ქალაქის ერთი ჩვეულებრივი სახლის ეზოში ახალგაზრდებს მოუყრიათ თავი. ისინი ცუდები არ არიან. არც უსაქმურები და არც ხულიგნები. დღისით მუშაობდნენ, სკოლაში იყვნენ, უნივერსიტეტში, სწავლობდნენ. საღამოს კი არ იციან სად წავიდნენ. სწორედ ამიტომ შეკრებილან აქ, როგორც თითქმის ყოველ საღამოს ხდება ხოლმე. რატომ შეკრებილან? თვითონაც არ იციან. უბრალოდ დგანან და ხანდახან უხალისოდ გამოელაპარაკებიან ერთმანეთს, მერე ქუჩაში გავლენ, დასალევად, ან კინოში წავლენ, ანდა ჩამოსხდებიან სადმე კიბის საფეხურებზე და კარტის თამაშს გააჩაღებენ. არიან თუ არა ამხანაგები?
ბევრი იტყვის: დიახ, რა თქმა უნდა! ისინი ხომ ერთმანეთს კარგად იცნობენ, ყოველდღღე ხვდებიან; ცუდად არ იქცევიან და ერთად ატარებენ დროს. ერთ მათგანს რომ ქუჩაში ხულიგანმა შეუტიოს, დანარჩენები დაიცავენ. რასაკვირველია, ისინი ამხანაგებია!
ჩემი აზრით ისინი სულაც არ არიან ამხანაგები. საკმარისია ცხოვრებამ სერიოზული გამოცდის წინაშე დააყენოს, რომ ხუხულასავით დაიშლება მათი მოჩვენებითი ერთიანობა, რადგანაც მათ მხოლოდ დრო გაჰყავთ, მოწყენილობას ებრძვიან, ეს კი ამხანაგობისათვის საკმარისი არაა.
ამხანაგებს კი აერთიანებს საერთო შეხედულება სამყაროზე, საერთო ინტერესები, საერთო მიზნები და ამისთვის მუშაობენ ერთად, ისინი დაობენ, კამათობენ, ეთანხმებიან ერთმანეთს, ან არ ეთანხმებიან.
Pingback: პეტრე კროპოტკინი – ინდივიდუალური და კოლექტიური საპროტესტო აქტების შესახებ | ვეფხვია მანია