთ ხვეწნას: – “ბატონებო, დაიცავით ჩვენი ჩვეულებანი და სასამართლოს განაჩენთა ყოველგვარი  პრეცედენტები, რომელნიც ჩვენს კანონებშია შეკრებილი, რათა ყველასაგან პატივცემული იყოს იგი. თქვენ, სამართლიანობის გამომსახველნო, განგმირეთ ვინც ჩვეულებათა  და კანონების წინაშე დააშავებს რასმე, ჩვენ მოგცემთ ყოველგვარ საჭირო საშვალებებს ძალმომრეობისთვის; ჩვენ ზნეობრივ დახმარებას გაგიწევთ ოღონდ კი მოსპეთ, დახოცეთ!”

და ასე, ამნაირად სახელმწიფო, როგორც ძალა ყველაზე და საზაოგადოებაზე მაღლა დაყენებული, რომელიც საუბედუროდ მიილტვის გააფართოვოს თავისი უფლებები და ყველაფერი თავის ხელებში ჩაიბღუჯოს, – მტკიცედ დამყარდება იქამდი სანამ ახალი რევოლუცია არ დაამხობს მას.

მართლაც, როდესაც ჩხუბისა და საჩივრის დროს მოჩხუბარნი და მოჩივარნი ყოველი ახალი შემთხვევისათვის, მათგანვე საგანგებოდ არჩეულ სამედიატორო სასამართლოს მიმართავდნენ ხოლმე, – ეს სამსჯავრო საქმის განხილვის დროს ხელმძღვანელობდა სამართლიანობისა, ადამიანთა ურთიერთობებისა და აგრეთვე პირადი და საზოგადოებრივი სინდისის თავისებური შეგნებით, ხოლო მსაჯულები კი რომელნიც სპეციალურად იმისთვის არიან დაყენებულნი, რომ გაასამართლონ და დასაჯონ ბრალდებული, კანონთა კრებულით უნდა ხელმძღვანელებდნენ. რა კი საჭირო შეიქმნა კანონთა კრებული, აუცილებელია საკანონმდებლო მანქანაც კანონთა კრებულის შესადგენად. ამ კრებულში უნდა მოთავსდნენ ის პრეცედენტები, რომელნიც ნაკლებ ეწინააღდეგებიან ერთამენთს. ამასთანავე ამათგან ისეთები უნდა ამოირჩეს, რომლებსაც მომავლისთვისაც გამოსადეგად სცნობენ. იმის თქმა, რომ კანონების შედგენა შეიძლება მივანიჭოთ ეგრეთ წოდებულ მთელი ხალხის “პირდაპირი კანონმდებლობას”, რომელიც დაეკითხება ხალხს, თუ როგორ გამოსახოს მომავლისათვის სავალდებულო პრეცენდეტები და შემდეგ ხალხიც თავისი კენჭის ყრით კანონად აქცევდეს მათ – ეს ნამდვილი ოცნებაა, რომელიც თვით “პირდაპირი კანონმდებლობის” დამცველებსაც კი არა სწამთ. კანონების შესადგენათ აუცილებელია, სწორეთ არაპირდაპირი კანონმდებლობა; აუცილებელია, სახელდობრ “უმაღლესი ადამიანები” ნიცშეს “ზესთა ადამიანნი” რომელთა მოვალეობასაც უნდა შეადგენდეს კანონის წინდაწინვე გამოსახვა, ვიდრე ხალხი “ჰო”-ს ან “არა”-ს იტყვის, ახალი კანონების შესახებ; და ვინ არ იცის, რომ კანონის გამოსახვისაგანაა დამოკიდებული ყველა მისი დამატებანი?

შემდეგ საჭირო შეიქნება კანონის მცოდნე ადამიანები, რომელთა სპეციალური საგანიც კანონების ახსნა-განმარტება იქნება. საჭირო იქნება უნივერსტეტები, კანონის და მათი ახსნა-განმარტების შესასწავლად. და ეს ადამიანები, თვით თავიანთი სპეციალობის წყალობით სიტყვისა და ასოს მანიაკებად გადაიქცევიან. ისინი ძალას დაატანენ საზოგადოებას მამა-პაპათა დროიდან დარჩენილ ნაშთთა ჩაგვრა გამოიაროს. ისინი უკან დაახევინებენ საზოგადოებას, როგორც კი წინსვლას მოინდომებს.

კანონის გასამარჯვებლად საჭიროა ლიკტორი, ე.ი. უბრალოთ რომ ვსთქვათ, ჯალათი, ცელითა და ჯოხებით შეიარაღებული. საჭიროა „აღმასრულებელი უფლობა“, საჭიროა „ძალა, უფლების მსახურად დაყენებული“, როგორც თავისავე უპირატესობის მადიდებელნი ამბობენ, საჭიროა პოლიცია, ჯაშუში, აგენტი-პროვოკატორი, და მათი დამხმარე მეძავი ქალი, საჭიროა ჯალათი; საჭიროა საპყრობილე, საპყრობილის დარაჯი; საჭიროა მუშაობა საპყრობილეებში და ყველა აქედან აუცილებლივ გამომდინარე საუბედურო შედეგები. (იხ. ჩემი წიგნი „რუსეთისა და საფრანგეთის საპყრობილეებში“, სადაც აღწერილია ერთი საუკეთესო თანამედროვე სატუსაღოს – “კლერვო“-ს შინაური ცხოვრება). ერთი სიტყვით საჭიროა მთელი ის ტლაპო, წარმოუდგენელი წუმპე, რომელიც ერბოსავით ითხიპნება და გროვდება ბოროტ-მოქმედების უნივერსტეტების, ყოველგვარ არა საზოგადოებრივი საქციელის გამავრცელებელ დაწესებულებათა გარშემო, როგორიცაა საუბედუროთ ყველა სატუსაღო. ნამდვილათ კი, მხოლოდ ბატონ სახელკმწიფოს მომხრეთა სახაზინო უტოპიაა ადვილი და ისიც მხოლოდ ქაღალდზე სატუსაღოების ზნეობის გამავრცელებელ დაწესებულებათ გადაქცევა.

და, ბოლოს რათა თვალი ადევნოს ყველა ამ დამსჯელთა ჯარს, მოაწესრიგოს, სასტიკათ მოეპყროს ან დაასაჩუქროს მთელი ეს არმია ზედამხედველთა, სატუსაღოთა უფროსებისა, პოლიციელებისა, ჯაშუშებისა და მსაჯულებისა საჭიროა მთავრობა, საჭიროა სამართლიანობის მინისტრები და აუარებელი გადასახადები. საჭიროა ახალი კანონმდებლობა, რომ ხელი შეუწყონ ამ მანქანის მსვლელობას, საჭიროა კიდევ ახალი მსაჯულები, ახალი პოლიციელები, ახალი აგენტები და ახალი საპყრობილეები, რომ თვით საპატიმროს კანონმდებლობა სისრულეში მოიყვანონ.

გაიჩინეთ მსაჯულები და თქვენ ნახავთ, რომ მთელი სახლმწიფოებრივი მანქანის შექმნა დაგჭირდებათ. ეს არამც თუ ცხადია თავისთავად, არამედ ყველა, ვინც სერიოზულად ხელს მოკიდებს სახემწიფოებრივ მთავრობის უფლობის წარმოშობის და გაძლიერების ისტორიას, – ადვილათ დაინახავს რა დიდს, ძირითად, პირველ-ხარისხოვან როლს ასრულებდა მსაჯული და სამსჯავრო თანამედროვე ცენრალისტური სახელმწიფოს შემუშავებაში.

აი აუცილებლათ სად მივყავართ პირველ გზას.

მაგრამ, ჩვენ შეგვიძლია მეორე გზითაც წავიდეთ. ბევრს ჩვენს ძირითად ცნებებში უკვე მოგვიხდა სრული სარევოლუციო დამხობის მოხდენა. უწინ, ჩვენ ვფიქრობდით, მაგალითად, რომ წმინდა საკუთრების რწმენა, მონარქიული მთავრობის საღვთო დანიშნულება და სხვა ამგვარი მოარული ცნებანი შეადგენდნენ საზოგადოებრივი ცხოვრების უუმკვიდრეს საძირკველს… აქამდისაც ასე ქადაგებს უწმინდესი სინოდის პროკურორი, მაგრამ, ამას ნელ-ნელა ნიადაგს ვაცლიდით. ვსთქვათ, რომ ადამიანები აღარ ჩერდებიან თავის სარევოლუციო კრიტიკის პირველ ცდაზე; ისინი პოულობენ ყოველგვარ დაბეჩავებათა ფესვებს. მაშინ, იმათ ეჭვი ებადებათ, რომ დარღვეული სამართლიანობის აღდგენა შეიძლებოდეს მიენდოს მსაჯულთა განსაკუთრებულ კასტას, რომელიც კანონთა კრებულით იქნება შეიარაღებული; ვსთქვათ, რომ ხალხი განადგურებას დაუპირებს ამ აყროლებულ სანაგვე გოდორს, რომელსაც კანონთა კრებულს უწოდებენ.

მაშინ, ძნელი არ იქნება დავრწმუნდეთ, რომ ყველა ეს კანონები უკლებლივ, ეკონომიკურ და გონებრივ მონობის დროთაგან ნასესხებ ფორმულებისა და ცნებათა კრებულია და სხვა არაფერი; რომ ეს ცნებანი ეწინააღმდეგებიან, ყველა სკოლის სოციალისტთა შორის შემუშავებულ ცნებებს, კრებულში გამოთქმული ცნებანი წარმოადგენენ გასპეტაკებულ „ნარჩომს“, რომელიც ცთილობს ჩვენი მონური წარსულის უღელში შეგვაბას, რომ ხელი შეუშალოს ჩვენს განთავისუფლებას და ჩვენს განვითარებას ცივილიზაციის უმაღლეს ხარისხამდი.

ამგვარათ, ჩვენ მივალთ კანონების – ყველა კანონთა კრებულის სრულ უარყოფამდის. რა ჩვენი საქმეა, რომ დაწერილ კანონებში აგრეთვე რაოდენათმე გამოისახება, ის ზნეობრივი ცნებანი, რომელნიც ჩვენცა გვწამს, მაშინ როდესაც ეს ზნეობრივი ცნებანი გაქარწყლებულია კანონებში ყოველგვარ აღმაშფოთებელ დადგენილებაათა შორის! წარსულ საუკუნეთა მთელი მონობა, ისე მჭიდროთ ჩახლართულა კანონებში, იმ მცირე-რიცხვოვან ზნეობრივ ცნებებთან ერთათ, რომელნიც ყოველ ადამიანს სწამს, – ეს წარსულის სისხლი, სიმკაცრე, შურისძიება, რომელიც ჩვენთვის გადმოუციათ ძველი წარსულიდან, ფერს უკარგავენ და უნაყოფოთ ხდიან იმასაც, რაც კანონს, საკაცობრიო ზნეობრივ ცნებათაგან გადაუღია. თვითონ ეს ზნეობრივი ცნებანი კანონის მიერ ირყვნებიან, რაკი მათის დარღვევისათვის ულმობელი და მავნე სასჯელია დაწესებული, რაიც ზნეობის დარღვევისათვის ახალ წყაროს და მიზეზს წარმოადგენს. ყველა კანონთა კრებული არის – დაბრძმედილი წარსული, დაწერილი, იმისთვის, რომ მომავლის განვითარებას ხელი შეუშალოს. ნუ თუ ჩვენ უნდა დავიცვათ ეგ ძველ-ძვული, იმ რამდენიმე პატიოსნურ ცნებათა გულისათვის, რომელნიც გაბნეულია მათში? ნუ თუ საშველი არ არის განვამტკიცოთ ეს, ჩვენთვის ძვირფასი ზნეობრივი ცნებანი, იმპერატორთა სისხლიანი ტოგების, მათრახებისა და შპიცრუტენების ყოველგვარი ნაშთების მიუღებლათ რომლებითაც შებილწულია ეს ცნებანი.

