რატომ აშენებდნენ ძველად პირამიდებს?

800px-Panoramic_view_of_Teotihuacan

“მკვდრების გამზირის” პანორამული ხედი მთვარის პირამიდის მწვერვალიდან, უკიდურეს მარცხენა ნაწილში მოჩანს მზის პირამიდა. თეოტიჰუაკანი. მექსიკა.

როგორც ვიცით, გარდა ეგვიპტის პირამიდებისა, არსებობს უძველესი პირამიდები მთელი მსოფლიოს გარშემო (იხ. ინფოგრაფიკა), რომლებიც აშენდა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად.

ამ ფაქტის ახსნის ჩემთვის ცნობილი შემთხვევებიდან არც ერთი არაა დამაკმაყოფილებელი, მათგან ყველაზე გიჟური კი უცხოპლანეტელებთანაა დაკავშირებული [1]. აკადემია ძირითადად აქცენტს ტექნიკურ მახასიათებლებზე აკეთებს და ფაქტების კონსტატირებით შემოიფარგლება. ამ მცირე ესეს მიზანია მატერიალისტურად ახსნას, თუ რატომ აშენებდნენ ძველი ადამიანები პირამიდებს.

თეზისის არსი შემდეგში მდგომარეობს: პირამიდების მშენებლობის მიზეზი ეკონომიკური საფუძველსა და ძალაუფლებრივი ურთიერთობების ტექნიკებში უნდა ვეძებოთ. აღმოჩენილი პირამიდები ემთხვევა იმ ტერიტორიებს, სადაც განვითარდა აგრარული მეურნეობა და მარცვლეული კულტურები. მაგალითისთვის, პირველ ცივილიზაციებს თანამედროვე მექსიკის ტერიტორიზე მოყავდათ სიმინდი, ძველ ჩინეთში – ბრინჯი, ეგვიპტეში – ხორბალი. კაცობრიობის ადრეული ეპოქის საკვებისგან განსხვავებით, რომელიც ნადირობით და შემგროვებლობით მოიპოვებოდა, მარცვლეული კულტურა არ იყო მალეფუჭებადი პროდუქტი, ამიტომ შესაძლებელი იყო მისი დაგროვება, რამაც შეცვალა ჩუქების ეკონომიკა გაცვლის ეკონომიკით.

მიმთვისებლური ეკონომიკიდან წარმოებით მეურნეობაზე გადასვლამ გამოიწვია ეგალიტარული სოციალური სტრუქტურის ჩანაცვლება იერარქიულით, რომელსაც თან ახლდა ისეთი პროცესები, როგორიცაა კერძო საკუთრებისა და ფულის გაჩენა. საზოგადოება ორ ძირითად ფენად დაიყო: მმართველთა და ექსპლოატირებულთა კლასი.

ამგვარ საზოგადოებაში, მმართველთა კლასის ძალაუფლების გაზრდისა და ამავე დროს მუშათა გენოფონდის შენარჩუნების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება, რისი განხორციელებაც იმ დროს შეეძლოთ, იყო გრანდიოზული პროექტების – პირამიდების მშენებლობა. რათქმაუნდა არსებობს კითხვა თავის მხრივ პირამიდების ევოლუციაზე. როგორ მივიდა ხალხი მეტნაკლებად მსგავსი სტრუქტურების შექმნამდე. მაგრამ ეს კვლევის სხვა თემაა. აქ მხოლოდ შევნიშნავ, რომ აღნიშნული პირამიდების “წინაპრები” დაკავშირებულია დასაფლავებასთან. დასაფლავების რიტუალებში შედიოდა სხვადასხვა სამარხი კონსტრუქციები, მაგრამ ეკონომიკურ სფეროში მომხდარი ტრანსოფრმაციის მერე, როცა ბუნებაზე დამოკიდებულება დაძლეულ იქნა, ამ ფორმებმა მიიღო სრულიად განსხვავებული დანიშნულება, როგორიცაა ჭარბი ღირებულების უტილიზაცია და მმართველი უმცირესობისთვის ძალაუფლების გაზრდა. არქიტექტურა გახდა უფრო მონუმენტური. მარტივი დასაკრძალი ფორმები თანდათანობით გადაიზარდა მეგალითებსა და ყორღანებში. მათ გააჩნდათ ტენდენცია მთების იმიტირების და თავის კულმინაციას ერექტირებულ პირამიდებში მიაღწიეს, რომლებსაც ქონდათ წვდომა ზეციურ ძალებთან.

როდესაც კოლექტიური შრომით მოპოვებული დოვლათი მიემართება კერძო საკუთრებაში, არ ხდება თანასწორი გადანაწილება. შედეგად, ადამიანები იძულებული ხდებიან კვლავ იშრომონ „პურის“ [2] სანაცვლოდ. საარსებო საშუალებებისთვის მათ სამუშაო ძალის გაყიდვა უწევთ. ეს სისტემა ცნობილია ‘‘დაქირავებული შრომის’’ სახელით. აღნიშნულ საცვლელ ღირებულებას შეიძლება წარმოადგენდეს ნებისმიერი სახის შრომა, დაწყებული აბსურდულიდან,[3] დამთავრებული მდიდრებისთვის ფუფუნების საგნების შექმნით. სწორედ, აღნიშნული ტიპის შრომა არის ე.წ. ჭარბი (ზედმეტი) ღირებულების გამომწვევი.

