ესთეტიკა, როგორც ფაშიზმი

უძველესი ცივილიზაციები განლაგებულნი იყვნენ ეკვატორთან საკმაოდ ახლოს. ეს ძველი მონათმფლობელური სახელმწიფოები მიჯაჭვულნი იყვნენ დიდ მდინარეთა ნაყოფიერ ველებს, იყენებდნენ ბრინჯაოს იარაღებს და განუწყვეტელი ომებისა და ადამიანების დამონებით შეეძლოთ სამუშაო ძალის შევსება. საკმარისი სითბო იყო მიწათმოქმედებისათვის და დესპოტური წესრიგი აჯანყებებისა და პერიოდულად ქონების ხელახალი გადანაწილების მიუხედავად სტაბილურად ნარჩუნდებოდა. ეკვატორიდან ჩრდილოეთისკენ ხმელთაშუა ზღვის კუნძულებზე მცხოვრებ ხალხებს კი სულ სხვა პირობებში უწევდათ არსებობა. უფრო ცივი კლიმატის გამო ისინი მალემწიფებადი მცნეარეების სელექციას, მესაქონლეობას და საბოლოოდ სასოფლო-სამეურნეო ფართობებისათვის დამატებითი ტერიტორიების გამონახვისთვის კოლონიზაციამდე მივიდნენ. კოლონიზაცია კი სულ სხვა პოლიტიკურ იდეოლოგიას მოითხოვდა, უცნობი მიწების ათვისებისთვის საჭირო იყო სიმამაცე, ინიციატივიანობა, ამიტომ წინა პლანზე შეჯიბრებითობა გამოვიდა. შემთხვევითი არაა დემოკრატიისა და სპორტული თამაშების წარმოშობა, რომელიც აიდეალებდა სრულყოფილსა და ავანტიურისტ ადამიანს. ვიზუალიზაცია, როგორც პროპაგანდის მძლავრი საშუალება სწორედ ამ იდეოლოგიას ემსახურებოდა.

ცივილიზაციის დასავლური მოდელი გამსჭვალულია იდეით, რომ პროგრესი მოდის პრივილიგირებულებისაგან, რომელთა მოცალეობა და უსაქმურობა უზრუნველყოფილია მათ მიერ დაქვემდებარებული და მართული ფენის შრომით. ძველბერძნული ცივილიზაცია, მოდელი თანამედროვე დემოკრატიისა, მთლიანად დამოკიდებული იყო ტყვედ ჩავარდნილი მონების პოპულაციაზე, რომელიც ინახავდა და ემსახურებოდა არისტოკრატების, ფილოსოფოსების, პოეტების, ხელოვანებისა და ჯარისკაცების სიმდიდრესა და ფუფუნებაში ყოფას. ანტიკური სამყაროდან მოყოლებული, მონობა და სხვა მრავალი ფორმა იძულებითი შრომისა ნორმად ითვლებოდა, და ე.წ. დიდი ცივილიზაციები აშენებულია მილიონობით განიარაღებული და ჩაგრული ადამიანის ტანჯვით შრომაზე.

ძველი ბერძნები თვლიდნენ, რომ ყველაფერს, რაც არსებობს ამ სამყაროში, მათ შორის ადამიანსაც, ზეციურ სამყაროში თავისი პირველსახე ანუ იდეა გააჩნია, ეს იდეა ყოველმხრივ უნაკლო და სრულყოფილია. ეს მსოფლმხედველობა აშკარად მჩაგვრელი იყო. თითქოს ადამიანები პირველსახეობების, ეიდოსების სუსტი, მკრთალი ანარეკლები იყვნენ, ამიტომ ბერძენი სკულპტორი, რომელიც ღმერთის ქანდაკებაზე მუშაობას დაასრულებდა ავტოგრაფს წარსულ განგრძობით დროში აწერდა [*], თითქოს ვერ შეძლო რეალიზაცია – მოკვდავი ადამიანი ხომ ვერ მოახერხებდა იდეალურის ვიზუალიზაციას ბოლომდე. ისინი განასხვავებდნენ ხელოსნობას ჭეშმარიტი ხელოვნებისაგან. მათი აზრით, ხელოსნობა ბუნებაში არსებული საგნების პირდაპირი ასახვაა, ჭეშმარიტი ხელოვნება კი ასახავს არა ისე, როგორიცაა ის რეალურად, არამედ მიილტვის გადმოსცეს მისი იდეალური სახე. მაგრამ ვინ იცის როგორია იგი? კლასიკური პერიოდის ბერძნული ხელოვნების მიზანიც სწორედ ამ იდეალურის ძიება და ასახვა იყო. ეს ძიება უსასრულოდ არ გაგრძელებულა და მალევე მოექცა სტანდარტებში. ძველბერძენმა მოქანდაკემ, პოლიკლეტემ შეიმუშავა “კანონები”, სადაც ჩამოყალიბებული იყო ადამიანის სხეულის ჰარმონიული პროპორციები.