თუ უფრო ღრმათ განვაგრძობთ ჩვენს კრიტიკას დავინახავთ, რომ ყოველგვარი, კანონით დასჯა არის მხოლოდ სავალდებულოთ შემოღებული დაკანონებული შურისძიება, და სხვა არაფერი: ეს არის მხოლოდ სავალდებულო შურისძიება. მაშინ ჩვენ აუცილებლად დაგვებადება კითხვა: ნუ თუ მართლა საჭიროა ეგ შურისძიება? ხელს უწყობს თუ არა ის მშვიდობიანურ საზოგადოებრივ ჩვეულების არსებობას საზოგადოებაში? მართლა ხელს უშლის თუ არა იგი ადამიანთა პატარა უმცირესობას, რომელიც მუდამ მზად არის დაარღვიოს ეგ ჩვეულებები? სავალდებულო შურისძიების აღიარებით ხელს უწყობს თუ არა კანონი საზოგადოების საწინააღმდეგო მიდრეკილებათა განვითარებას? უკანასკნელათ, კანონიერ სასჯელთა სისტემა, თავის აუცილებელ თანამგზავრებთა, პოლიციისა, სატუსაღოს დარაჯებისა, ცრუმოწმეებისა და ჯაშუშების თანხლებით და საპატიმროებში ანტი-სოციალურ მიდრეკილებათა ჩანერგვით – განა ხელს არ უწყობს იგი გონებრივი და ზნეობრივი წუმპის წარმოშობასა და გავრცელებას, რომელიც ბევრათ უფრო საშიშია საზოგადოებისთვის, ვიდრე თვით „დამნაშავენი“, – მაგრამ თუ ასეთ კითხვას მივცემთ ჩვენს თავს და პასუხს სინამდვილის შესწავლაში, და არა უფლებათა ფიქციებში მოვსძებნით – ნამდვილად შევიგნებთ, რომ ამ კითხვის გადაწყვეტას არავითარი ყოყმანი არ სჭირია. დიახ, ეს ყოველს ეჭვს გარეშეა. სასამართლოს და ყველა იმას, რაც მას გარშემო არტყია, გაცილებით მეტი ბოროტება მოაქვთ საზოგადოებისთვის, ვიდრე ყველა დამნაშავეებს ერთად.

მაშინ, როდესაც გავათავისუფლებთ ჩვენს გონებას ამ „ნარჩომთაგან“, რომელიც ყველაზე უარესია, მაგრამ ჯერ კიდევ მაგრათ მოუკალათებია უმრავლესობის ჭკუა-გონებაში, – მაშინ ჩვენ შეგვეძლება შევუდგეთ (იმის გამოუძიებლათ, თუ რას აკეთებდნენ უწინ ეკლესია და სახელმწიფო) პრაქტიკულ, სასარგებლო და არა მეტაფიზიკურ და უტოპიურ საშვალებათა შესწავლას, რომელნიც ხელს უწყობდნენ ადამიანებში (როგორებიც ახლანდელ დროში არიან) საზოგადოებრივ მიდრეკილებათა განვითარებას და ანტი-სოციალურ გრძნობათა დაჩლუნდგებას.

ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ის, ვინც განთავისუფლდება რა კანონიერობის წინასწარი გრძნობისაგან და სერიოზულად ხელს მოკიდებს ამ საკითხს. არასოდეს არ მივა იმ დასკვნამდი, რომ სასამართლოები და სატუსაღოები აუცილებელი იყოს. იგი თავის კვლევა-ძიებას სხვა მხარეს მოანდომებს.

მაგალითათ ის დაინახავს, რომ სამედიატორო სასამართლო, რომელიც ორივე, მხარეებიდან აირჩევა, უმეტეს შემთხვევაში სრულიად საკმაო იქნება.

იგი შეიგნებს, რომ ჩვენი, მომხდარ ან მოსახდენ ჩხუბში ჩაურევლობის ჩვეულება, ჩვენი ცხოვრების სიბრძნე: „სხვებს კისერიც მოუტეხიათ, ოღონდ ჩვენ არა გვევნოს რაო“, საძაგელ ჩვეულებას წარმოადგენს, რომელიც მხოლოდ მას შემდეგ განვითარდა, რაც ჩვენში, სასამართლო, პოლიცია, ხუცესი და სახელმწიფო გაჩნდა. ტომობრივი ცხოვრების დროს, ის ვინც ჩხუბს დაესწრებოდა და ერთისგან მეორის დაჭრას არ დაუშლიდა, იგეთივე დამნაშავედ ითვლებოდა , როგორც დამჭრელი.

მართლაც, ერთ უბრალო, თავის დროზე მეგობრებისა და მეზობლებისაგან გაზავებას შეეძლო მოჩხუბარნი ბევრ ჩემთხვევაში ძალმომრეობისაგან გადაერჩინა.

ძნელი არ არის დავრწმუნდეთ იმაში, რომ სასამართლოს მფარველობითი ზნეობრივი ძალის რწმენა მხოლოდ  ცოტათი სდგას მაღლა, იმ რწმენაზე, ვითომ ხატებს ხოლერისა და ჭირის დროს ადამიანის დახსნა შეეძლოთ აგრეთვე ძნელი არ არის დავრწმუნდეთ იმაშიაც, რომ მეტის-მეტი სისულელე და არა-ეკონომიურობაა პოლიციისა, ჟანდარმებისა, ჯალათებისა, სატუსაღოების დარაჯთა და მოსამართლეთა შენახვა, საგანგებოთ იმისთვის, რომ შური ვიძიოთ მათზე, ვინც დადგენილ ჩვეულებათა წინააღმდეგ მიდის, ან საზოგადოების მოწინააღმდეგე ხდება – იმის მაგივრათ, რომ ყველამ და თითეოულმა ყური უგდოს, რომ საქმე ძალმომრეობასა და დასახიჩრებამდის არ მივიდეს და გამოასწორონ მომხდარი სიავე, თუ კი ასეთი მოხდება; ეს ისეთივე სისულელე და უეკონომიობაა როგორც მრეწველობის სახელმძღვანელოთ ბატონის დაყენება, იმის მაგივრათ, რომ თვითონ შენვე აწარმოო იგი. და თუ კი ჩვენ შესაძლებლად ვცნობთ, რომ დროთა ვითარების მეოხებით ადამიანები შეძლებენ უბატონოთ ყოფას, მაშინ მხოლოდ ჩვეულებათა და აზროვნების სიზარმაცის წყალობით შეგვიძლია ვიფიქროთ კიდევ უწინდებურათ, რომ ადამიანებს ზნეობრივადაც უპატრონოთ ყოფნა არ შეუძლიათ. განა უფრო მართალი არ იქნება ვიფიქროთ, რომ ადამიანები, რომელნიც შეძლებენ დაიკმაყოფილონ თავიანთი მოთხოვნილებები, ისე რომ ბატონს არ დაემონონ, გამონახავენ საშვალებას (ისედაც დიდი ხნის ნაჩვენებს) გააძლიერონ ყველას საზოგადოებრივი ინსტინქტები და ხელი შეუშალონ იმათ, ვინც ბუნებით მეტის-მეტი ფიცხია, ან ბუნებითვე საზოგადოების წინააღმდეგ არის ამხედრებული (განა კი არ არსებობენ ასეთები?). უკვე ჩვენს თვალს წინ ბავშვების უკეთ აღზრადამ, ცოტად თუ ბევრად უზრუნველ ყოფილ არსებობამ, უფრო ხშირმა მისვლა–მოსვლამ ხალხში, განსაკუთრებით კი, სასჯელის სისასტიკის შემცირებამ, რომელიც მიღებული იყო ჩვენი საუკუნის პირველ ნახევარში, გასაკვირველი გაუმჯობესება მოახდინეს.

ნუ თუ კოლექტივისტურ, კომუნისტურ, სოციალისტურ, ან ანარქიულ საზოგადოებაში, ჩვენ უძლურნი აღმოვჩნდებით განვაგრძოთ ეგ გაუმჯობესებანი უფრო დაჩქარებით? ნუ თუ მართლა ჩვენ ისეთი გლახები ვართ ჩვენს ახლანდელ მართველებთან შედარებით?

განა ის უფრო მართალი არ არის, რომ ჩვენ აზროვნების უკუღმართობის გამო შრომა არ მივეცით ჩვენს თავს დამოუკიდებლათ გვეფიქრა ამ ძირითად საკითხზე და მხოლოდ იმას ვიმეორებთ, რაც ჩვენს მბრძანებელთა ჯოხის ქვეშ შეგვისწავლია.

დასკვნა

1. – საზოგადოებრივი შურისძიების ორგანიაზცია, სასამართლო და სამართლიანობად წოდებული, ჩვენი მონური წარსულისაგან მემკვიდრეობით გადმოცემული ნარჩომია. იგი განვითარდა, ერთის მხრივ, პრივილეგიებით აღჭურვილ კლასების ინტერესთა მეოხებით, მეორეს მხრივ კი – რომის უფლებისა და საეკლესიო ქრისტიანობის გავლენით, რომელშიაც ღვთაებრივ შურისძიების იდეას, ისეთივე ადგილი უჭირავს, როგორც ყოვლად პატივებისა და კაცთა შორის შურისძიების უარყოფის იდეას.

2. – საზოგადოებრივი შურისძიების განვითარება სამართლიანობის სახელით, ისტორიაში სახელმწიფოს განვითარებასთან ერთად ხდება, ორივე ხელ-ჩაკიდებულნი მოქმედებდენ; და მათი ერთმანეთისაგან განშორება ლოგიკურადაც შეუძლებელია.მსაჯულის გაჩენას მოსდევს ცენტრალისტური, ყოვლად ძლიერი სახელმწიფოს შექმნაც; მას თანვე მოსდევს არსებობა სასამართლოსა და კანონისა, რომელიც სპეციალურად იმისთვისაა შექმნილი, რომ შური იძიოს მათზე ვინც სახელმწიფოს ბრძანებას ეურჩება, ან საზოგადოების საწინააღმდეგო კანონს ჩადის. საზოგადოებისთვის სასარგებლო ჩვეულებათა დაცვა ხელსაყრელი საფარია უმცირესობისათვის, თავის ბატონობის საზოგადოებაზე განსამტკიცებლად.

3. – ბატონ-ყმობისა და მონობის დროს შობილი, სასამართლოს ინსტიტუტი მსახურებს მისთვის, რომ ბატონ-ყმობა და მონობა დაარჩინოს და მათი არსებობა გააგრძელოს. იგი მხარს უჭერს საზოგადოებაში შრისძიების საჭიროების იდეას, რომელიც სათნოებად დაუსახავს. ის არის საზოგადოებაში ანტი-სოციალურ ჩვეულებათა და მიდრეკილებათა აღმზრდელი სკოლა. მას შეაქვს საზოგადოებრივ ცხოვრებაში გარყვნილების აშმორებული წუმპე და ტალახი, რომელიც სასამართლოებსა და საპყრობილეებს გარშემო გროვდება. მათი ცხოვრებაში გამტარებელნი არიან პოლიციელი, ჯალათი, ჯაშუში, პროვოკატორი, ჯაშუშთა კერძო სააგენტო, რომელიც ამ ბოლო დროს ასე სწრაფათ ვრცელდება და სხვა ბევრი ამგვარი. ეს ტალახის წუმპე ყოველწლიურად იზრდება.

სასამართლოს ინსტიტუტისგან წარმომდგარი ბოროტება, ყოველ შემთხვევაში, ბევრად მეტია, ვიდრე ის სარგებლობა, რომელსაც ხედავენ სასამართლოში, რომლის დანიშნულებაც სასჯელის საშვალებით ზნეობრივი პრინციპების დამყარებაა.