თუმცა, იმასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, რისთვის არის გაწეული მონების შრომა [4]. მაგალითად, მონების მიერ საირიგაციო სისტემის მშენებლობა, სასარგებლო მაინც არის და განსხვავდება ისეთი შრომისგან, რომელიც მონობის კვლავწარმოებას ახდენს. ადამიანებმა შეიძლება თანასწორ პირობებში, კონსენსუსის საფუძველზე, კოლექტიურად ააშენონ საირიგაციო სისტემა, მაგრამ არავინ ისურვებს, ისეთ უსარგებლო შრომას, როგორიც ლოდების თრევაა.

პირამიდების მშენებლობის თვალსაჩინო მიზეზი, რელიგიური დანიშნულება იყო და ეს იყო ლეგიტიმაცია მოცემული სოციალური წყობისთვის. რელიგია, საკრალიზაციით, პერსონიფიკაციით და ბუნებრივი მოვლენების მისტიფიკაციით [5] ემსახურებოდა იერარქიული საზოგადოებისთვის საჭირო საბაზისო პრინციპების შენარჩუნებას. დღეს, მსგავსი მეთოდია პატრიოტიზმი, რომლის ნიადაგზე ადვილია მტრის ხატის შექმნა და შედეგად ომის წარმოება, რომელიც თავის მხრივ შესაძლებელს ხდის ადამიანის შრომის ფლანგვას მთელი საზოგადოების კეთილდღეობის დონის აუწევლად.

დედამიწის სხვადასხვა რეგიონში პირამიდებს განსხვავებული დანიშნულება ჰქონდათ, მაგ; სამარხის, ტაძრის, მსხვერპლშეწირვის. თუმცა, ყველას აერთიანებდა ერთი მიზანი: მშრომელთა კლასზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ბატონობა.

რაც შეეხება, ესეს დასაწყისში ნახსენებ ფაქტს, რომ ერთმანეთისგან იზოლირებული ცივილიზაციები ერთი და იგივე რეზულტატამდე მივიდნენ, ეს უბრალოდ, პარალელური ევოლუციის მაგალითია. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ ცილილიზაციებს განსხვავებული დასასრული ჰქონდათ. მაგალითად, ეგვიპტის ცივილიზაცია პროგრესის მაგივრად, დაღმავალი, დეგენერაციული გზით წავიდა. ძალაუფლების მქონეები ცდილობენ არსებული რეალობის შენარჩუნებას, რომელშიც ღებულობს მმართველი უმცირესობა პრივილებიებს მათ მიერ დაქვემდებარებული და მართული ფენის შრომით. მაგრამ, ვიცით, რომ პროგრესული ცვლილებებისთვის აქტიურად ხელის შემშლელი სისტემა განწირულია სიკვდილისა და განადგურებისკენ. ეგვიპტელი ხალხი ჯანყდებოდა [6], თუმცა მათ არ აღმოაჩნდათ საკმარისი ენერგია რეალური ცვლილებების მისაღწევად. უახლესი კვლევების მიხედვით, ეგვიპტელი ხალხისგან განსხვავებით, თეოტიჰუაკანის დაცემა (უძველესი მეზოამერიკული ქალაქი, თანამედროვე მეხიკოს მახლობლად), გამოიწვია შიდა ამბოხმა [7], მმართველი კლასის წინააღმდეგ. თუმცა ჩვენ არ შეგვიძლია დავაკვირდეთ მათ შემდგომ ევოლუციას, ვინაიდან ევროპელებმა ბოლო მოუღეს ნატივი ამერიკელების ევოლუციის გზას.

შენიშვნები

[1] Erich von Däniken – Chariots of the Gods? Unsolved Mysteries of the Past, 1968

[2] პეტრე კროპოტკინი – პური და თავისუფლება

[3] David Graeber – Bullshit Jobs: A Theory, 2018

[4] 20 000 ადამიანი აშენებდა გიზის დიდ პირამიდას, მათგან ბევრი კვალიფიციური მუშა იყო და არა მონა, მაგრამ მონობა შეიძლება განიმარტოს როგორც იძულებითი მუშაობა, რომელიც შესაძელებელია დაქირავებული შრომის პირობებში.

[5] ბუნების შესწავლის პირველი ჩანასახები, მაგ, ასტრონომია, მჭიდროდ იყო დაკავშირებული რელიგიასთან და გამოხატული იყო სხვადასხვა წესჩვეულებებში და კულტებში. მაგალითად ელ კასტილოს პირამიდა, ცნობილი როგორც კუკულკანის ტაძარი, რომელსაც 365 საფეხური აქვს. ჩიჩენ იცა, არქეოლოგიური მხარე მექსიკის იუკატანის შტატში.

[6] Records of the strike in Egypt under Ramses III, c1155BC. Translated by Paul J. Frandsen in Editing Reality: The Turin Strike Papyrus Sarah Israelit-Groll, Studies in Egyptology, Vol.1, Jerusalem 1990, Magnes Press, Hebrew University

[7] Cooperation and tensions in multiethnic corporate societies using Teotihuacan, Central Mexico, as a case study, Linda R. Manzanilla. Instituto de Investigaciones Antropológicas, Universidad Nacional Autónoma de México, 04510 México D.F., Mexico. Edited by Joyce Marcus, University of Michigan, Ann Arbor, MI, and approved February 18, 2015 (received for review November 10, 2014)

2 Comments

Filed under ხელოვნება

2 responses to “რატომ აშენებდნენ ძველად პირამიდებს?

  1. Mari G. Makharadze

    საინტერესოა! 👍

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s