დორიფოროსი (შუბოსანი), ბერძენი მოქანდაკის, პოლიკლეტეს ნამუშევრის რომაული ასლი 450-440 ძვ.წ.ა.

ანტიკური სამყარო ქადაგებდა მშვენიერი სხეულის კულტს… აქ გამეფებული იყო მოსაზრება, რომ “ჯანსაღ სხეულში, ჯანსაღი სულია”[**] და რაიმე სახის ფიზიკური არანორმატიულობა უკვე დიდ ცოდვად ითვლებოდა. დისკრიმინაციის პიკი იყო სპარტაში, სადაც მსგავს ჩვილ ბავშვებს ე.წ. პოთეტში (Apothetae)უფსკრულში მოისროდნენ. ამ დებულების ტრფობა კარგად ჩანს ანტიკურ სკულპტორებშიც, სადაც იდეალური სხეულის გამოქანდაკება ითვლებოდა ყველაზე მაღალ და უნიკალურ ხელოვნებად. აქ, პატრიციებსა და პლებეებშიც გაბატონებული იყო უკიდურესი ესთეტიზმი და ყოველგვარი სხვაგვარი გამოვლინება ან იჩქმალებოდა ანდა სასტიკად იგმობოდა და ვიწროვდებოდა. ასეთი მიდგომა ნერგავდა მოსაზრებებს, რის მიხედვითაც, კარგი იყო ის, რაც საამო იყო საცქერლად, ხოლო რის დანახვასაც შეეძლო აღფრთოვანებაში არ მოეყვანა მნახველი, გახლდათ ცუდი და ნაწილი ბოროტებისა.

ეს ტენდენცია სხვა არაფერი იყო თუ არა პოლიტიკის ესთეტიზაცია, რაც ჩვეულებრივი ფაშიზმია და ის სხვადასხვა იერარქიულ საზოგადოებაში განსხვავებულ ფორმებს იძენდა. […] მარტინ ლუთერი მოუწოდებდა გონებსასუსტი ბავშვების მდინარეში დახრჩობისაკენ. XIX საუკუნეში ევგენიკის (ფსევდომეცნიერება სოციალ-დარვინიზმი) მომხრეები ამტკიცებდნენ რომ მათ შეეძლოთ გენოფონდის სრულყოფა სელექციის გზით. მსგავსი თეორიები განსაკუთრებით აქტუალური გახდა XIX და XX საუკუნეების მიჯნაზე, ვინაიდან ისეთი დიდი სახელმწიფოები, როგორებიც იყვნენ ინგლისი, გერმანია, საფრანგეთი და ა.შ. მძლავრი იმპერიის შექმნაში კონკურენციას უწევდნენ ერთმანეთს. თვითდაჯერება იმაში, რომ სრულყოფილი მხოლოდ მათი რასა იყო, იმპერიის შექმნის საკითხში არსებითი გახლდათ. 1881 წელს, მილანის საერთაშორისო კონკრესზე ჟესტების ენა კანონგარეშედ მხოლოდ იმის გამო გამოაცხადეს, რომ შიშობდნენ, სმენის არ მქონე ხალხს, საბოლოო ჯამში, ჩვეულებრივი ადამიანი არ შეევიწროვებინა. ამერიკის შეერთებულ შტატებში 80-იან წლებამდე არსებობდა კანონი, რომლის მიხედვით სმენის არ მქონე ყველა ადამიანი ექვემდებარებოდა სტერილიზაციას.

ქალის იდეალური როლი ნაცისტურ გერმანიაში იყო დიასახლისობა და დედობა. საწმუხაროდ ეს იდეა დღესაც ძალაშია ბევრგან.

ნაცისტურ გერმანიაში კი არასიმეტრიულობა მოიაზრებოდა სახელმწიფო დანაშაულად და განადგურებას ექვემდებარებოდნენ. 1941 წელს ვოლფგანგ ლიბენაინერის ფილმმა “Ich klage” (მე ვადანაშაულებ), რომლის კონცეფციაც იყო “მოკალი სიბრალულის გამო”, 1941 წლის ვენეციის კინოფესტივალზე გაიმარჯვა და 1945 წლისთვის იგი 13,5 მილიონ ადამიანს ჰქონდა ნანახი. 1939-45 წლებში გერმანიაში 250 000 მეტი ბავშვი შეეწირა ნაცისტი ექიმების ექსპერიმენტებს.