4. – ის საზოგადოება, რომელიც უსარგებლოდ და საზოგადოებისათვის მავნედ ჩასთვლის მრეწველობის ახლანდელ ორგანიზაციას, რომელიც კაპიტალისტ-პატრონ-ბატონის სრულ განკარგულებაშია, – აუცილებლად იმასაც მიხვდება, რომ საზოგადოებრივ ჩვეულებათა და მიდრეკილებათა დამყარების მინდობა საზოგადოებრივ შურისძიების ინსტიტუტისთვის, მეტი რომ არა ვსთქვათ, სრულიად არაეკონომიურობა და თავისუფლების განვითარების წინააღმდეგია. საზოგადოება მიხვდება, რომ კანონი არის გაკრისტალება და იმ ჩვეულებათა და ცნებათა გაღმერთება, რომელიც წარსულს ეკუთვნიან; ამ უკანასკნელს კი უარყოფენ ყველა სოციალისტები. ის გასძლებს სამოსამართლო ინსტიტუტის გარეშეც.

5. – საზოგადოება იპოვის საშუალებას უმისოდაც გასძლოს და ყოველი ახალი შემთხვევისათვის, თავისუფლად არჩეულ სამედიატორო სასამართლოს მიმართავს; ის დაინახავს ხსნას უფრო მჭიდრო დამოკიდებულებაში, რომელიც დამყარდება ყველა მოქალაქეთა შორის, ისე როგორც შრომისა და საზოგადოებრივობის ჩვეულებათა აღზრდაში, ყველა იმ ძლიერ საშვალებათა დახმარებით, რომელიც არ შეიძლება არ აღმოაჩინოს საზოგადოებამ, რომელიც თავის ზნეობრივ ჰიგიენას პოლიციელს და ჟანდარმს არ გადასცემს.

შენიშვნები

[1] ცნობილი რევოლუციონერის ძმა

[2] მსურველთ შეუძლიანთ იხილონ ამის დამტკიცება ჩემს წიგნში “საურთიერთო დახმარება ცხოველთა და კაცთა შორის”

[3] ერთმა ჩემმა ნაცნობმა იურისტმა შემდეგი საგულისხმიერო ფაქტი გადმომცა:  ევროპაში, ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში არსებობდა თურმე ამგვარი ჩვეულება: დამნაშავის დასახვრეტად გაწვეულ სალდათებს ერთ მარტო წამლით გატენილ პატრონას აძლევდნენ, რათა გონებოდათ, რომ ბრმა ბედისწერა გადაწყვეტს, ვისი ტყვია მოუღებს ბოლოს დამნაშავესო.

[4] თემობრივ შურისძიებას აუცილებლად დაუსრულებელი განხეთქილება მოსდევდა. ვთქვათ, ორი კაცი წაეკიდა ერთმანეთს, ერთმა მეორეს კბილი ჩაუმტვრია. მაშინ, მეორეს ნათესავს უფლება აქვს ასევე მოექცეს პირველის რომელიმე ნათეავს. მაგრამ ვთქვათ, ამ დროს მეორის ნათესავს ნამეტანი მოუვიდა, ერთი კბილის მაგივრად ორი ჩაუმტვრია. ახლა კი პირველის ნათესავს უფლება ეძლევა მეორის რომელიმე ნათესავს – ჩაამტვრიოს ერთი კბილი, მაგრამ მეტი კი არა, და ამგვარად გრძელდებოდა დაუსრულებლივ.

_________________
წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა თოკო ჩივაძემ. ტექსტი შემოწმებულია და შესწორებული.

Leave a comment

Filed under Electronic Versions

ბურშე – საყოველთაო გაფიცვის მეორე დღეს

საყოველთაო გაფიცვის მეორე დღეს

მომავალი საზოგადოება

ა. ბურშესი

 „ნობათის“ გამოცემა

თ ბ ი ლ ი ს ი

ელექტრომბეჭდავი ამხ. „შრომა“, მიხეილის პრ., № 65

1906

საყოველთაო გაფიცვის მეორე დღეს.

მომავალი საზოგადოება.

( ა. ბურშესი, სპილენძის მუშათა ფედერაციის სეკრეტარისა მოხსენება, წარდგენილი სპილენძის მუშათა ფედერაციის სახელით, მონპელიეს კონგრესზედ.)

დიდი სოციალური დრამა აღსრულდა. შეერთებულმა მუშებმა, გაბედული უმცირესობის მეთაურობით, რომელმაც გაიყოლია თან მუშათა მთელი მასსა, ძალით გაანთავისუფლა შრომა.

გაქცეულმა ან შერიგებულმა ექსპლოატატორებმა დაინახეს, რომ კაპიტალისტური საზოგადოება დაიმსხვრა ხალხის საშინელი შეჯახების დროს, და ამ საზოგადოებას არც ჯარმა გაუწია არავითარი მფარველობა.

ახალი საზოგადოება დაიბადა და წარმოვიდგინოთ მისი საზოგადო სურათი. მაგრამ მსჯელობა ამ საგანზედ ძლიერ ძნელია, გამოსარკვეველი საგანი ძლიერ ამაღელვებელი, მშვენიერი და თანაც საშინელია და ამიტომ ცოტათი ფრთხილად უნდა მოვიქცეთ.

ჩვენ ძლიერ გვესიამოვნება ხოლმე ჩვენი იდეალის მოგონება და ეს გვინათებს ხოლმე აზრს, მაგრამ ისიც მართალია აგრეთვე, რომ ყველა ის ჰიპოტეზები, რომლებსაც ჩვენ აქედანვე ვადგენთ, უმჯობესდებიან და იცვლებიან. ისინი არ არიან ჩაბორკვილნი ერთ ვიწრო ფარგალში და ყოველდღე საჭიროა მათი უფრო ნათლად და მკაფიოდ გამოხატვა. ჩვენ კი ყოველთვის იმის მომხრე ვიქნებით რაც უმჯობესდება, და ამასთანავე წინააღმდეგობას გაუწევთ ყოველივე იმას, რაც უკან დახევა და დაძაბუნება იქმნება.

მაშ რა საჭიროა, იტყვიან, ეს წინდაწინ გათვალისწინება იმ ბუნდოვანი მომავლისა, რატომ არ უნდა მოვუცადოთ, რომ გაიწმინდოს ბარემ მომავლის ჰორიზონტი და დავინახოთ პირდაპირ საერთო სურათი სიმართლის, თავისუფლებისა და ბედნიერების საზოგადოებისა?

ეს კი პირდაპირი პასუხია მათი მხრივ, ვისაც ეშინია შეცდომებისა, პასუხი მოწინააღმდეგეთა, რომელთაც ტვინის მუშაობის ეშინიათ, ზარმაცთა რომელიც უმოქმედოთაა და მხდალათ მიიზლაზნიან სიცოცხლისკენ, მაგრამ მაინც უნდა აღვნიშნთ ვინც რა უნდა სთქვას, თუ რატომ არის ეს თანამედროვე ცხოვრების პირდაპირი კითხვა. ვსთქვათ რომ რომელიმე დიდი კორპორაციიის გაფიცვის მიერ გამოწვეულმა საშინელმა უმუშაობამ, ან რომელიმე

დიდმა პოლიტიკურმა არეულობამ აღადგინა მთელი პროლეტარიატი და გაანთავისუფლა იგი ბატონ–პატრონთაგან.

ხალხი, რომელიც მიჩვეულია მორჩილებას და იმედი აქვს ყოველთვის სახელმწიფოსი იმ შემთხვევაში თუ ფრთხილად არ ვიქენით, ემგვანება ზღვაში გზა–აბნეულ ნავს, და რამდენიმე თამამ მეზღვაურებს შეუძლიანთ მოატრიალონ მთელი მოძრაობა რამოდენიმეთა სასარგებლოდ.

როდესაც ხალხი მოახდენს დიდ საქმეს, მას შემდეგ, უნდა ვიგულისხმოთ, რომ იგი ძლიერ ბევრჯერ დაუბრუნდება ისევ იერიშს, რამდგანაც იგი მოუთმენელია, თუ მინიმუმამდის არ ჩამოვიყვანეთ რევოლიუციონური გარდანავალი პერიოდი.

მაშინ ადამიანს ყოველთვის და ყოველ წამს მოვალეობის მოთხოვნა კი არ უნდა დაუწყო, არამედ უპირველეს ყოვლისა მის მოთხოვნილებას უნდა მიაქციოთ ყურადღება.

რასაკვირველია, საყოველთაო გაფიცვის მეორე დღეს, ბევრი იქმნება დამზადებული საქონელი უპირველეს მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად. ტანისამოსის მაღაზიები, ჩექმებისა, ავეჯეულობისა და სხვა. საკმარისად არის ჩვენს საზოგადოებაშიც, რომელიც განადგურებულია ეგრედწოდებული ზედ–მეტი წარმოებით, და ამ მხრივ არავითარი ხიფათი არ მოგველის. ძლიერ ბევრია აგრეთვე მშვენიერი სახლები, სადაც არავინ არა სდგას, და მუშები ბოლოსდაბოლოს გამოძვრებიან თავიანთ სოროებიდან, რომ წმინდა ჰაერით ისუნთქონ სახლში. არავითარი შიში.

უფრო სერიოზულია კითხვა სასმელ–საჭმელის შესახებ. აი ამიტომაც სამიწად–მომქმედო მუშათა ორგანიზაციამ უნდა მიპყროს ჩვენი უმთავრესი და სპეციალური ყურადღება. ისინი ჩვენი მომხრეები უნდა იყვნენ, და ამას მათ თვით საკუთარი ინტერესები ეუბნება. საკმარისია მხოლოდ, რომ მათ შეიგნონ ეს ჭეშმარიტება.

ჩვენ ვიცით, რა მტვრევასა და ღელვას გამოიწვევს ამ აჯანყების პერიოდი, ჩვენ არა გვსურს, რომ ამღელვაში დაიბადონ ბრბოს ცუდი ინსტინქტები, და ამიტომაც უნდა დავსდვათ საფუძველი საზოგადოებისა, რომელიც აღჩნდება დიდი აჯანყების შემდეგ, – საფუძველი, რომელიც გაუმჯობესდება დაუსრულებლივ.

მაშასადამე საქმეს უნდა შევუდგეთ. დანგრევა კარგია, მაგრამ აშენება კიდევ უფრო საჭიროა. როგორ უნდა მოვაწყოთ ჩვენ შრომა?

აქ აზრი სრულიად უბრალოა. თქვენი თვალის წინ გადაიშლება შემდეგი სურათი: სახელოსნო, ფაბრიკა, ქარხანა თანასწორი საზოგადოებისა, – დიდი, ნათელი, სუფთა, მშვენიერი, – ბინძურ, მყრალ და ვიწრო ქარხანა–სახელოსნოთა მაგიერ, რომელნიც ეხლა არსებობენ, მაშინ არ იქმნება არც ზარი, არც სტვენა, არც რეგლამენტაციები, არც

აკრძალვა. შესვლა და გამოსვლა თავისუფალი იქნება, დასვენება ყველასათვის თავისუფალი და სურვილისამებრ, და მუშაობაც აღსრულდება საერთო კამათისა და აზრთა გაცვლა–გამოცვლის დროს, ოდეს შეიძლება მოიგონონ საუკუნოდ წარსული დრო, კაცი რომ ბატონის სასარგებლოდ რომ მუშაობდა, თავდეგის მათრახ ქვეშ, დრო მარადის შთანთქმული დიდი აჯანყების ტალღებში.

ყველგან ადამიანები უერთდებიან ერთმანეთს ზნეობრივი ნათესაობისა, გემოთა და სიმპატიათა მიხედვით, ძალადაუტანებლად და უკონტროლოდ. ისინი ეცდებიან მისცენ საზოგადოებას სიხარულით მთელი თავისი ნაწარმოები მაჯისა და ყვინისა, აწარმოებენ კი მშვენივრად, სწრაფად და სასარგებლოდ, ერთი სიტყვით, – სრულიად წინააღმდეგი სურათი თანამედროვე საზოგადოებისა.

მაგრამ შრომის ჯილდო? – გვეტყვიან მაშინვე.

და ეს კითხვა უმთავრესი კითხვაა. კაპიტალისტური საზოგადოება მიტომ არის საზიზღარი, რომ იგი დაქირავებულ შრომაზე არის დამყარებული. ჩვენ მივისწრაფვით, რომ იგი მოისპოს. სოციალურმა ტრანსფორმაციამ უნდა მოახდინოს ეს რეფორმა, ან და ეს ტრანსფორმაცია მხოლოდ მწარე მოტყუება იქმნება: სრულიად უნდა მოისპოს დაქირავებული შრომა, რა ფორმიტაც არ უნდა იყოს იგი. მთელი რევოლიუციებს არ ახდენენ მხოლოდ ეტიკეტების გამოცვლისათვის. ჩვენ არა გვწამს, არავითარი „შრომის კვიტანციები“ და მსგავსი რამეები.

თავისუფალი შრომა, თავისუფალი დაკმაყოფილება მოთხოვნილებათა, მოსპობა ღირებულების თეორიით ნაწარმოებთა ანგარიშისა, – აი ის მშვენიერი სურათი, რომელსაც წარმოადგენს მომავალი კაცობრიობა.

მაგრამ უპირველეს ყოვლისა გვეტყვიან: არავინ არ იმუშავებს, თუ არც ძალდატანება და არც მოგება არ იქმნა. მაგრამ ამგვარად პირდაპირ მივადგებით კატორგის თეორიას, თეორიას ტანჯვით შრომისას, რომელიც ჩვენ დიდი ხნიდან გვაქვს გარდმოცემული, როგორც საღმრთო წერილის მცნება: „ოფლითა შენითა მოიპოვებ პურსა შენსა“.

რაიო? განა მართალია რომ მუშაობისათვის საჭიროა მათრახი და ბატონი, და მაშინ კი, როდესაც თავის თავისთვის იმუშავებენ მხოლოდ რამოდენიმე საათის განმავლობაში, მუშები სულ აღარ მოინდომებენ მუშაობას? – არა და ათასჯერ არა! მხოლოდ ჩვენი აზრები, ტანჯვითა და ცხოვრებაში ბრძოლით დამახინჯებულები გვაფიქრებიებენ ამგვარ რამეს.

განთავისუფლებული ადამიანები, რომლებიც განთავისუფლების დიდ საქმეს შეასრულებენ, აღარ იქმნებიან ამგვარი ცრუმორწმუნეობით განსჭვალულნი და ჩვენც შეგვეძლება რომა ვსთქვათ:

შრომა იქმნება სიამოვნება და არა წამება.

ჩვენ სულითა და გულით გვინდოდა, რომ ეს დებატები გაგრძელებულიყო და დაწვრილებით დაგვეხატა წყობილება მთელი ქალაქისა, მთელი მაზრისა და, ისე, როგორც ჩვენ ოცნებაში მათა ვხედავთ: – თვითეულს შეაქვს თავისი ნაწილი თავისუფლად საერთო საქმეში, ყველა თავის ბედნიერებაში ნახულობს მამოძრავებელ ძალას, რომ კიდევ უფრო გაზარდოს ეს ბედნიერება, ყველგან ნათელი, ფართო ასპარეზი მოქმედებისა და სიხარული. და წარმოიდგინეთ, რომ შეიძლება ხვალ ყოველივე ეს ოცნება კი არა, სინამდვილე იქმნეს!

მაგრამ დაუბრუნდეთ ჩვენ მსჯელობას. უეჭველია, რეორგანიზაცია შრომისა კომმუნისტიურ საფუძვლებზედ გარდაჰქმნის ჩვენ ფედერატიულ და სინდიკალურ ორგანიზაციებს. ეს ორგანიზაციები, რომელთაც ეხლა თავის დაცვისა და აღზრდის ხასიათი აქვსთ, მაშინ მხოლოდ წარმოების ორგანიზმებად გარდაიქცევიან.

ხელოსნობის არისტოკრატია მოისპობა და არა მგონია მაშინ დაგვჭირდეს ცენტრალიზაცია ან ადმინისტრატიული და ან წარმოებითი, და მაშასადამე სინდიკატები და ფედერაციები მოისპობიან, რადგანაც აღარავითარი როლი მათ აღარ ექმნებათ,– ან და ძირითადით შეიცვლებიან.

მაშასადამე, – დავასკვნათ: თავისუფალი შრომა, საქირაო შრომის მოსპობა. –

როგორღა უნდა მოვაწყოთ ნაწარმოების ხმარება?

ჩვენ უკვე ზევით ვსთქვით: თავისუფლად, როგორც შრომა თვითოეულისაგან მისი ძალის მიხედვით, თვითოეულს მის მოთხოვნილებათა მიხედვით, აი ჩვენი დოქტრინა. და ამაში ჩვენ შიში არაფრის გვაქვს.

თუ ჩვენ ავიღებთ თანამედროვე საზოგადოებაში ყველა იმ სოციალურ ღირებულება მოკლებულ ხალხთა, მაშინ დავინახავთ, რომ ისინი ვინც არას აკეთებენ, ყოვეთვის მეტსა ხმარობენ: კაპიტალიზმის დამცველი არმია, ყველა ფორმის ანაფორებიანი სამღვდელოება, ზეზე მდგომი, დამდგარი და დაწოლილი მაგისტრატები, პოლიციელები, მემამულეები და ყოველ ნაირი ექსპლოატატორები, სხვა და სხვა ფერის კანონმდებლები და სხვა, – ყველა ესენი სოციალურად უსარგებლო ხალხნი არიან. ჩვენ ოფიციალური სტატისტიკით ვიცით, რომ მხოლოდ 30% მწარმოებელთა ჰქმნიან ყოველგვარ აუცილებელ საჭირო საგნებს.

და ეს მესამედი მწარმოებელთა თან და თან უფრო ვარდება ხოლმე პერიოდულად უმუშაობის ჯოჯოხეთში, და მიუხედავად ამისა ჩვენ ვამჩნევთ რაღაც უცნაურ მოვლენას, რომელიც მარტო საკმარისია კაპიტალისტური რეჟიმის უარყოფისათვის. ზედ–მეტი წარმოება, რომელიც იწვევს ხოლმე ხალხის სიღატაკესა და წამებას.

და მაშინ როდესაც მეცნიერებასაც არ შეუძლია განვითარება თუ არა თავისუფლად, მაშინ როდესაც უბრალო გამარტივება წარმოების წესთა ხვალ დაატრიალებს ბევრად უფრო

ძლიერ წარმოებას, მაშინ როდესაც კომმუნისტურ რეჟიმის დროს თანამედროვე მუქთა ხორათა მუშაობას დააწყებიებენ და ომისა და სიმაგრეების შენების მაგივრად სარგებლიან შრომას მოჰკიდებენ ხელს, – მაშინ, ცხადია, რომ თუ დღესაც საჭიროა მხოლოდ თვითო კაცისგან სამი საათის მუშაობა სამყოფ საგანთა საწარმოოდ, ესევე რაოდენობა შრომისა უკეთესი რეორგანიზაციებისა და პროგრესის წყალობით ისეთ რაოდენობას შეჰქმნის ნაწარმოებთა, რომ ხმარება განუზომელი და უანგარიშო იქმნება; მისი საზღვრები მხოლოდ ადამიანის სინდისი იქმნება.

მასხრები ამას ირონიული სიტყვით იხსენიებენ: საერთო ხვავიდან აღება! დიახ, „საერთო ხვავიდან აღება“ თუ გნებავთ, მაგრამ ჩვენ სიტყვების არ გვეშინია მაშინაც კი, როდესაც ისინი ბოროტად არიან წარმოთქმულნი.

კარგა ხანია მას აქეთ, რაც ერთი ნაწილი კაცობრიობისა, – ყველაზედ ნაკლებად საინტერესო ნაწილი, ხმარობს ამ სისტემას. ჩვენის ფიქრით შესაძლებელია მისი გაერთიანება. მაგრამ რაო, – იტყვიან, – ის ვინც არაფერს აკეთებს, არას აწარმოებს, იმასაც ექმნება უფლება იხმაროს იმდენი, რამდენიც უნდა?

არ ვიცი, იქმნება თუ არა ამ დროს იმისთანა ადამიანები, რომლებიც საერთო საქმეებში მონაწილეობას არ მიიღებენ, მაგრამ თუ პირველად მაინც იქმნებიან იმისთანები, რომლებიც ჩვეულებით, ერთგვარი ატავიზმის წყალობით, არ იმუშავებენ, – თუ იქმნება ერთი ვიწრო წრე, რომელიც უარს იტყვის წარმოებაზედ, საჭიროა იქმნება რომ მათ ძალდასატანებლად ისევ გავაჩინოთ ხმლიანი ჟანდარმი და წითელ ანაფორიანი მსაჯული?

საბედნიეროდ არა. ისინი სჭამენ, სმენ და დაიკმაყოფილებენ თავიანთ მოთხოვნილებას როგორც უნდათ, და თუ სხეულით დასჯა არ იქმნა, თუ არა მწარმოებელთ არ დასჯიან არც საპყრობილითა, და არც სიკვდილით, არც შიმშილით სიკვდილით, – მაშინ, იმ საზოგადოებაში, სადაც სინდისი პირდაპირი იქმნება, ჩემის ფიქრით, ნამუსი, რომელიც შეაწუხებს მუქთა ხორებს, საუკეთესო საშვალება იქმნება მათი რასის მოსასპობლად.

თუ ჩვენ ახალ ცხოვრების დასაწყისში იძულებულნი ვიქნებით ვარჩინოთ რამოდენიმე ზემოხსენებულ ადამიანთა მსგავსი, ავიტანოთ მათი არსებობა, რომ კიდევ უარესი არა დაგვემართოს რა, რადგანაც ეხლანდელ დროში თითქმის 2/პარაზიტია მთელ კაცობრიობაში!

აი, მოკლედ, ის პირობები, რომელშიდაც განხორციედება თავისუფალი წარმოება და ხმარება, მუშაობა–წარმოება და მოთხოვნილება ხმარება.

მაშასადამე მოისპობა დაქირავებული შრომა, ნაწარმოების ანგარიში ღირებულების თეორიით. ეხლა მესამე პუნქტი გავარჩიოთ, – დამატება ორი პირველისა, – საშუალება გაცვლა–გამოცვლისა. აქ პრობლემა ფართოვდება და თანაც მსჯელობაში აუცილებლად

 ჩნდება ის დაწესებულება, რომელიც, ალბად, საყოველთაო გაფიცვის მეორე დღეს იქმნება ადამიანთა მოქმედების ცენტრი და რომელსაც დღეს შრომის ბირჟას ეძახიან (Bourse du travail). ჩვენ უკვე ვსთქვით, რომ ეტიკეტებს მაინცა და მაინც დიდ ყურადღებას არ ვაქცევთ.

როგორი იქმნება ბირჟები, – თემობით, მხარეებით თუ მაზრებით, ამისი თქმა ჯერ შეუძლებელია, რადგანაც განწყობილება და ადამიანთა შეერთებანი, საბედნიეროდ, ბუნებრივ მსგავსების მიხედვით იქმნება, და მაშასადამე ძლიერ ცვალებადი და მრავალ ფეროვანი. ამას თუმცა დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგანაც თავი და თავი ის არის, რომ რაც შეიძლება მეტი დეცენტრალიზაცია მოხდეს და რაც შეიძლება განვშორდეთ სახელმწიფოს ფორმას.