ქალის იმიჯი მოდერნის ხანაში ობიექტივიზაციის საგანი იყო. ქალის ფუნქციის დაყვანა დედობამდე სიმბოლიზირებდა ერის იდენტობას, ოჯახის სიწმინდეს და ქვეყნის წინაშე ვალს. უმეტეს წილად გავრცელებული პოსტერები ფემინურობას პასიურ არსებად

მუშა ქალებო – აიღეთ ხელში იარაღი! – 1917 წლის რევოლუციური პოსტერი

წარმოაჩენდა, რომელსაც დაცვა ჭირდებოდა. პლაკატები ხაზს უსვამდა პატრიოტ დედას, რომელიც მზადაა საკუთარი შვილები შესწიროს სამამულო ომს. ეს პლაკატები გამოიყენებოდა სამშობლოს მიმართ ნაციონალისტური დამოკიდებულების პროვოცირებისთვის გამოსახავდა რა ქალს გაუპატიურების მსხვერპლად, რათა წარმოეჩინა მტრის ბრუტალურობა, ქვეყნის ძარცვა და გაეღვივებინა ზიზღი და შურისძიება ერში მტრის ხატის მიმართ. მეორეს მხრივ, ირონიულია, მაგრამ ისევ ქალს გამოსახავდნენ პოტენციურ მოღალატეებად, რომლებიც კოლაბორაციაში იყვნენ მტრებთან, ამ ხატის წარმოება ეჭვის ატმოსფეროს ქმნიდა და ლეგიტიმაციას აძლევდა ძალაუფლებას პოლიციური რეჟიმისა და კონტროლის გატარებისათვის საჭირო დანახარჯებში.

ემანსიპირებული ქალი – აშენე სოციალიზმი. სტრახოვ-ბრასლავსკი ა.ი. 1926

იმდროინდელი ევროპისაგან განსხვავებით რუსეთის რევოლუციის და ადრეული საბჭოთა კავშირის პოსტერები ხშრად გამოხატავდა ქალს უფრო უტრირებული ფორმებით, რათა ხაზი გაესვა მათი სოციალ-პოლიტიკური მნიშვნელობისათის. საბჭოთა კონსტიტუცია დეკლარირებდა გენდერულ თანასწორობას და მიუხედავად იმისა, რომ მთელი რიგი ინსტიტუციები იქნა შექმნილი და რეფორმები გატარებული ქალის ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართულობისთვის, პრაქტიკაში უთანასწორობა მაინც შენარჩუნებულ იქნა იმით, რომ ქალს არ ჰქონია მნიშვნელოვან პლიტიკურ გადაწყვეტილებებში მონაწილეობის საშუალება და აგრეთვე მას ემატებოდა აუნაზღაურებელი შრომა ოჯახში.

ანა კაროლინა რესტონი, ბრაზილიელი მოდელი, გარდაიცვალა ანორექსიით 21 წლის ასაკში

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ძველი საბერძნეთიდან 2500 წლის მერე, სილამაზის სტანდარტიზაცია და სექსუალიზაცია ახალი ტალღით წამოვიდა. მას მერე რაც 1950 წლებიდან აქტიურად დაიწყო სხეულის განივთება კაპიტალისტური ინსტიტუციებით (სილამაზის კონკურსები, მოდის ინდუსტრია, სამოდელო სააგენტოები, ჟურნალები და რეკლამები), სწორედ ამ დროიდან დაიწყო მედიცინამ აღრიცხვა ნერვული ანორექსიისა და ბულიმიის ფაქტებისა, რომელსაც უამრავი ადამიანი შეეწირა. თანამედროვე კვლევებით დადგენილია კორელაცია ესთეტიზაციასა და ისეთ პათოლოგიებს შორის, როგორიცაა ფსიქოლოგიური და კვებითი აშლილობა, დეპრესია, სექსუალური დისფუნქცია და გარეგნობაზე ნეგატიური წარმოდგენით სუიციდი. 