ვსთქვათ რომ აგლომერქაცია უკვე მოხდა: მაშინ ერთი განსაზღვრულ სამუშაოს მოჰკიდებს ხელს, სხვები, თავიანთი გემოსა და ნიჭის მიხედვით, მიეცემიან მრეწველობასა დაწარმოების სხვა დარგთა რომელიმე ნაწილს, ზოგნიც თემის ან ქალაქის გაწმენდისა და გამშვენიერების საქმეს მოჰკიდებენ ხელს. რა იქმნება მაშინ ნაწარმოების? ის იქმნება მაშინ ნაწარმოები თემის მიერ თემისთვისვე, უბრალო და ბუნებრივი, რომელსაც შეიტანენ საერთო მაღაზიაში და იქიდამ გაიტანს ყოველი კაცი თავის მოთხოვნილებათა მიხედვით. ეს მაღაზიები კი აგრეთვე მრავალფეროვანი იქმნება, საქონელთა მრავალფეროვანებათა მიხედვით.

რაც შეეხება ერთ თემს, შესაძლებელია კიდევ რომ მან თავისი საჭირო საგნები სამყოფად აწარმოოს, მაგრამ მთელი ცხოვრებისათვის საჭირო საგნებს (და ცხოვრება ჩვენ ძლიერ ფართო აზრით ავიღოთ) კი ვერ აწარმოებს ერთი რომელიმე სექცია:

ზოგან ძლიერ ბევრიც იქმნება რომელიმე საქონელი, ზოგან ცოტა, ზოგან სულაც არ იქმნება და სწორედ მაშინ იქმნება საჭირო როლი შრომის ბირჟებისა.

თვითოეულ ბირჟას ექმნება თავისი ბიულლეტენი წარმოებისა და გაცვლა–გამოცვლისა, რომელიც გაეგზავნებათ ყველა არსებულ ბირჟებს. ამ ბიულეტენებში იქმნება მოხსენებული ზედ–მეტ საქონელთა და იმ საქონელთა სია, რომელიც აკლია, და მაშინ ადვილი იქმნება იანგარიშონ განწყობილებანი გაცვლა–გამოცვლისა. ბიულეტენებში იქმნება აგრეთვე აღნიშნული აღმოჩენანი, გამოგონებანი და გამარტივებანი წარმოებაში, რაიცა სამუშაო დროს კიდევ უფრო შეამოკლებს.

მაგრამ საცვალი ღირებულება? – იკითხავენ მაშინვე. თემები, პროვინციები, სექციები, რითი იხელმძღვანელებენ გაცვლა–გამოცვლის დროს? და ჩვენ მოწინაღმდეგეებს ღიმილით წარმოუდგენიათ, რომ ამგავრი გაყოფა ადამიანთა, შეჰქმნის პატარა ეგოისტ ხახთ, რომელნიც ეცდებიან რაც შეიძლება მეტი სპეკულაციით ურთიერთის საღლეტად იცხოვრონ, და ამითი მათ ჰგონიათ რომ ძლიერ დიდი საწინააღმდეგო პასუხი წარმოგვიდგინეს.

ჩვენ თავის დღეშიაც არა გვდომია მისი თქმა, რომ თვითეული თემი კარ–ჩაკეტილად იცხოვრებს; ჩვენც სწორედ გვგონია რომ დიდი დაბრკოლება ეს იქმნებოდა: წინააღმდეგ, ჩვენ გვგონია რომ გაცვლა–გამოცვლა მაშინ დაამყარებს მეგობრობას, სოლოდარობას, რომელნიც არა თუ არ დაიკლებენ, არამედ უფრო გაიზრდებიან და იმ ხარისხამდე მიაღწევენ, რომ დღეს სიზმრადაც არ უნახავს არავის მსგავსი რამ.

რკინის გზებით სავსე იქნება ყოველი კუთხე რომელიმე ქვეყნისა, ადამიანთა შეერთების საშუალებანი გაიზრდებიან განუზომელად, მეონიერების წყალობით, საიდამაც ადამიანი უხვად ისარგებლებს, და გემოსა და ფანტაზიის მიხედვით ადამიანები ყველა ქვეყნებს ნახავენ სასიამოვნოდ და მაგალითების შესასწავლად. და მაშინ აი რა მოხდება, – და მე ბოლომდის დავასურათებ ჩემ მაგალითს, რომ უკეთ გაიგონ იგი: მაგალითად ლიონის კომმუნას აქვს ზედ–მეტი ორთქლის მაშინები და აკლია პური, და ის გასცვლის ერთ ორთქლის მანქანას, რომელიც დღეს 100,000 ფრანკად ღირს, რამოდენიმე პურზედ, რომელიც დღეს ღირს ასჯერ ნაკლები. ეს არის გაცვლა მოთხოვნილებათა მიხედვით.

და ეს არც სამსახური იქმნება, არც ძღვენი, არამედ სრულიად ბუნებრივი და ლოღიკური მოვლენა, რადგანაც ადამიანთა სოლიდარობა განხორციელდა, იგი სიტყვა აღარ არის, და სიძულვილის აღმგზნები ბატონ–პატრონნი განქრნენ.

რომ თანამედროვე ჟარგონის ტერმინები ვიხმაროთ, – შრომის ბირჟები გასწევენ მაშინ სამნაირ სამსახურს: საერთო თემობრივ მაღაზიათა, სავაჭრო ბირჟათა და სათემო ადმინისტრაციისა.

რასაკვირველია ყოველივე ნათქვამი უნდა შეივსოს კიდევ. ჩვენ როდისმე ამას ვიზამთ, მაგრამ რადგანაც საპასუხო დაგვრჩენია კიდევ რამოდენიმე ეჭვზედ, აღვნიშნოთ ჯერ უმთავრესი პუნქტები ზემოხსენებულისა:

1)     შრომა თავისუფალი, ძალდაუტანებლად, დაუქირავებელი ყოველი მხრივ;

2)     ხმარება ნაწარმოებისა, გემოთა და მოთხოვნილებათა მიხედვით;

3)     სრული მოსპობა ნაწარმოების განსაზღვრისა ღირებულების თეორიით;

4)     აგრეთვე გაცვლა–გამოცვლის მოწყობა მოთხოვნილებათა მიხედვით;

5)     შრომის ბირჟა, ცენტრი ადამიანის მოქმედებისა და ცხოვრებისა.

„არც მონარხია, არც არისტოკრატია, არც დემოკრატია, რამდენადაც ეს გულისხმობს რომელიმე მთავრობას, რომელიც მოქმედებს ხალხის სახელით და ითვისებს ხალხის სახელს“, – ვამბობთ ჩვენ პრუდონთან ერთად, რომლის თეორიებსაც ჩვენ ძლიერ ბევრში სრულიადაც არ ვეთანხმებით.

არც უფროს–უნცროსობა და ავტორიტეტი, არც მთავრობა, – აი რა არის რევოლუცია!

წინააღმდეგი აზრები

ორ–გვარად გვიპასუხებენ: ბავშურად და სერიოზულად.

ჩვენ ჯერ მზად არა ვართ, – ამბობენ ისინი, ვისაც ყოველივე მოძრაობა შიშის ზარსა ჰგვრის და აწუხებს, – ეს თავის დღეში არ განხორციელდება, – ამბობენ სკეპტიკები, ვინც მხოლოდ თავისი სიცოცხლის სიგრძეს იღებენ მხედველობაში.

ჩვენ, რასაკვირველია დავუყოვნებლივ აღვიარებთ, რომ ხალხის გონება ისე არ არის განვითარებული, როგორც ჩვენ გვინდა. საუკუნეთა განმავლობაში მონობამ თავისი ჰქმნა. ცხოვრებისათვის ბრძოლამ მუშებში დაჰბადა მრავალი ნაკლულოვანებანი, – შური და მტრობა და სხვ., რომელზედაც ნავარდობს კაპიტალისტური ბატონობა. ჩვენ მზად არა ვართ, შეიძლება, და განმათავისუფლებელი საყოველთაო გაფიცვა შეიძლება ხვალ არ მოხდეს. მაგრამ ამის აღიარებამ მოქმედების სურვილი კი არ უნდა გამოგვაცალოს და ინდიფერენტებად არ უნდა გადაგვაქციოს. მართალია, ჩვენ ჯერ მომწიფებულნი არა ვართ დიდი საქმისათვის, მაგრამ ჩვენ მაინც გვესმის მისი მნიშვნელობა. მისთვის გავაძლიეროთ პროპაგანდა, გავაძლიეროთ ჩვენი ძალები, სიტყვით, წიგნებით, კრებებზედ, უბრალო მუსაიფების დროსაც და ჩავუნერგოთ ხალხს ტვინში ჩვენი აზრები. და მაშინ, როდესაც სინდიკალიზმი გამოვა ამ ვიწრო ფარგლიდამ, სადაც ის უნდათ რომ შეხუთონ, ჩვენ შეგვეძლება პირდაპირ შევხედოთ კაპიტალისტურ საზოგადოებას და უშიშრად გავაცხადოთ: „ჩვენ მზადა ვართ!“ და ეს იქმნება უსათუოდ, ამხანაგებო! შეუძლებელია წარმოვიდგინოთ, რომ მომავალი, შესაძლებელი, საერთო და საყოველთაო ბედნიერების შემხედვარე ხალხმა, რომლის შეგნება და გონება თანდათან იზრდება, საუკუნოდ მოიხაროს ქედი. შეუძლებელია წარმოვიდგინოთ, რომ საშინელ გაფიცვათა მწარე მაგალითებმა, საშინელმა კრიზისებმა და უმუშაობამ, რომელნიც ხდებიან პერიოდულად, არ აუხილონ თვალები მათაც კი, რომელთა შეუგნებლობა განსაკთრებულ სნეულებად მიაჩნიათ.

ხალხი მაშინ გაინთავისუფლებს თავს, როდესაც მოინდომებს. ვიმუშაოთ მის განსათავისუფლებლად!

სოციალური ტრანსფორმაცია მოხდება მხოლოდ ინტერნაციონალურად, ამბობენ ზოგიერთი ამხანაგები, რადგანაც,– შეჰხედეთ მაგალითად საფრანგეთს, რა დაემართება მას, მარტო რომ მოახდინოს სოციალური რევოლუცია და გამოეყოს მთელ კაპიტალისტურ ქვეყანას? მე კი პირადად ამისი არა მეშინია და დარწმუნებულიც ვარ, რომ ეს ესეც იქმნება: რომელიმე ერთი ერი, საფრანგეთი, გერმანია ან რუსეთი გადმოიგდებს უღელს ქედიდან და დასცემს ძირს კაპიტალისტურ რეჟიმს. მაგრამ მაგალითი მაშინვე გავრცელდება და ამგვარი ტრანსფორმაციას ერთგან ისეთი გავლენა ექმნება მთელ ქვეყანაზედ, რომ შედარებით ცოტა ხნის შემდეგ, საზოგადოებრივი გარდაქმნა საყოველთაო იქმნება.

მაგრამ წარმოვიდგინოთ საქმე უარესად, და ვსთქვათ, რომ მაგალითად მარტო ჩვენში მოხდა დიდი რევოლუცია. გგონიათ რომ ჩვენ უმდაბლეს მდგომარეობაში ვიქმნეთ? ზნეობრივად არა, – გვეთანხმებიან მაშინვე, მაგრამ ჩვენს წინააღმდეგ რომ წამოვიდეს მთელი კოალიცია კაპიტალისტურ სახელმწიფოთა და დაემუქროს განთავისუფლებულ ტერიტორიას?

როდესაც მოვსპობთ ღირებულებასა და გაცვლა გამოცვლის საშუალებას, რაღათი შევიძინოთთ ის საქონელი, რომელიც შინ არ გვექნება? – აი რას გვეუბნებიან.

თუ მიწის ნაყოფებზედ გველაპარაკებიან – მაშინ მიუთითებთ ჩვენ მოწინაღმდეგეებს ემილ გოტიესა და კროპოტკინის შრომებზედ, რომლებმაც ნათლად დაამტკიცეს ციფრებითა და მაგალითებით, რომ გამოყოფა საშიშარი არ არის, და ქიმია და სხვა მეცნიერებანი მშვენივრად მოაწყობენ მთელი ქვეყნის გამოკვების საქმეს. მაგრამ სულ სხვაა, როდესაც ჩვენ დაგვჭირდება იმისთანა საგნები, რომელთა შექმნისათვის ათი–ათასი წლები ყოფილა საჭირო, ყოველ გვარი მადანი, ლითონები, ნახშირი და სხვა. ვსთქვათ, რომ ყოველივე ეს ჩვენ შემოგვაქვს შორეულ და გარშემო ქვეყნებიდამ. როგორ უნდა ვიშოვოთ ყველა ეს საგნები მაშინ? ამ შემთხვევაში, შრომის კონფედერაციის როლი, როგორც საერთაშორისო გაცვლ–გამოცვლის დაწესებულებისა, ვერ მიაღწევს თავის მიზანს, და სხვანაირად დაგვჭირდება ვიპოვნოთ ის საგნები, რომლებიც დაგვჭირდება. ამისათვის, ამ სპეციალური მოთხოვნილებისათვის, ჩვენ უნდა შევინახოთ საცვალი ღირებულება, მაგრამ ეს საფრთხე დიდი არ იქმნება, რადგანაც საცვალი ღირებულება მხოლოდ საერთაშორისო გაცვლა–გამოცვლისათვის დარჩება, და მხოლოდ რამოდენიმე ხნით.

უკანასკნელი პასუხიც გავარჩიოთ და გავათავოთ ამ პრინციპების განხილვა ჩვენ პატარა რეზიუმეში.

თქვენი საზოგადოება იდეალურია, – გვეუბნებიან ჩვენ, – და ჩვენი სურვილიც არის განვახორციელოთ იგი; – მაგრამ რადგანაც იგინი ეტაპების მომხრენი არიან, ზოგი მათგანი ემხრობა სახელმწიფო სოციალიზმს, ცოტად თუ ბევრად ფართოს, ზოგს კი სწამს გარდამავალი პერიოდი, როდესაც შრომა კოლექტიური იქმნება, მაგრამ საქირაო შრომის ფორმები კი ნელ–ნელა შეიცვლებიან და თან და თან გაუმჯობესდებიან.

არც ჩვენა გვრწამს ჯადო და სასწაულ–მოქმედი კვერთხის დაკვრით უცბად გარდაქმნა საზოგადოებისა. შესაძლებელია, რომ თავისუფლებისა და ბედნიერებისათვის ბრძოლა ძნელი და სასტიკი იქმნას, და კაპიტალიზმის ციხეც მხოლოდ თანდათანი იერიშით დაანგრევს…

ყოველივე ეს შესაძლებელია, რადგანაც ჩვენ არ ვიცით ევილუციის დაწვრილებითი სრბოლა, რადგანაც ჩვენ არ შეგვიძლია პირდაპირი სურათი დავხატოთ გარდამავალ ხანათა. ჩვენ მხოლოდ ვაჩვენებთ პროლეტარიატს იდეალურ მიზანს და ვეუბნებით! აი საითკენ უნდა წარგვიტაცებდეს მთელი ჩვენი იმედები, – და ჩვენც ვემსახურებით პროლეტარიატს ამ მიზნის აღსაზრდელად.

თუ გზაში ეტაპები შეგვხვდა, ჩვენ მათ შევხვდებით სიხარულით, რომ რამოდენიმე მანძილი მაინც გავიარეთ, და შემდეგ ისევ გავეშურებით იდეალური მიზნისაკენ.

ჯარის კაციც ასეა, – საბოლოო პუნქტისაკენ მსველობის დროს დაბანაკება მას მხოლოდ ცოტათი აწუხებს.

ჩვენ არა ვართ მოუთმენელნი და ამხანაგთა მდევნელნი მათი აზრისათვის და იმათ, ვისაც გრძელი ჰგონიათ გასარბენი გზა, ძალა გაბედულება და დრო კი მხოლოდ ამ გზის ნაწილს

გაივლის, – ყველა იმათ, ვისაც გულწრფელად არა სურს არც მხოლოდ გამოცვლა ბატონთა და არც თვით გაბატონება, – ჩვენ ვეუბნებით: წავიდეთ ერთად, ხელი–ხელ ჩაკიდებულნი. ჩვენ თქვენ წაგიყვანთ მომავალი იდეალისაკენ და როცა დრო იქნება, გაგაცილებთ თქვენ ეტაპებს.

ეს დღე დადგება ამხანაგებო; ვიმუშაოთ ამისათვის მთელი ჩვენი ძალ–ღონით. შრომა ერთ დღეს ჯაჭვს აიწყვეტს, თავისუფლება მხოლოდ ფორმულა აღარ იქმნება, ადამიანი ბედნიერი და თავისუფალი იქმნება თავისუფალ და ჰარმონიულ კაცობრიობაში, და ამითი დედა–მიწის ტრიალი არ შეიცვლება!..

Leave a comment

Filed under Electronic Versions

ელიზე რეკლიუ – ჩემ ძმა გლეხს

გაზ. „მუშის“ ჯგუფის გამოცემა.

ჩემ ძმა გლეხს

ელიზე რეკლიუსი.

თ ბ ი ლ ი ს ი

1906

ჩემ ძმა გლეხს

 „ნუთუ მართალია“, მკითხე მე შენ, „რომ შენ ამხანაგებს, ქალაქის მუშებს უნდათ წამართვან მე მიწა, ის მიწა, რომელიც მე ასე რიგათ მიყვარს, და რომელიც მაძლევს მე პურს, თუმცა კი საკმაოდ ძუნწად, მაგრამ, მაინც მაძლევს? ის კვებავდა ჩემს მამას და ჩემი მამის მამას; ნუთუ ჩემი ბავშვები იქმნებიან შესაძლებლობას მოკლებული მისით ისაზრდოვონ? ნუთუ მართალია, რომ შენ გინდა მე მიწა წამართვა?“ – „არა, ჩემო ძმაო, ეს არაა მართალი. შენ გიყვარს მიწა, შენ ამუშავებ მას, შენ გეკუთვნის მისი მოსავალიც შენ პოულობ მიწიდგან პურს და არავის არა აქვს უფლება სჭამოს ის შენზე უწინ, იმ ქალზე ადრე, რომელმაც თავისი ბედი შენსას შეუერთა, იმ ბავშვზე უწინ, რომელიც თქვენი კავშირისაგან დაიბადა. შეინახე შენი მინდვრები, შეინახე შენი ბარი და კავი, რომლებიც მიუცილებელნი არიან შენთვის გამაგრებული მიწის სახნავად, შეინახე თესლები სათესისთვის, არა არის რა შენ შრომაზე უფრო ნაკურთხი, და ათასჯერ იყოს წყეული ის, ვინც იფიქრებს შენგან მიწის წართმევას, იმ მიწის, რომელიც შენი მკლავის შრომით შეიქმნა მარჩენალი!“

მაგრამ, იმას რასაც შენ გეუბნები, არ ვეტყვი სხვებს, რომლებიც აგრეთვე თავის თავს მიწის მუშას ეძახიან, და ნამდვილად კი ამგვარი არ არიან. ვინ არიან ეს ეგრედ წოდებული მუშები, ეს მიწის გამაპოხიერებელნი? ერთი დაიბადა დიდ კაცად. როგორც კი მოასწრეს აკვანში ჩადება იმისი, რომელიც გახვეული იყო ნაზ ქსოვილებში და ძვირფას აბრეშუმებში, მოვიდნენ მღვდელი, მსაჯული, ნოტარიუსი და სხვა პირები, რათა თაყვანი ეცათ ახალდაბადებულისთვის, როგორც მომავალი მიწის მფლობელისთვის. კარის კაცნი, მამაკაცები და ქალები ყოველი მხრიდგან მოედინებიან და მოაქვთ საჩუქრები, ძვირფასი ქსოვილები, რომლებშიც ვერცხლია ჩაქსოვილი და ოქროს ზიზილ-პიპილები; და მაშინ როდესაც მას თავზე აყრიან საჩუქრებს მწერლები დიდ წიგნებში სწერენ, რომ ბავშვი ჰფლობს – აქ წყაროებს, იქ მდინარეებსა, უფრო შორს კი ტყეებს, მინდვრებს და საბალახოებს, იქ ბაღებს და კიდევ სხვა ველებს, სხვა ტყეებს, სხვა საძოვრებს. მას აქვს ქონება მთებში და და ბარებში; ის კი არა, მიწის ქვეშაც მას მოეძევება მსხვილი ქონება, სადაც კაცები ასობით და ათასობით მუშაობენ, როდესაც ის მომწიფდება, იმან იქნება ინახულოს როდისიმე ეს ქონება, რომელიც მან იმკვიდრა დედის მუცლიდგან გამოსვლისთანავე, – შეიძლება არც შეიწუხოს თავი და არც კი დახედოს მას; მაგრამ სულერთია, ნაყოფს მოაგროვებს და გაყიდის ის. ყოველი მხრიდგან შარით და რკინის გზით, წყლის ნავებით და ზღვის ხომალდებით მასთან დაიწყებს დენას ოქროთი სავსე ტომრები – მისი მამულების შემოსავალი. მერე რა? როდესაც ჩვენ ძალა გვექმნება, დავტოვოთ ყველა ეს ნაყოფები ადამიანის შრომისა ამ მემკვიდრის ზანდუკებში? დავტოვოთ შეუხებლად ეს საკუთრება? არა ჩემო მეგობრებო, ჩვენ ყველა ამას წავიღებთ. დავხევთ იმ ქაღალდებს და გეგმებს, დავამტვრევთ ამ სასახლეების კარებს, ჩვენ დავეპატრონებით ამ მამულებს. «იმუშავე, ვაჟბატონო, ვეტყვით ჩვენ მას, თუ გინდა, რომ სჭამო. აღარაფერი ამ სიმდიდრეებისგან შენ აღარ გეკუთვნის».

მეორე ბატონი კი, რომელიც დიბადა სააზნაურო საბუთების ქაღალდ მოკლებული და რომელთანაც არც ერთი პირფერი არ გამოცხადებულა თაყვანის საცემად სამშობლო ქოხში ან სახურავში, მაგრამ რომელმაც მოახერხა გამდიდრებულიყო თავის პატიოსან ან უპატიოსნო შრომით? მას არ ჰქონდა მიწის ნაჭერიც კი, სადაც მას შეეძლო თავისი თავი შეეფარებინა, მაგრამ მან მოახერხა სპეკულაციის ან დაზოგვის საშუალებით თავისი ბატონების ან ბედის მოწყალებით შეეძინა უზარმაზარი სივრცეები, რომლებსაც ეხლა ის ავლებს კედლებს და ღობეებს: ის მკის იქ, სადაც მას არ მოუმკია,  ის სჭამს და აგროვებს პურს, რომელიც სხვამ მოიმუშავა თავისი შრომით. ნუთუ პატივის ცემით უნდა მოვეპყრათ ჩვენ ამ სხვა საკუთრებას გამდიდრებული ღატაკისა, რომელიც თვით არ მუშაობს და თავად იჩემობს მიწას, რომელსაც მონების ხელით ამუშავებს? არა ჩვენ არ დავინდობთ ამ მეორე საკუთრებასაც, ისე, როგორც პირველს. აქაც ისე, როდესაც ჩვენ ძალა გვექმნება, ჩვენ წავუღებთ ამ მამულებს და ვეტყვით იმას, ვინც სთვლის თავის თავს მათ პატრონად:

«იქით მეტიჩარავ! შენ ოდესღაც მუშაობდი; მაშ განაგრძე. შენ გექმნება პური, რომელსაც დაიმსახურებ შენი შრომით, მაგრამ მიწა, რომელსაც შენ არ ამუშავებ, შენი აღარ არის. ამას იქით შენ პურის პატრონი აღარ ხარ.»