ელინიზმის ნანგრევებზე აღმოცენებულმა რომის იმპერიამ საბერძნეთის ხელოვნება უბრალოდ დეკორაციად აქცია. სწორედ მდიდართა ვილებისთვის შექნილმა  ბერძნული ქანდაკებების ასლებმა მოაღწია ჩვენამდე. წინა პლანზე კი პიროვნების გაკულტება წამოწია. იმპერატორების ძეგლებმა და ბიუსტებმა რელიგიური ფუნქცია შეიძინა. მათ სკულპტურებს პროვინციის ცენტრალურ მოედანზე განათავსებდნენ და ყველას, ერთგულებისა და ქვეშევრდომობის ნიშნად ამ ქანდაკებს წინაშე თაყვანისცემა უნდა გამოეხატათ. პირველი ქრისტიანების დევნა სწორედ ამ მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო დაიწყო. 

სურათზე წარმოდგენილია რომის პირველი იმპერატორის, ოქტავიანე ავგუსტუსის ქანდაკება, რომელიც გამოხატავს ხელოვნების პროპაგანდისტულ მიზანს და წარმოადგენს ესთეტიკის პოლიტიზაციის მაგალითს. ამ მარმარილოს სკულპტურაში, ავგუსტუსი დგას კონტრაპოსტოს (რელაქსირებულ) პოზაში, როგორც პოლიკლეტეს დორიფორი, ორივე სხეული იდეალიზირებულია, ათლეტური, ოღონდ პორტრეტი კონკრეტული და სახასიათოა, რაც არის რომაული ხელოვნების დანამატი. ამასთან იმპერატორი ატარებს სამხედრო რეგალიებს, რომელზეც მრავალი სიმბოლოა, მათ შორის ფეხთან კუპიდონი, რომელიც მიუთითებს მის კავშირს ღმერთებთან. ქანდაკების მესიჯი აშკარაა, ძალაუფლების დემონსტრაცია. დიდებული ორატორი და დამპყრობელი მიმართავს ლეგიონს, და სწორედ მას შეუძლია დაამყაროს მშვიდობა მთელი რომის იმპერიის მაშტაბით.

ზურაბ წერეთელი, თავის ნამუშევართან, ვლადიმერ პუტინის ქანდაკებასთან. შეგახსენებთ, რომ სწორედ მას ეკუთვნის თავისუფლების მოედანზე აღმართული “მამალოს კანფეტი” უკაცრავად, “წმინდ გიორგის ქანდაკება”.

ე.წ. ხელოვნება პრეისტორიული (ქვის ხანის) ვიზუალიზაციის შემდეგ წარმოადგენს დომინაციის საშუალებას დღემდე. მხოლოდ რენესანსიდან დაიწყო ხელოვნების ჰუმანიზაცია, ანუ ხელოვნება, რომელიც ძალაუფლებას და ჩაგვრას უპირისპირდებოდა. ეს ორი, ურთიერთდაპირსპირებული ტენდენცია პარალელურად არსებობს და ზოგჯერ მათი განსხვავება არც ისე ადვილია, თუ არ ფლობ შესაბამის ცოდნას. “მეფის კარის მხატვრები” უფრო დახვეწილები არიან და არც ისე ხილვადია მათი კავშირი ძალაუფლებასთან, როგორც ეს ზედა ნამუშევრებში ჩანს. მაგრამ ეგ განხილვის ცალკე თემაა და ვეცდები სხვა დროს დავუბრუნდე. მანამდე კი Stop hating your body, Start a Revolution!

[*] epoiese: “[So-and-so] made,” from the verb poieo¯ (ποιέω), “make,” “produce”; sometimes epoiei or epoie or, in the plural, epoioun (so-called imperfect verb forms literally meaning “was (or were) making,” suggesting continuous or incompleted past action. “Artists and Signatures in Ancient Greece” by Jeffrey M. Hurwit, University of Oregon. Publisher: Cambridge University Press, 2015

[**] Mens sana in corpore sano – ლათინური ფრთიანი ფრაზა. მომდინარეობს რომაელი პოეტის იუვენალისის მეათე სატირიდან. ტექსტში აღნიშნულია, რომ ადამიანები ღმერთს უნდა ევედრონ, რათა ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სული იყოსო. უფრო ადრინდელი მსგავსი გამონათქვამი მიეკუთვნება ძველ ბერძენ ფილოსოფოსს თალესს: τίς εὐδαίμων, “ὁ τὸ μὲν σῶμα ὑγιής, τὴν δὲ ψυχὴν εὔπορος, τὴν δὲ φύσιν εὐπαίδευτος” – როგორი ადამიანი არის ბედნიერი? ის, ვისაც აქვს ჯანმრთელი სხეული, გამჭრიახი გონება და მორჩილი ბუნება”.

Leave a comment

Filed under ხელოვნება

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s