ამ გვარად ჩვენ წავიღებთ მიწას, მაგრამ წავიღებთ იმათგან, ვინც მას ფლობს, მაგრამ არ ამუშავებს და მივცემთ იმათ ვინც მუშაობს; მაგრამ მივცემთ იმისთვის კი არა, რომ მივცეთ მათ ნება თავის რიგზე გაყვლიფონ სხვა უბედურნი. მიწის რაოდენობა, რომელზედაც ცალკე პირს, ოჯახს ან მეგობრების ჯგუფს აქვს უფლება, არ შეიძლება აღემატებოდეს იმ ზომებს, რომლების მუშავება შესაძლებელი იქმნება პირადი ან საერთო შრომით. როგორც ეს ზომები გადააცილებენ საზღვარს იმ სივრცისას, რომელიც შეილება დამუშავდეს მათ მიერ, ისინი მტყუანი იქმნებიან ზედ მეტის მოთხოვნაში; ამ ზედ მეტით სარგებლობა ეკუთვნის სვა მუშას. ის, რასაც შენ ამუშავებ, ჩემო ძმაო, – შენია, და ჩვენ შეგვიძლია შეგინახოთ ეს ყოველი ჩვენ განკარგულებაში მყოფ საშუალებით; მაგრამ მიწა, რომელსაც შენ არ აკეთებ ეკუთვნის შენ ამხანაგს. მიეცი მას ადგილი, ისიც მოახერხებს მუშაობას.

მაგრამ თუ თვითეულ თქვენგანს აქვს უფლება თვით წილ მიწაზე, ნუ თუ თქვენ მაშინ ერთი მეორისგან განცალკავებით იცხოვრებთ? ერთი წვრილი გლეხი, მესაკუთრე ან მოიჯარადრე, მეტად სუსტია, რომ ებრძოლოს ერთბაშად ძუნწ ბუნებასაც და ბოროტ-მჩაგვრელებს. თუ ცხოვრებაში თავი გაიტანა, ეს მხოლოდ უზარმაზარი მეცადინეობის მეოხებით იქმნება მან უნდა შეეგუოს ამინდის ყველა ჭირვეულობას და ათას შემთხვევაში დაემორჩილოს ნებისმიერ წამებას. ყინვა იქმნება თუ მწვავე მზე, წვიმა თუ ქარი, ის ყოველთვის სამუშავოზე უნდა იყოს, მის მოსავალს მოვარდნილი წყალი წალეკავს ან მზე დასწვავს, – ის გულდამწვარი მოაგროვებს ნარჩენებს, რომლებიც მას არ ეყოფა თავის გამოსაკვებათ. დადგება თესვის დღე, – ის გამოიღებს პირიდგან უკანასკნელ მარცვალს და ჩააგდებს ნახნავში. მის უიმედობაში მას რჩება მხურვალე რწმენა, ის მსხვერპლად სწირავს თავისი ღატაკი მოსავლის ნაწილს, რომელიც მისთვის ასე საჭიროა, იმ იმედით, რომ მკაცრი

ზამთრის შემდეგ, მოღალატე და დაუდეგარი გაზაფხულის შემდეგ, გოლვიანი ზაფხულის შემდეგ, პური მაინც მოვა და შეიძლება გააორკეცებს, გაათკეცებს ნათესს. რა ღრმა სიყვარულს ინახავს ის ამ მიწისას, რომელიც აიძულებს მას ასე ბევრი იშრომოს, ასე ბევრი იტანჯოს მუდმივ შიშში და იმედის გაცრუებაში და აღტაცებაში მოვიდეს იმ სიხარულისაგან მღელვარე სავსე თავთავების დანახვაზე. გლეხის მიწის სიყვარულზე უმძლავრესი სიყვარული არ არსებობს, მიწის, რომელსაც ის ხნავს და სთესავს, რომლისგანაც ის გამოვიდა და სადაც ის მიბრუნდება! და მიუხედავად ამისა რამოდენი მტრები ახვევია მას გარეშემო და უთვალთვალებენ ამ მიწას, რომელიც მას აგრე რიგად უყვარს. ხარჯის ამკრები ხარჯს ადებს მის სახნისს და მიაქვს მისგან მისი პურის ნაწილი; ვაჭარს მიაქვს მეორე ნაწილი; რკინის გზა მას ჰქურდავს საქონლის გადაზიდვაში ყოველი მხრით მას ატყუებენ. და რამოდენიც უნდა უყვიროთ ჩვენ იმას: «ნუ გადაიხდი გადასახადებს, ნუ გადაიხდი საიჯარო ქირას,» – ის მაინც იხდის, იმიტომ რომ ის ერთია, იმიტომ რომ ის ვერ ენდობა თავის მეზობლებს – სხვა წვრილ გლეხებს, მესაკუთრეებს ან მოიჯარადრეებს და ვერ ჰბედავს შეუთანხმდეს მათ. შიშით და განცალკავებით ჰყავთ გლეხები მორჩილებაში.

საერთო მტერთან სახელმწიფოსთან და ბატონთან ბრძოლაში უფრო ღონიერია ის გლეხები, რომლებიც სცხოვრობენ საზოგადოებებათ, როგორც «ზადრუგა» და «მირი» რუსეთის და სხვა სლავიანურ ქვეყნებში. მიწა – მათი საზოგადოებრივი საკუთრებაა და ის არ ნამცეცდება მრავალრიცხოვან ნაჭრებათ, რომლებიც არიან ღობე, კედელ და თხრილ შემოვლებულნი. მათ არ მოსდით დავა თავთავის გულისათვის, რომელიც ნახნავის მარცხნით ან მარჯვნით ამოვიდა. მათ არც სასამართლოს ბოქაული ჰყავთ, არც ადვოკატები, არც ნოტარიუსები ამხანაგებთან საქმის მოსაწყობათ. მოსავლის მოწევის შემდეგ, ახალი მუშაობის დროის დაწყებამდი, ისინი იკრიბებიან ერთად თავიანთი საერთო ინტერესების გასათვალისწინებლად. ქალი შეირთო ვინმემ, თუ ბავშვი დაიბადა ოჯახში ან საზოგადოთ მოემატათ ახალი წევრი, – ყველა სჯის თავის ახალ მდგომარეობას და იღებენ ზედმეტ ნაწილს საერთო ქონებიდგან მომატებული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. ხვედრი მიწები ან დიდდებიან ან მცირდებიან, მიწის და თემის წევრების რაოდენობის მიხედვით, და თვითეული აკეთებს თავის მინდორს, იმ შეგნებით ბედნიერი, რომ მშვიდობიანი განწყობილებაში ცხოვრობს თავის ძმებთან, რომლებიც მუშაობენ აქვე მიწაზე, რომელიც ყველას მოთხოვნილებები თანახმად არის მიზომვილი. თუ შემთხვევამ მოიტანა ამხანაგები ერთი მეორეს ეხმარებიან: იქმნება ვისიმე ქოხი დაიწვა, – ყველა ერთად ახალის აშენებას შეუდგებიან, იქმნება მინდვრის ნაწილი გადარეცხა წვიმამ, – მაშინ მეორეს უთმობენ დაზარალებულს. ვინმე ერთი მწყემსს თემის ჯოგს და საღამოს ცხვრები და ძროხები თავად ბრუნდებიან თავიანთ თავლაში, უმეხრეოდ. თემი წარმოადგენს ერთ და იმავე დროს თვითეულის და ყველას საკუთრებას.

მაგრამ, როგორც ცალკე პირი, ისე თემი სუსტია, თუ ის განკერძოებული დარჩა. თუ მთელ თემს მიწა აკლია, მაშინ ყველა მშიერი უნდა დადგეს! ის განუწყვეტილ მტრობაშია უფრო მდიდარ მებატონესთან, რომელიც მუდამ დავას აცხადებს ერთ ან მეორე მინდვრის თაობაზე,

ერთ ან მეორე საძოვარზე. ის გულდაგულ იბრძვის და ერთი მებატონე რომ ყოფილიყო, ის ჩქარა გამოუყვანდა წირვას მის სიხარბეს, მაგრამ მებატონე ერთი არ არის: მას ემხრობა გუბერნატორი და პოლიციის უფროსი, მღვდლები და მსაჯულები, მას ზურგს უმაგრებს მთელი მთავრობა თავისი კანონებით და ჯარით. თუ საჭირო შეიქმნა მის სამსახურისთვის მზად არის ზარბაზნები იმათ დასახვრეტად, ვისაც არ უნდა დაუთმოს მას სადავო მიწა. ამ გვარად თემი თუნდაც ათასჯერ მართალი იყოს, ყველაფერი ისეა მოწყობილი, რომ მთავრობა მაინც თემს გაამტყუნებს. და რამოდენიც არ უნდა ვუყვიროთ მას ისე როგორც ხარჯის გადამხდელებსაც: «ნუ დაუთმობ!» ის ისე, როგორც პირველი, იძულებული იქმნება დაუთმოს თავისი განკერძოვების და სისუსტის წყალობით.

ამ რიგათ ყველა თქვენ წვრილი მესაკუთრეების – დამოკიდებულნი ან თემებად მცხოვრებნი – ძლიერ სუსტნი ხართ ყველა იმათთან საბრძოლველად, ვინც თქვენს დამონებას ცდილობს: უზურპატორებთან, რომლებიც ექადიან თქვენ მიწის ნაფლეთს, მართველებთან, რომლებიც თქვენ გაცლიან ხელიდგან თქვენი შრომის ნაყოფს. თუ თქვენ ერთად არ შეერთდით თქვენ მალე იგივე ბედი გეწევათ რაც მილიონისგან მილიონ ადამიანებს, რომლებიც უკვე ყოველ უფლებას მოკლებულია ნათესზე და მოკრეფაზე, ცხოვრობენ დაქირავებულ შრომის მონობაში, პოულობენ სამუშავოს მხოლოდ მაშინ, როდესაც მეპატრონეებს ესურვებათ და სასარგებლოთ მიაჩნიათ მისი მიცემა, მუდამ იძულებული არიან ღვთის გულისათვის მოწყალება ეძიონ და სხვა სახით, – ხან დამცირებულად ითხოვონ სამუშავო, ხან მოწყალებისთვინაც კი ხელი გაიშვირონ. მათ უკვე მიწა აღარ აქვთ; თქვენც შეიძლება მსგავსი ბედი გეწვიოთ.

არის კი ამგვარი დიდი განსხვავება თქვენ და მათი ბედის შორის? უბედურება მათ უკვე ეწვიათ, – თქვენ კი გეწვევათ დღეს თუ არა ხვალ. მაშ შეერთდით თქვენ საერთო უბედურებაში და ხიფათში, რომელიც თქვენ გექადის, დაიცვათ ის, რაც თქვენ დაგრჩათ და დაიბრუნეთ ყოველი დანაკარგი.

თორემ თქვენ გელის მძიმე ხვედრი, ნუ დაივიწყებთ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ მეცნიერების და სისტემების საუკუნეში, ჩვენი მართველები, რომლებსაც თავის განკარგულებაში ჰყავთ პროფესორების და ქიმიკოსების არმია, გიმზადებენ თქვენ ისეთ ორგანიზაციას, რომელშიდაც ყველაფერი განაწილებული იქმნება, როგორც ქარხანაში, სადაც მანქანა ყველაფერს მართავს, თითქმის ადამიანებსაც, სადაც, ეს უკანასკნელნი – სადე, ბორბლები – გადაგდებული იქმნებიან, როგორც კი მსჯელობას და სურვილს გაოიჩენენ.

და ამვარად ამერიკის უდაბნოებში, ნაყოფიერ ოლქებში, მიწის უზარმაზარი სივრცეები დათმობილია სპეკულიანტების კომპანიებისათვის, რომლებიც მშვენიერ განწყობილებაშია არიან მთავრობიასთან, როგორც ყველა მდიდრები და არამზადები, რომლებსაც ბედმა გამდიდრება არგუნა. რადგან თავისი განკარგულებაში ჰყავენ კაცები და აქვთ თანხები, ამიტომ ისინი ამ ბინებს პურის ქარხნებად აქცევენ.

აი ამ გვარი მიწის კულტურის ნიმუში ერთ პროვინციაშია.

ამ უზარმაზარ სივრცეზე მეურნეობის ხელმძღვანელობა მინდობიალია ერთ კაცზე, რომელიც ემსგავსება რაღაც გენერალს, განათლებულს, გამოცდილს, კარგ მიწათმოქმედს და კარგ გამყიდველს და რომელიც «მარდია მიწის წარმოების და მუსკულების ძალით ნამდვილი ღირებულობის და ფასების ხელოვნებაში. ეს ბატონი ცხოვრობს მოხერხებულ სადგომში თავის მამულების შუაგულში. თავლებში მას ასი გუთანი აქვს, ასი სათესავი მანქანა, ასი სათიბი მანქანა, ოცი საფქვავი; ორმოცდაათი ვაგონი, რომლებიც გადაბმული არიან ლოკომოტივებზე, მუდამ სრიალობენ რელსებზე მინდვრებში გამართულ ვაგზლებიდგან უახლოვეს ნავთსადგურამდე. ნავთ-საყუდელიც, ზღვის ორთქლ-მავალებიც, რომლებიც ნავთ სადგურში სდგანან აგრეთვე მამულის პატრონის საკუთრებას შეადგენენ. მისი სახლიდგან ყველა სხვა შენობებმდე გაყვანილია ტელეფონები; პატრონის ხმა ყოველი მხრიდგან ისმის. მას ესმის უმცირესი ხმაურობაც კი; ის ხედავს ყოველ მოძრაობას. არაფერი მის უბრძანებლად არ კეთდება; მისი მეპატრონის თვალი ყველაფერს უკვირდება.

მაგრამ რად იქცევა მუშა, გლეხი ამ ასე მშვენივრად მოწყობილ ქვეყანაში? მანქანები, ცხენები და ადამიანები სრულიად ერთნაირად არიან მოხმარებულნი: მათ უყურებენ როგორც ძალის ჯამს, რომელიც უნდა იქმნას მოხმარებული უდიდესი სარგებლობით პატრონისათვის: გამოწურონ მისგან რაც შეიძლება მეტი ნაყოფი უმცირესი ხარჯით. საჯინიბოებს ისეთი მდებარეობა აქვთ, რომ შენობისგან გამოსვლისთანავე ნაბიჯითვე  ცხოველებს უკვე გაჰყავთ ნახნავი, რომელიც მთელი მინდვრის სიგრძეზე მიდის რამოდენიმე ვერსტზე: თვითეული მათი ნაბიჯი გამოანგარიშებულია და თვითეულს შემოაქვს შემოსავალი პატრონისათვის.

სწორედ ამ გვარადვე, მუშის თვითეული მოძრაობა, როგორც კი ის გადასცდება საერთო საძინებელ ოთახის კარის ზღურბლს გამოანგარიშებული, გაზომილი არის. აქ არ არის არც ცოლები, არც ბავშვები, რომლებსაც შეეძლოსთ მუშაობას მოაცდინონ ან ალერსით, ან კოცნით. მუშები არიან დაყოფილნი პატარა რაზმებად, რომლებსაც თავისი უნტერები, კაპიტნები და მიუცილებელი ჯაშუშები ჰყავთ. თვითეული ვალდებულია მეთოდუიურად შეასრულოს დანიშნული სამუშავო და დაიცვას სრული სიჩუმე. გატყდება რომელიმე მანქანა, – მას გადააგდებენ დასამტვრევათ, თუ მისი შეკეთება არ შეიძლება; დაეცემა ცხენი და ფეხს მოიტეხს, – მას ყურში რევოლვერს დააცლიან, მოჰკლავენ და ლეშს წაიღებენ. დაეცემა ადამიანი დაღლილობისგან, მოიტეხ ხელს ან ფეხს, ციება შეიპყრობს, – მას იქვე არ ათავებენ, მაგრამ გააგდებენ; დაე მოკვდეს თავისთვის სადმე სხვაგან და არავინ შეაწუხოს თავისი ჩივილით.

უმთავრესი სამუშაოების გათავების შემდეგ, როდესაც ბუნება ისვენებს, ისვენებს მართველიც და ითხოვს თავის ჯარს. შემდგომ წელს ის ყოველთვის იშოვნის გასაქირავებელ ძვლებს და მუსკულებს, მაგრამ ის არაფრის გულისთვის არ აიყვანს გასული წლის მუშებს: იმათ შეუძლიანთ დაიჩემონ თავისი გამოცდილება, წარმოიდგინონ, რომ თვით პატრონზე

ნაკლებადაც არ იციან, კარგათ არ დაემორჩილებიან, და ვინ იცის? იქნება კიდეც შეუყვარდეთ მათი ნაკლები მიწა და წარმიდგინონ, რომ ის მათია!

კაცობრიობის ბედნიერება, რომ მილლიონერების პატარა ჯგუფის შექმნაში შესდგებოდეს, მილლიონერების, რომლებიც ნაყოფების გროვას აგროვებენ თავიანთ ჭირვეულობათა და ვნებათა დასაკმაყოფილებლად, იმ ნაყოფების, რომლებიც დამონებული მუშების შრომის ნაწარმოებია, – ეს მეცნიერული დამუშავება მიწის «კატორჟნიკების» მიერ, იქმნებოდა იდეალი. რა საოცარ ნაყოფს იძლევიან ეს ფინანსიური დაწესებულება!  ხუთასი კაცის შრომით მომუშავებულ პურს, შეუძლია გამოჰკვებოს ორმოცდაათი მილლიონი სული; მუშებზე დახარჯულ უმნიშვნელო რამეს შემოაქვსთ პურის უზარმაზარი რაოდენობა, რომლითაც ტვირთავენ ხომალდებს და ყიდიან მას ათჯერ უფრო ძვირად ვინემ მისი წარმოების ღირებულების ხარჯი.

მართალია, თუ მომხმარებელთა მასსა ძლიერ გაღატაკდა სამუშავოს და სამუშავო ქირის უქონლბის გამო, მას აღარ შეეძლება იყიდოს ყველა ეს ნაწარმოები და შიმშილით სიკვდილ გადაწყვეტილი, აღარ გაამდიდრებს სპეკულიატორებს. მაგრამ ეს უკანასკნელები არ არიან დაინტერესებული მომავლით: ჯერ გამდიდრება, ოქროთ მოფენილი გზით სიარული, შემდგომ კი გამოჩნდება, – შვილები როგორმე გამოვლენ დახლართულ საქმეებიდგან, «ჩვენს შემდგომ, წარღვნა!»

აი ამხანაგო მუშებო, როგორ ბედს გიმზადებენ შენ! თქვენ გამოგართმევენ საყვარელ მიწას. სადაც თქვენ პირველად გამოარკვიეთ საიდუმლო პურის ღერისა, რომელიც მაგარ ნიადაგს სჭრიდა და ამოდიოდა. თქვენ გამოგართმევენ მინდვრებს და ყანებს; თვით თქვენ წაგიყვანენ, მიგაბამენ შენ რკინის მანქანაზე, რომელიც კვამლს აფრქვევს და სისინებს, და შავი კვამლის ღრუბლებში გახვეული თქვენ უნდა აბრუნოთ რომელიმე ბორბალი, იქნიოთ ხელები დღეში ათი თორმეტი ათასჯერ – ამას ერქმევა მიწათ მოქმედება.

მაშინ ფიქრად ნუ მოგივათ სიყვარული, როდესაც თქვენ აღეგძრებათ სურვილი ცოლის ყოლისა; ნუ მოიბრუნებთ თავს გამვლელ ახალგაზრდა ქლიშვილისკენ: უფროსი ოსტატი არ მოგითმენთ, რომ თქვენ პატრონს დრო მოჰპაროთ. თუ პატრონმა მოისურვა მოგცეს თქვენ ნება ქალის შერთვისა და თქვენ მიერ ჩამომავლობის დატოვება, – ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ მას ძლიერ მოეწონეთ; თქვენ ის მონური სული გექმნებათ, რომელიც მას სურდა შეექმნა, თქვენ საკმაოთ საზიზღარი იქნებით, რადგან ის ნებას აძლევს დაბალ ჯიშს არ გაქრეს.

თქვენ მოგელისთ მუშა კაცის, მუშა ქალის, ქარხნის შვილის მომავალი! ძველი მონობა არასოდეს ახალზე უფრო მეთოდიურად არ ამახინჯებდა კაცის ბუნებას, რომ ის დაექვეითებინა უბრალო იარაღის ხარისხამდი.

რაღა დარჩა კაცური ამ გამოფიტულ, დამახინჯებულ, დაავადმყოფებულ არსებაში, რომელიც მუდამ ოფლის, ქონის და მტვერის ჰაერში სუნთქავს?

უშველეთ, რაც უნდა მოხდეს, თქვენ თავს ამგვარ სიკვდილისაგან. დაიცეთ ერთგულად თქვენი მიწა; ის თქვენია, თქვენი ქალების და ბავშვების, რომლებიც თქვენ გიყვართ. შეუერთდით ამხანაგებს, რომლების მიწას ექადის, ისე როგორც თქვენისას, მექარხნენი, ნადირობის მოყვარულნი, ჩარჩები. დაივიწყეთ ყველა თქვენი წვრილმანი უკმაყოფილებანი და შეერთდით თემებად, სადაც ყოველი ნაფლეთი მიწისა დაცული იქმნება თემის ყველა წევრების მიერ.

რიცხვით ასი, ათასი, ათიათასი კაცი, თქვენ უკვე საკმაოთ ღონიერი იქმნებით; მეპატრონის და მის მოსამსახურეების წინააღმდეგ; მაგრამ თქვენ კიდევ არ გექმნებათ იმოდენი ძალა, რომ სძლიოთ მხედრობა. მოიხმეთ თან ყველა ისინიც, რომლებსაც არა ფერი გააჩნიათ, ყველა ქალაქის მუშები, რომლებიც თქვენ იქნება შეგაძულეს, მაგრამ რომლებიც უნდა გიყვარდენ, რადგან ისინი მოგეხმარებიან თქვენ გაიმაგროთ მიწა და დაიბრუნოთ ის, რაც თქვენ წაგართვეს. მათთან ერთად თქვენ გაანადგურებთ ღობე-ყორეებს და შეჰქმნით უზარმაზარ თემს ადამიანებისას, სადაც ყველა თქვენ იმუშავებთ საერთოდ თქვენი ბედნიერებისათვის, მისცემთ სიცოცხლეს და სიმშვენიერეს ამ საოცარ მიწას, რომელიც ჩვენ გვაძლევს პურს.

მაგრამ თუ თქვენ ეს არ ჰქენით, ყველაფერი დაკარგული იქმნება. თქვენ მონებათ და მათხოვრებათ დაიღუპებით. «თქვენ გინდათ სჭამოთ», უთხრა, ცოტა ხანია მასაქეთ, ალჟირის ქალაქის თავმა სამუშავოს მოკლებულთ წარგზავნილებს, «მაშ სჭამეთ ერთმანეთი!»

ელიზე რეკლიუ

Leave a comment

Filed under Electronic Versions